დე ვილფორი,- უკანასკნელი ღამე
ზაფხულის მზიანი დღე იყო... ნიავს ვარდისა და მიმოზის სურნელი მოჰქონდა, ეზოში კი ბავშვების ჟრიამული ისმოდა,მათი სიცილით სხვებსაც გული ბედნიერებითა და სიხარულით აღევსებოდათ, მოხუცებს კი ახალგაზრდობაში დააბრუნებდა. ცა ნარინჯისფერი იყო, ჩიტები კი ცაში ლივლივებდნენ, გეგონებოდათ ცაში პოულობენ ხსნასო, ამ სანახაობით გართულს ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და შიშისაგან წამოვხტი... __ჰადე სადილის დროა ქვემოთ ჩამოდი... __ ხომ შეიძლება ერთ დღესაც, ისეთი დილა გათენდეს ამ ქალის ხმა, რომ არ გავიგონო! ჩავიბუტბუტე და ქვემოთ გავეშურე, ყველანი სუფრასთან მოკალათებულიყო მხოლოდ მე მელოდნენ __ ჰადე! შენ უკვე ქალიშვილი ხარ, განა ჩვენ უნდა გიწვევდეთ სადილად?! როგორც ყოველთვის შენი უპასუხისმგებლობა ისევ ძალაშია!! გამწყრალი მზერა შემომანათა დედამ, ხმისამოუღებლად დავიკავე ადგილი, ხელი არაფერზე მიხლია მხოლოდ აქედან გაცლაზე ვფიქობდი, სადილი ისე დამთავრდა ხმა არ ამომიღია, ჩემი ოთხისაკენ გავსწიე... __ჰადე! მომესმა მამას ხმა __ჰადე ძვირფასო, ნუმიაქცევ დედას ყურადღებას მას ხომ შენთვის საუკეთესო სურს! ირონიულად ჩავიცინე,და თვალზე მომდგარი ცრემლი როგორც იქნა შევიჩერე __ ვიცი მამა , ვუთხარი ნაძალადევი ღიმილით, მას სულ კარგი უნდა ჩემთვის ის ხომ, ამას განსაკუთრებული სითბოთი გამოხატავს ჩემდამი... მამამ თანაგრძნობით შემომხედა ცრემლი, რომ არ დაენახა საჩქაროთ ზემოთ გავსწიე. ჩვენ ოჯახში 5 და-ძმანი ვიყავით... მაგამ მათ ახლობლებს ვერ ვუწოდებდი, პატარაობიდან დედა გულცივობას იჩენდა ჩემდამი და რათქმაუნდა, ეს ჩემმა და-ძმებმაც შეამჩნიეს და მისი გულის მოსაგებად მეც ცივად მექცეოდნენ, მიზეზიც ვიცი დიახ! ეს მე ვარ ჰადე, რომელიც დედაჩემს ასე ძალიან არ უნდოდა მეხუთე ქალიშვილი, მოვალეობის მიზნით სხვების დასანახად ნაძალადევად მიღიმოდა საზოგადოებაში. არ ვუყვარდი, განა იმიტომ რომ მეხუთე ქალიშვილი არ უნდოდა, არამედ ჩემი გაჩენის შემდეგ ჭლექი აიკიდა და ამით მამას დავაშორე ამიტომაც მკრავდა ხელს! ამიტომ მტოვებდა ცივ საწოლში მარტო მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა... ამიტომ და სწორედ ამიტომაც შევეჩვიე ამას. რა უბადრუკი არსებაა ადამიანი ის ყველაფერს ეჩვევა გალიაში, რომ ჩასვა მთელი ცხოვრება მოითმენს, თუმცა გალია რა მოსატანია დედის სითბოსთან, მაგრამ ამას ვერც კი ვიგემებ, ცხოვრებამ ამით დამჩაგრა, დედის სითბოს ჩამომაშორა და ბუდიდან ჩამოვარდნილი ბეღურასავით უმწეოდ დავრჩი, მართალია მამას როგორც დანარჩენი ოთხი მეც ვუყვარვარდი, მაგრამ იშვიათად ვხედავდი ის ხომ მოგზაურია... მეორე დღეს სღამო ხანს... __ ჰადე! ჰადე! ჰადე ! ქოშინით მოვარდა ჟანეტი გული ლამის ამოვარდნას ჰქონდა __ რამოხდა ჟანეტ? გავეცი შეწუხებლმა პასუხი. __ ჰადე ახლავე მოემზადე და ძირს ჩამოდი, შენი ატლასის კაბა ჩაიცვი მამაშენმა რომ ჩამოგიტანა ირანიდან, მოიცა ახლავე მეთვითონ მოგამზადებ. __ კი მაგრამ ჟანეტ რახდება? აღელვებულმა ვკითხე. __ ღმერთო ნუთუ დედათქვენს ქალბატონ ლილიანს არ გაუფრთხილებიხართ ? __მომაბეზრებელი მზერა შევანათე, ის კი სასოწარკვეთილი იყო გეგონებოდათ დანაშაულში წაასწრესო, ჟანეტ თქვი თუ ღმერთი გწამს ნუ მაწვალებ რახდება ?! __ მამათქვენმა ბანკირი ბატონი დე ვილფორი მოიწვია რათა თქვენ გაგაცნოთ __ გაოგნებული შევსცქეროდი მივხვდი რაზეც მაცნობდნენ ჩემი გათხოვება სურდათ, მათ ლაპარაკს ერთხელ უკვე მივუგდე ყური, მაგრამ ყურდღება არც მიმიქცევია, რადგან ქალბატონი ლილიანის ჯერ კიდევ "უსაქმურ" ქალიშილს ბანკიზე ათხოვებდნენ. მე ნუთუ ჩემს გარდა კიდევ ხომ ორი იყო ამანდა და ანეტა?! ყველა გოგონასათვის სანუკვარ ოცნებას ჩემთვის როგორ გაიმეტებდნენ? ვინუგეშებდი თავს, მაგრამ რატომ მე?! ამ ფიქრებში ვიყავი, რომ მოახლეები დამესია და კაბის შრიალი მომესმა, ეს ჩემი ირანული ატლასის კაბა იყო, მისმა ცივმა კალთამ გამომაფხიზლა, გაოგნებული ვიდექი ჟანეტი რაღაცას ბუტბუტებდ,ა მაგრამ არ მესმოდა თავზარდაცემული ვიყავი, ნუთუ ღმერთმა ამისთვის გამწირა რომ 16 წლის ასაკში ბანკირზე გავთხოვდე ? არა! არააა! დავიწყე ქვითინი არ შემიძლია ეს დედასს ახირება იქნება, რათა თავიდან მომიშოროს, ოთახიდან გამოვარდი არაფერი მესმოდა ვინ რას საუბრობდა, დედაჩემის ოთახში შევედი, ის კი როგორც ყოველთვის ქარგავდა, და ჩემი დანახვისას უცებ შეცბა ტირილისაგან და სასოწარკვეთილებისაგან სახე წამშლოდა... __ რატომ! რატომ ხართ ასეთი ულმობელი დედა?! ასეთი რა დაგიშავე ოცნებებს რომ მიმსხვრევთ?! რატომ მკრავთ ხელს ყოველთვის? რატომ მაგრძნობინებთ, რომ ამ სახლში მე ზედმეტი ვარ?! ეს არც კი იკმარეთ და თავიდან მოსაშორებლად მათხოვებთ! არ ელოდა ჩემგან ამას და როგორც ყოველთვის გონება დაეკარგა, მაშინვე ჟანეტი შემოვარდა, მას მამაც შემოჰყვა დედას მისცვივდნენ, მისთვის აღელვება არ შეიძლებოდ,ა მის მოსარჩენად წამალი არც იყო და როცა ჭლექმა თავი იჩინა ვეღარ გადაიტანა და რამდენიმე დღე გონება დაკარგა მამა ერთხანს გაოგნებული იყო შემდეგ მე შემომხედა არც უკითხავს რა მოხდა, მოულოდნელად ქამარი შეიხსნა და ყველას წინაშე ბარძაყზე ისე შემომარტყა, ჩავიკეცე და გონება დავკარგე... შემდეგ რა მოხდა უკვე აღარ მახსოვს, როცა გონს მოვედი საწოლში ვიწექი, იმავე ღამით ბანკირი მოვიდა მაგრამ ჩასვლას ვერც კი შევძლებდი გრძნობა თითქმნის დამკარგვოდა. ქვემოდან ჩექმების მძიმე ხმა მომესმა, მამის ბოხი და მკაცრი ხმა __ ჟანეტ ! ჰადე ახლავე ჩამობრძანდეს, მის სანახავად დე ვილფორი მობრძანდა მოახსენე! __ მან სტუმრის წინაშე ჩემი მდგომარეობის თქმა ვეღარ გაბედა და წყნარი ნაბიჯით შემოაღო ოთახის კარი __ ჰადე! ჰადე შეგიძლია წამოდგე ? მკითხა სევდიანი ხმით, თითქოს ჩემს ბედს იზიარებსო __ ნაძალადევად გავიღიმე, ჟანეტ ჩემო კარგო, გაგიმხელ და გეტყვი, რომ აქამდე შენი ხმის გაგონებაც არ მინდოდა, მაგრამ ახლა ვხვდები შენზე ძვირფასი აღარავინ გამაჩნია, ვიცი რაც მომელის "გაუხარებელი ვარდი მალე დაჭკნება" მაპატიე ჩემი უხეშობა შენდამი, ვიცი არასწორად გექცეოდი, ახლა მივხვდი ადამიანი თურმე გაჭირვების ჟამს ხვდება ყველაფერს, მაშინ როცა უკვე ძალზე გვიანია, მაშინ როცა არაფრის ძალა არ შესწევს... დარდმა გული ადრე დამიბერა ერთადერთი მამას ვენდობოდი და მისი ხელითვე ჩამაგდო საწოლში, მე ვერ შევსძლებ ჩასვლას მოახსენე მას, ჟანეტს თვალზე ცრემლი მოადგა და ოთახიდან გავიდა მცირე ხნის შემდეგ ქვემოდან საშინელი გაბრაზების ხმა შემომესმა, თუმცა ძალა არ შემწევდა ქვემოთ ჩავსულიყავი მამა ამოვარდა და საწოლში დამიწყო ცემა მანამ მირტყამდა, ვიდრე სისხლი არ ვაღებინე თან ყვიროდა: __ როგორ?! როგორ ბედავ ამდენს პატარა უხეირო არსებავ მართალია სიმართლეა!! ყვიროდა ის, დედაშენი, რომ ამბობდა მართლაც უბედურების მომტანი ხარ ჩვენთვის და სისხლისგან გასვრილ ხელებს დაჰყურებდა,თითქოს უცებ გონს მოვიდაო, კარებისკენ გასწია მაგრამ ამ დროს ვილფორი შემოვარდა __ ღმერთო ჩემო! შეიცხადა მან და უკან მოუხედავად გაიქცა ჰადე იწვა ხედავდა სინათლეს რომელიც მისკენ მოიწევდა, უყურებდა არემარეს რომელიც ყვავილებით მორთულიყო, აღარც ფეხის გაუსაძლის ტკივილი აღარც მამისაგან დალილავებული სხეული აწუხებდა. ის იყო, მაგრამ უკვე აღარ იყო და მას ეწვია სამარადისო ბედნიერება, რომელმაც 16 წლის განმავლობაში მიწაზე ვერ ჰპოვა... მესამე დღეს კი ქალბატონი ლილიანი გარდაიცვალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.