შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინტერვიუ მოძალადის მსხვერპლთან


20-03-2017, 16:42
ავტორი amore
ნანახია 1 679

-პირველ რიგში გაგვეცანი
-მარიამი მქვია,19 წლის ვარ,დავიბადე წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში.დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა,მამა დედას გარდაცვალებას...ერთი ბებია მყავს მხოლოდ,მან გამზარდა.მეგობრები არასდროს მყოლია,არც დედ-მამიშვილები.სკოლა რაიონში დავამთავრე და სწავლის გასაგრძელებლად ქალაქში ჩამოვედი,საიდანაც ჩემი ისტორია იწყება-ბოლო სიტყვებს მოგუდულად ამბობს და სავარძელში სწორდება.
-რამდენი წლის იყავი როდესაც უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად თბილისს ესტუმრე?
-17 წლის ვიყავი-ამბობს და ნათლად ვხედავ მის თვალებში აკიაფებულ ცრემლებს.
-მარიამ,იცი თუ გიჭირს ამ თემაზე საუბარი შეგვიძლია გადავდოთ ინტერვიუ და მზად,რომ იქნები შემდეგ ჩავწეროთ.
-ამ თემაზე სასაუბროთ ბოლომდე მზად არასდროს ვიქნები ამიტომ არ ღირს გადადება.
-კარგი როგორც ისურვებ-ვეუბნები,თბილად ვუღიმი და მომდევნო შეკითხვას ვუსმევ-უმაღლესში ჩააბარე?
-სამწუხაროდ არ დამცალდა
-მოდი მაშინ შენი ისტორიის თხრობა დაიწყე ჩემი ზედმეტი კითხვების გარეშე-ვეუბნები,კვლავ ვუღიმი და გამამხნევებლად ვუსვამ ხელს მხარზე.ის ერთ ღრმა ამოსუნთქვას აკეთებს და თხრობას იწყებ.
-როგორც გითხარით 17 წლის ვიყავი ქალაქში,რომ ჩამოვედი.აქ, პატარა სოფლიდან ჩამოსულ,პატარა გოგოს ყველაფერი გასაოცრად მეჩვენებოდა.მაშინ პირველი გამოცდის წინა დღე იყო,როდესაც ჩემთვის საბედისწერო შემთხვევა დამატყდა თავს.სოფლიდან 4 დღის ჩამოსული ვიყავი,აღმა-დაღმა დავდიოდი და ქალაქის სილამაზით ვტკბებოდი.ორთაჭალაში ფეხით,ძველი თბილისის დასათვალიერებლად მივდიოდი მაგრამ სამწუხაროდ გზა ამებნა და რომელიღაც მიყრუებულ უბანში აღმოვჩნდი.დაახლოებით ხუთი ოც წლამდე ბიჭი იდგა ერთ-ერთ სადარბაზოსთან.უბრალოდ გვერდის ჩავლა და შეუმჩნევლობა გადავწყვიტე მაგრამ მაინც დამაფიქსირეს და როგორც კი ჩავუარე გამომყვნენ.თავიდან უბრალოდ მომყვებოდნენ და ჩუმად ფხუკუნებდნენ,გული ამოვარდნას მქონდა მაგრამ ვერაფრის თქმას ვბედავდი,ამიტომ ისევ ჩუმად ყოფნა ვამჯობინე.შემდეგ უხამსი რეპლიკები გავიგონე ჩემი მისამართით,მალევე ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ერთ-ერთი და შემეგ უკვე ფრაგმენტებად მახსოვს ყველაფერი.ხელში ამიტაცეს,პირზე ხელი ამაფარეს მახსოვს,რომ შემდეგ რაღაც ფარეხში ვიყავით,საშინლად მომექცნენ.მახსოვს,რომ ერთ ერთმა საშინლად მცემა,ტანსაცმელი სულ შემომახია და გამა++++++რა,შემდეგ მახსოვს სანამ გავითიშებოდი რომელიღაცამ იყვირა წავედით მგონი კვდებაო და შემდეგ ყველაფერი ჩაშავდა-ამბობს ათრთოლებული ხმით და ცრემლებს აღარ მალავს.მე გულის საშინელი ტკივილი ვიგრძენი და იმ მომენტში მთელი კაცთა მოდგმა შემზიღდა.
-შემდეგ?-შეპარვით ვეკითხები და ყურადღებით ვუსმენ.
-შემდეგ სავადმყოფოს პალატაში გავახილე თვალები,როგორც ექიმებისგან გავიგე ვიღაც ქალს ვუპოვნივარ.2 კვირა ვიწექი სავადმყოფოში,ჩვეულებრივი მკვდარი ვიყავი.ჩემი ექიმი ხანში შესული ძალიან კარგი კაცი იყო,რომელსაც ჩემი მდგომარეობის გამო გული უკვდებოდა.ყველანაირად დამიდგა გვერდში,ერთადერთი რასაც მთხოვდა პოლიციაში მისვლა და ჩვენების მიცემა იყო.ჯერ ნამდვილად არ მყოფნიდა ამისთვის ძალები,მაგრამ პირობა მივეცი,რომ როდესაც აქედან გავიდოდი და ცოტა ,,სიმშვიდეს“ ვიპოვიდი აუცილებლად მივცემდი ჩვენებას.როგორც ზემოთ ვთქვი 2 კვირა ვიწექი სავადმყოფოში,დალურჯებული სახე უკეთესად მქონდა.გადავწყვიტე,რომ ჩვენების გადადება სისულელე იქნებოდა ჩემი მხრიდან და პირდაპირ პოლიციის განყოფილებისკენ ავიღე გეზი.ჩვრნება ჩამომართვეს და ჩემი პიროვნების აღწერიდან გამომდინარე მოძალადის პროტოტიპიც შექმნეს,მასზე ძებნა გამოცხადდა და 2 თვიანი ძებნის შემდეგ ქალაგ გარეთ პატარა სახლში მიაკვლიეს.აქ კიდევ ერთი უბედურება დაიწყო სასამართლოდ სახით რომელიც 1 თვეზე მეტს გაგრძელდა.
5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.ამასობაში კიდევ ერთი აურზაური დატრიალდა ჩემს თავს.გავსუქდი,უფრო ზუსტად მუცელი გამეზარდა.ვლოცულობდი,რომ ფეხმძიმედ არ ვყოფილიყავი მაგრამ ეხოსკოპიის შედეგებმა სხვა რამ აჩვენა.3 თვე ნახევრის ორსული ვიყავი.ჩემთვის ეს იმდენად მძიმე ამბავი იყო ვერ აგიღწერთ,ბავშვის მოშორებაზეც ვიფიქრე მაგრამ ყველა უარყოფითი ფიქრი უკუ ვაგდე და ბებიის მოთხოვნის მიუხედავად მტკიცედ გადავწყვიტე,რომ მკვლელი არ გავხდებოდი და უდანაშაულო ბავშვს სიცოცხლეს არ წავართმევდი.
-ბებია ახსენე და ბარემ გვითხარი როგორ გაიგო მან ამის შესახებ
-მან სასამართლოს შემდეგ გაიგო ყველაფერი,ანუ მას შემდეგ რ
აც ჩემი ფეხმძიმობის ამბავი გავიგე.მე და ბებიას შორის ერთი ომი გაჩაღდა ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით.კატეგორიულად მომთხოვა პატარას მოშორება ან მისი დავიწყება.მძიმე გადაწყვეტილება მივიღე და ბებია ,,დავივიწყე“. ჩემ თავს ბევრი რამ მოხდა იმ პერიოდში და უბრალოდ ვერ შევძლებდი ამ ერთი ნათელი წერტილის მოშორებას.
-ძალიან ძლიერი გოგო ხარ!- ცრემლებს ვერ ვიკავებ და ვეუბნები ხმის კანკალით.
-უბრალოდ ღმერთმა მომცა ძალა ამ მძიმე ჯვრის საზიდად
-იმშობიარე?-ვეუბნები ღიმილით.
-ვიმშობიარე და დღემდე ვფიქრობ,რომ ამაზე სწორ გადაწყვეტილებას ვერასდროს ვერ მივიღებ.
-გოგოა თუ ბიჭი?
-ბიჭები არიან
-ტყუპები?-ვეუბნები თვალებ გაბრწყინებული
-დიახ,ანგელოზები არიან გიორგი და ლუკა,ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიხარულები,ხომ გაგიგიათ ყველაფერ ცუდს აქვს თავისი დადებითიო,რომ ამბობენ?
ეს სწორედ ის შემთხვევაა.
-ბებია აღარ შეგხმიანებია?
-არც ერთხელ
-არ გიცდია შენ დაკავშირება?
-არა ერთხელ მაგრამ აღარ გამიკარა
-გტკივა?
-ძალიან მაგრამ რას ვიზამთ მე ჩემი პარტია ვითამაშე....
-არასდროს გინანია ეს გადაწყვეტილება?
-არასდროს!
-აპირებ სწავლის გაგრძელებას?
-ჯერ-ჯერობით არა
-სიყვარული?
-არ მწვევია
-არ გიფიქრია ლუკა და გიორგისთვის ოჯახის შექმნა?
-რათქმაუნდა თუმცა ვფიქრობ ოჯახს სიყვარული ჭირდება და ამიტომ არ ვჩქარობ.
-შანსი,რომ გქონდეს იმ საბედისწერო დღეს გააქრობდი?
-ის ყველაფერი,რომ არ მომხდარიყო ასეთი ვერასდროს ვიქნებოდი და ჰო,ყველაზე მთავარი არ მეყოლებოდა ორი ბედნიერება,ამიტომ არა არ გავაქრობდი.
-როგორი ხარ?
-არ ვიცი,ძნელია საკუთარ თავზე საუბარი.როგორც წეღან თქვი ძლიერი ვარ,ძალიან ძლიერი.
-რას ურჩევ იმ მომავალ დედებს ვინც შენს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ?
-არაფრის დიდებით არ თქვან უარი საკუთარ შვილებზე.
-სიყვარულის გჯერა?
-სიყვარულის მრწამს!
-მოუყვებუ შენ შვილებს შენ ისტორიას?
-არ ვიცი,ჯერ იქამდე დიდი დროა.
-აპატიე მოძალადეს?
-,,ჩვენ რა არ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთ როდესაც უფალმა ჯვარცმა გვაპატია“?
საუბარს ვასრულებთ,იდეალურ გოგონას ვემშვიდობები და რედაქციაში მივდივარ.ფიქრებს ვერ ვიგდებ თავიდან.
მაინც რამდენის ატანა შეუძლია ადამიანს.



№1  offline მოდერი შადი

მომეწონა იდეა,შენი როგორც ჟურნალისტის დამოკიდებულება.მიუხედავად ტკივილისა მაინც მსუბუქაფაა გადმოცემული.
ზოგადად გაუპატიურება,გამაუპატიურა არ არის უცენზურო სიტყვა და ამიტომ არ საჭიროებს ასოების გამოტოვებას.
და ერთი ,ძალადობის შემდეგ ქალს საავადმყოფოში ყველანაირი პროცედურა უტარდება,ასე რომ დაორსულების შანსი არაა
ისე კი კარგი იყო ჩანახატი

 


№2 სტუმარი sisxlisxmeli cuga

analizebi unda agigot shadi oe

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent