შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება_The life


19-03-2017, 23:46
ავტორი nini sabauri
ნანახია 1 559

ცხოვრება სიძნელეების,ტკივილებისა თუ ბედნიერების დიდი ქარტეხილია, რომელთა გადალახვა ჩვენი ერთგვარი მოვალეობაა.
ცხოვრება მიდის და მიჰყვება მდინარის დინებას. ის თითქოს იქით მიდის, საითკენაც ქარი ქრის. ერთ მომენტში მეჩვენება, რომ ამ ქარის მიმართულებას ვერასდროს შევცვლით და ის ისევე განაგრძნობს დინებას როგორც ადრე. მაგრამ ამ მიმართულებას ხომ ჩვენ ქვმნით და ჩვენვე შეგვიძლია შევცვალოთ ის.
ის მომენტებიც დგება ცხოვრებაში როცა აღარ იცი გულზე დადებული უზარმაზარი ლოდი როგორ მოიშორო. ხანდახან გინდა ყველაფერი გაქრეს და სამყაროსთან დარჩე მხოლოდ შენ. ისეთ ადგილას ყოფნა გინდა სადაც ვერავინ ვერ დაინახავს იმას თუ როგორ ტირიხარ,ვერავინ გაიგონებს შენი ყვირილის ხმას, რომელიც იმ გულიდან არის წამოსული, ამდენ ტკივილსა და იმედგაცრუებას რომ ვეღარ იტევს და უნდა ყველაფერი ერთიანად ამოანთხიოს დედამიწაზე.
რა უცნაური არის ცხოვრება?
დღეს იცინიხარ,ბედნიერი ხარ, ხვალ კი შეიძლება ერთ ჩაბნელებულ ოთახში აღმოჩნდე სადაც მთელი დღე იტირებ.
ცხოვრება_The life

რა კარგი იქნებოდა ადამიანები მართლაც ისე რომ უყურებდნენ ყოველ დღეს, როგორც ბოლოს და უკანასკნელს. მაშინ აღარ იქნებოდა ამდენი ბოროტება, შური და აღარ მოგვიწევდა ყოველდღე დაღვრემილი სახეებით სიარული, იმის გამოსახატავდ თუ როგორ დავიღალეთ ცხოვრებით. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი გვეყვარებოდა წრფელი სიყვარულით, რადგან, ვიფიქრებდით რომ ჩვენი შეხება ამ სამყაროსთან იქნებოდა უკანასნელი, გვეგონებოდა რომ ჩვენი ყოველი ამოსუნთქვა იქნებოდა ბოლო, მაგრამ ადამიანებმა ვერ ვისწავლეთ ერთი რამ: "დავაფასოთ ის რაც გვაქვს". ჩვენ უფრო და უფრო მეტი გვინდა, ყველაფერი გვინდა ჩვენი იყოს და ყველაზე და ყველაფერზე ვბატონობდეთ.
საბოლოოდ კი რა გვრჩება ამდენი უმადურების მერე? არაფერი.
იმასაც ვკარგავთ რაც გვქონდა. გვრჩება მხოლოდ გაციებული გულები, გაშეშებული სამყარო და უცებ ისე აღვმოჩნდებით უჰაერო, ჩაბნელებულ სივრცეში რომ ვერც კი ვხვდებით.

"რთული არ არის იყო მამაკაცი, მამაკაცად იბადები. რთულია იყო ადამიანი! "



№1  offline წევრი Liza Chikviladze

ძALIAN KAღGIA kissing_heart

 


№2  offline წევრი nini sabauri

Liza Chikviladze
ძALIAN KAღGIA kissing_heart

მადლობა <3 blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent