შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი


15-03-2017, 23:37
ავტორი waris
ნანახია 1 396

სულში ყვავილებად ამიყვავდა შეშლილი ფიქრები და მგონი ჭკუიდან ვიშლები.გულმა სიმრთელის დაკარგა ნიშნები, ჰორიზონტს გადაღმა სივრცეში სამყაროს საიდუმლოება მიმოიფანტა..მზე ზღვაში ჩაესვენა, ზურგი მაქცია და დამტოვა ფიქრებთან, შიშებთან, ჩემს კარგად ნაცნობ მეგობარ ღამესთან.. მოგონებები, აი რა ხდის ცხოვრებას ასეთ საოცარს.. სიცოცხლე მილიონობით პატარა მოგონებაა.
ჩვენი მოხეტიალე თეატრი, რომელშიც ყველა ჩვენ წილ მთავარ როლზე დაგვამტკიცეს ჯერ კიდე ჩვენს დაბადებამდე.. რამდენჯერ დამვიწყებია დაწერილი სცენარი და თავდაყირა დამიყენებია ჩემი ცხოვრება..ხშირად ბუნება და ადამიანი ერთმანეთს ეჯახება, ვერცერთი უძლებს და ციდან წვიმის ტკივილნარევი მელოდია და ადამიანის უუნარობის სიმღერა სრულ ჰარმონიაში მოდიან..გაცრეცილი ადამიანობა მტკივა. გავყურებ თავდახრილ, ბჟუტავ ლამპიონს.. თითქოს ცხოვრების ყველა სიშავე მისი ბრალია და თვალს ვერ მისწორებს.. ვიფიქრებდი შერცხვა მეთქი მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს უსულოს.. ადამიანებს აღარ შეგვრჩა სირცხვილის გრძნობა და აბა ლამპიონს რა უნდა მოვთხოვო ? ! მაინც როგორი საოცარია ღამე.. ნიავი აკვნად გასდებია და არწევს ღამისფერ ლანდებს.. გაჭაღარავებულ ასწლოვან ხეებს ჩვენზე მეტი უნახავთ და მაინც დუმან.. ადამიანმა ვეერ გაიგო სიჩუმის ფასი.. როგორი ლამაზია ცა.. მაშინაც ლამაზია ღრუბლები, რომ დავიდარაბობენ და მაშინაც როცა მზე ბატონობს..ჰოო ის ცხრათვალა ბავშვური მზე.. ლამაზია ვარსკვლავებით დახუნძლულიც.. საოცარია ზღვა. ლურჯი და მღელვარე.. მკლავს იმაზე ფიქრი, რომ ზღვაც მკვლელია ათასობით გზააბნეული სულის.. ცხოვრება დახარკული წლებია.. სამწერტილი რომლის ბოლო წერტილი ჩვენი გაქრობით ჩნდება. სიკეთის ნაკლებობა ზრდის ბოროტებას, ბოროტება კი ყოველთვის იწვევს ადამიანთა ნაკლებობას.. როგორი ცვალებადი ფიქრებია, ჩემსავით.. ხან წვიმს, ხან მზეა და ეხლა როცა მე ჩემსს სათქმელს ვამთავრებ სადღაც ძალიან ახლოს ან შორს ვიღაც სიცოცხლის ბოლო წუთებს დარაჯობს..
და როცა თითქოს დუმდა ღამე, ტიროდა ცა . ვერ აიტანა ბუნებამ და აატირა სხვაც.......




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent