შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაღალდის ნავი


21-03-2015, 01:51
ავტორი katerina
ნანახია 4 005

წუხელ გადავარქვი ლექსებს სახელები,
დღისით წამოვჭიმე მისი ალტერ ეგო,
ისევ გავაჩერე დიდი ისარი და
დროის უქონლობამ სულ მთლად გამაგიჟა.
გუშინ დილით იყო შენთან ძმადნაფიცი,
თითქოს მეგობარი,შენი კლეოპატრა.
დღესაც უარვყავი ისევ მწარე ფიცი,
ხვალე გვიანია, აღარ გამეორდე.
მოჩანს ჰორიზონტზე ლურჯი ფერიები,
შუქი ოდნავ ბჟუტავს დედის კელიებში.
მორჩა ყველაფერი,გადაწყვეტილია
შენი ფიქრები ხომ გადასარჩენია..
მწვანე ვენახებში მაგრად შეიკურთხე,
თურმე მათრობელა,თეთრი ყურძენია.
გარეთ გაიხედე,თოვლი როგორ დნება,
ნელა ამ ჰაერში შენი სუნი ქრება..
ფრთხილად,ალმაცერად ნუღარ იყურები
თორემ გაგთელავენ,ნუღარ იბუტები..
წუხელ გავაკეთე თითქოს ვარსკვლავები,
ნავი გავატანე ლურჯ ზღვას ქაღალდისა,
შიგნით არსებებსაც თავი მოვუყარე..
სახელ ადამისა ევად წარმოქმნილი..
7 საფეხური ისე გავიარე ,
მთელი დედამიწა ჩოქვით მიდიოდა..
გუშინ შენს ძებნაში სუნთქვა გამიჭირდა,
ისევ გულისცემა ჩვეულ გამიხშირდა.
ლურჯი ფერიები,დედის კელიები ,
უფროო წვრილად მოჩანს ჩვენი სხეულები.
მოდი ახლა ნავსაც შენც კი გაგაყოლებ,
ლურჯ ზღვას რა ჯობია,სუნთქვას მიაყოლებ,
ფილტვებს ასუფთავებს,რაც კი სიგარეტით
გულსაც გატყობია,კვამლის ფერებია.
წადი ,მომშორდი და ნავიც მიაყოლე,
ქაღალდს მოუყევი ჩვენი სიახლოვე,
უკვე ვერ გიტან და თავი მომაბეზრე,
წადი!მომშორდი და გულიც გაიყოლე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent