შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური


22-03-2017, 16:05
ავტორი mnyc
ნანახია 1 476

ჩემი დღიური, ის ერთადერთია, რომელიც მე არ განმსჯის, არ მეტყვის რომ სისულელეს ვაკთებ, არაფერს არ დამიშლის და შემეძლება თავისუფლად ვესაუბრო, ის მხოლოდ მისმენს, მისმენს და იმახსოვრებს, იმახსოვრებს ყველაფერს, რასაც მე ვეტყვი, ამიტომ მიყვარს, რომ ჩემი გაგება შეუძლია. ის ადამიანს არ ჰგავს, ადამიანივით დაუნდობელი არ არის, ადამიანივით არ გეტყვის რომ შეცდომა დაუშვი, რომ შენ არ ხარ მართალი, რომ ასე არ შეიძლება... დღიური საიდუმლოს ინახავს, თუმცა თუ მისი გასაღები ვინმემ იპოვა, მაშინ აუცილებლად გაგცემს, ყველასთან, ყველანაირ ადამიანთან. და იცით მე რომ დღიური დავწვა რა მოხდება? არაფერი... რადგან ის რაც მასში წერია მე მაინც ვიცი, მაინც მახლოვს და ეს ყველაფერი ჩემი გონებიდან არ წაიშლება, არ დაიწვება, და სანაგვეზე არ მოხვდება, რადგან რაც ჩემშია, ის ცხოვრების ბოლომდე იქნება, მას ვერავინ წამართმევს, და ვერც მის გასაღებს იპოვიან... ყველაფერი ჩემს სულშია, ჩემი სული კი ერთი რაღაცაა, რასაც ორი მხარე აქვს, ზოგჯერ ალბათ დაბინძურებულია, ზოგჯერ სუფთა მხარე ჩნდება, ადამიანს გააჩნია, ვინ როგორ დაინახავს მას, ზოგი საერთოდაც ვერ ხედავს, ის მარტო სხეულს ხედავს ან სუფთას ან ბინძურს, სულს კი ყველა ვერ ხედავს, ამიტომაცაა ის ჩვენში, რომ მხოლოდ მნიშვნელოვანმა ადამიანებმა დაინახონ, როგორია ის. ჩემი სული ჩემია და ის ცხოვრების ბოლომდე მექნება, მასში არსებულ ისტორიას ვერავინ წამართმევს, სიყვარულზე და მეგობრობაზე, როგორც ვეფხისტყაოსანშია, თუმცა იქ მეგობრები ნამდვილები არიან და არა ისეთები, რომლებიც რაიმეს გიმალავენ. მეგობრობის საწყისიც ხომ ესაა-საიდუმლო, მეგობრებს აახლოვებთ საიდუმლო, ხან აშორებთ, მაგრამ ყველაზე კარგი მეგობარი არსებობს თუ არა, მაინც არავინ იცის, დღიური რომელიც არ დაწყებს შენს განკიცხვას, შენს ზურგს უკან ლაპარაკს, ერთხელაც ვიღაც მის გასაღებს იპოვის და მორჩა, შენი საიდუმლოებები დღიურმა გასცა, ჰო ზუსტად ის დღიური რომელსაც მეგობარს ვუწოდებდი, რომელსაც ვაქებდი, რომელიც მიყვარდა და ვაფასებდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent