შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნება სიყვარული გამიყოთ


14-03-2017, 23:19
ავტორი bla.ell
ნანახია 1 763

დამეხმარეთ..ცოტა სიყვარული გექნებათ,დამეხმარეთ გთხოვთ,სახლში მშიერი ფიქრები მელიან თუ არ მივიტან ცოდაოდენ სიყვარულს,მოკვდებიან მშივრები,გუშინ ასი გრამი ღმილი ვიყიდე მაგრამ ვის ეყოფა,მარტო ღიმილი კიარა ყველა ემოცია გაძვირდა.ამ სიყვარულის ფასს ხომ ვერავინ გაიგებს...სიყვარულის ფასად ყველა ემოცია მოგივა მაგრამ სად მაგვს მაგდენი ძალა და მხნეობა...ჩემი ყველა ალტერ ეგო გავყიდე რომ,თავი მერჩინა,სახლში სულ დამფორილი ოცნებები ხომ არ მექნება საჭმელად. ახლა ოღონდ ორი ფეთქვა გული მინდა...სამი უკეთესია მაგრამ გაიმეტებენ?!...არამგონია ხალხი ისეა დაქანცული ამ ბავშვურობის ძებნაში,ყველა სადღაც მიიჩქარის,ვის ცალია ერთი უემოციო ადამიანისთვის...რომელსაც სახლში ერთი დაუპატიჟებელი მუზა და ორი ტყუპი ფიქრი ელის...ალტერ ეგო რომ მყავდეს დამეხმარებოდა მათ მოვლაში მაგრამ დაიფანტნენ,ისე ამ გახსენებას,ზედმეტი ალტერ ეგო ხომ არ გაქვთ?...თუ გექნებათ იქნებ ერთი გადამინახოთ...ჯერ სიყვარულს ვიშოვი როგორმე და მერე იქნებ ალტერ ეგო კიარა მთელი ემოცია და ადამიანი ვიყიდო.გუშინ სიჩუმის ავტობუსით ვიმგზავრე,ერთცალ სევდას გაატარებ და უფასოდ მგზავრობ მთელი დღის განმავლობაში,სახლში რომ მივედი მუზას მისი მეგობრები დაუპატიჟებია რა მექნა არ ვიცოდი და ჩემი ფიქრები მაღაზიაში გავუშვი იქნებ რამე ტკბილი ეშოვათ,სახლში ორი "პაჩკა" ხალისი მოიტანეს,მეც სიხარულით გამოვართვი და მაგიდაზე დავდე,მუზებმაც გემრიელად მიირთვეს ფიქრებმაც და მეც,თუმცა სიყვარულის ფული სულ გამომელია...ჰოდა რას ვამბობ,რა იქნება სიყვარული გამიყოთ...



№1  offline წევრი იასამმანი

ღმერთო,ძალიან მაგარია <3 ძალიან მომეწონა

 


№2 სტუმარი Guest გული

სიამოვნებით გავუყოფდი ჩემს სიყვარულს შენისთანა ადამიანს...

 


№3  offline მოდერი bla.ell

Guest გული
სიამოვნებით გავუყოფდი ჩემს სიყვარულს შენისთანა ადამიანს...

რა საყავრელი ხარ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent