შენთან აღარ მინდა !
იცი ? ძნელია უშენობა . თავდაპირველად შენ მოხვედი და მუზა გაქრა ... არადა,როგორც წესი პირიქით ხდება ხოლმე . ალბათ ვერასდროს გაიგებ თუ როგორ მინდა ვიყვირო ახლა . შენით გამოწვეული კითხვის ნიშნები მეტასტაზებივით ედება სხეულს და უსასრულობაში მაგდებს,თანაც მთელი ინერციით. იცი რამდენჯერ მიტირია შენ გამო? ახლა კი დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ კვლავაც ვიტირებ არა მხოლოდ ერთხელ არამედ ბევრჯერ მაგრამ უნდა დავამთავრო. აღარ მინდა ვინმეს ტკივილის მიზეზი გავხდე. უნდა წავიდე და დაგტოვო შენს სამყაროში,სადაც ყველაფერი სხვსნაირია . საბოლოო ჯამში მაინც ძნელია იყო შეყვარებული ილუზიაზე რომელიც სულ მალე გაქრება . *** დილის ექვსი საათი სრულდება . მთელი ღამის განმავლობაში მოვასწარი მენახა რამდენიმე არაჩვეულებრივი დრამა . ახლაც მოვთქვამ... ალბათ ემოცია გამომყვა ... პანიკური შიში მიპყრობს ... ერთი უკიდურებიდან თავქუდმოგლეჯილი გავბრივარ მეორესკენ. მაშინებ ... უკვე მერამდენედ ვათვალიერებ ნაცნობ სურათებს . ყოველი ნახვისას ჩემს სახეს ბედნიერება იპყრობს. სიხარულის ღიმილი სულ მალე ქრება... ისადგურებს მონატრება ... ვფიცავ ყველაფერ ძვირფასს ! ამ მონატრებას არ აქვს ანალოგი არც დედამიწაზე და არც სხვა პლანეტებზე. არ გავს სხვას . ისეთივე განსაკუთრებული და ინდივიდუალურია ,როგორიც ჩვენ ვართ. ჩვენებური ელფერი აქვს ...ხომ იცი. ახლა დავაკვირდი... მე და შენიდან გაჩნდა ჩვენ ! მე შენ ჩვენ დიახ ,დღეს ჩვენ გავჩნდით. ჩვენთან ერთად გაჩნდა ჩვენი სიყვარული. და სწორედ ,რომ ამ სიყვარულის გამო,კვლავაც თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ ერთი უკიდურესობიდან მეორესკენ. შენ არსებობ ჩემში! მე ვარსებობ შენში! ჩვენ ვარსებობთ ერთმანეში! დავატარებთ: მე შენს შენ ჩემს სულს სხეულით. *** აღარ მინდა შენთან შენთან აღარ მინდა უნდა გაგექცე და დავიმალო სადმე შორს,უკაცრიელში. უნდა წავშალო გონებიდან ჩვენი თითოეული შეხვედრა,ყოველი შეხება. უნდა დავივიწყო შენი მანერა თუ შტრიხი. მიუწვდომელი ხარ ! ჩვენ შორის დიდი კედლია.ვერ დავანგრევ მას ...ძალა აღარ შემრჩა უძლური ვარ . ბევრი რამ მასწავლე ბევრი რამ დამიტოვე მაგრამ ახლა კი დროა წახვიდე . ისე წადი უკან არ მოიხედო გთხოვ. თორემ მოვკვდები. შენ თავს გეფიცები მე მოვკვდები. როგორ ვანუგეშებ ხოლმე შინაგან მეს არ ვიცი ...უბრალოდ ვერ გიბრაზდები. თავად კი ბოროტად სარგებლობ ამით . სულელი ვარ არარაობა სიძვა მრუში ბილწი მაგრამ ამასთანავე ყოველთვის ვიქნები ის ,ვინც შენთან გაჩნდება რთულ მომენტში. ახლა კი დროა დაგემშვიდობო ... კრიტიკულ მომენტამდე . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.