შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მე რომ არ ვიყო ადამიანი"


22-03-2017, 22:44
ავტორი bibo
ნანახია 2 073

ხელებს გულზე ვიკრეფ და მის ძგერას ვგრძნობ. გულს ვგრძნობ, ფეთქავს…. ვითვლი თუ რამდენჯერ აძგერდა და თვითკმაყოფილს მეღიმება აჩქარებულ გულისცემაზე. ახლა სულს დავეძებ, რომელიც დროს მიაქვს და ჰაერში ფანტავს…. აქრობს, სევდაში ხვევს სადაც ბურუსში აბნევს როგორც ოქროსფერ ფოთლებს ცელქი სიო.
ეძებ განა პოულობ?! კარგავ უსაშველოდ და უკიდეგანოდ. ადამიანად იბადები თუ თვითონ ქმნი ადამიანობას არ აქვს მნიშვნელობა, ნეტავ რა იქნებოდა მე რომ ადამიანი არ ვიყო მეთქი მიფიქრია, თუმცა ვერა და ვერ მიციყვამე ფიქრი ბოლომდე, სადღაც სიშორეში, უკიდეგანო სივრცეში მივყავარ….. შორს, ძალიან შორს და მიკარგავს სევდას, მიქმნის ფერებს სადაც ვერ ვარკვევ ფიქრებს გრძნობებს. სცემს ადამიანის გული, უცებ რაღაც უცნაური ხმა და…. ჩერდება!
კარგავ მას და კარგავ ადამიანობასაც. მიფრინავენ ადამიანები თუ ადამიანობა მიფრინავს?! ალბათ ორივე სხვადასხვა მიმართულებით მიფრინავს…. იქით, სადაც ვერ ბრუნდებიან და რჩებიან სამუდამოდ. ადამიანობა იკარგება, დროს ვერ უძლებს და ნელ-ნელა ქრება. მიფრინავს ისე, როგორც დაჭრილი და სასიკვდილოდ განწირული მე, რომელიც ვერ ელევა ებღაუჭება ადამიანობას მაგრამ საშინელი სურვილი (რომ აღარ იყოს ადამიანი) ისევ სძლევს. . . !
ალბათ წვიმა, ან იქნებ ქარი. არა, არა, უფრო ვარსკვლავები, არა არც ვარსკვლავები…. არა, არა, უფრო ფერთა გამა ვიქნებოდი ადამიანად რომ არ მოვვლენილიყავი ამ უსიცოცხლო და უინტერესო ქვეყანას.
განა შევძლებდი? …… თუმცაღა ალბათ მაინც იქნებოდა სადღაც ჩემს გულის კუნჭულში რაღაც ადამიანური, მაინც მექნებოდა ადამიანობა გაფრენამდე... მაგრად მოვუჭერდი ხელებს და იმედია დაჭერას შევძლებდი….
დავიჭერდი ალბათ, მე ხო ოცნებებით ვცხოვრობ. ოცნება მაინც ხომ შეიძლება და იმ ოცნებებში ხომ მაინც შემეძლებოდა “ადამიანობა”.
ისევე როგორც გაუფერულებულ შემოდგომაზე ნახევრადშიშველ ხეს ცვივა მოოქროსფრო-მოსისხლისფრო ფოთლები, ადამიანებიც ისევე იკარგებიან თავისსავე ადამიანობით.. მიჰქრიან უგზოუკლოდ….. შორს……
ვხედავ, მიბსდევ მაგრამ ამაოდ… მაინც ვერ ვეწევი. მერე ვფიქრობ და, იქნებ… იქნებ მე არ ვეცადე, იქნებ ვერ გავიქეცი მთელი ძალით?!
არა, არა! მე მან გამიშვა, იქნებ არ უნდოდა ჩემს თავს ადამიანობა, ან იქნებ უნდოდა და ვერ ხვდებოდა!?
იქნებ დრო მოვიდეს და გვუან მივხვდეთ მეც და “ადამიანობაც” რომ ერთმანეთი გვჭირდება, მერე ისევ დავიბრუნო ის და ხის ჩარჩოში ჩავსვა, მაგრამ ეს რაღაც წყალში ჩაძირულ ქვას ჰგავს, რომელსაც ვეჭიდებით მხოლოდ იმიტომ, რომ წყალქვეშა ბინადრებს გადავურჩეთ და მათი სადილი არ გავხდეთ.
მერე ისევ ვფიქრობ და ვხვდები, რომ ის არ დამიბრუნდება, რადგან გაუშვი იქ, სადაც ინარჩუნებენ ადამიანობას და რჩებიან ადამიანებად.
წკაპ…. წკუპ…..
წვიმს… მიაქვს სევდა, მიდის დრო….
მიდის ჩემი “ადამიანი” მიფრინავს ჩემი “მე”.
მიჰყავს, სულიც მიჰყავს ადამიანობას, მე კი ცარიელს და გამოფიტულს მტოვებს.
მიფრინავენ როგორც წვიმისგან ფოთლებზე ალაგ-ალაგ შემორჩენილი ის პატარა წინწკლები, რასაც ტოვებს დრო! მიკაკუნებ... გიღებ კარს და გელი სულმოუთქმელად, მაინც ბოლო ამოსუნთქვამდე გელი…. მეძახი, იცი გელოდები. ვცდილობ ვიფიქრო, გელი და იმედს ვიტოვებ რომ შენც გჯერა ჩემო მოავლის. მაგრამ ჯანდაბა…….
მე ხომ აღარ ვარ ადამიანი, შენ კი მელი როგორც საყვარელ “ადამიანს” რომელმაც ვერ გაუძლო დროს.
გახუნდა, გაფერმკრთალდა და დრომ შავ-თეთრ სამყაროს დაამსგავსა.
წავიდა ადამიანობა….. გაფრინდა სულიც და დავრჩი მხოლოდ ცარიელი, სუსტი და გამოფიტული “მე” მარტოობასთან ერთად. . . . . . .
ისევ ვფიქრობ, მარტოდ დარჩენილი აწ უკვე “არა” ადამიანი თუმცაღა ისევ ვერ გამიგია, მე რომ არ ვიყო ადამიანი, ვიქნებოდი კი რამე?!
ალბათ ვიქნებოდი რაღაც რაც შორსაა დედამიწისგან და საერთოდ, არაადამიანი “ადამიანებისაგან” გადაკარგული.
იქნებ ვარსკვლავობა სჯობს? ვინ იცის….
და მაინც, ვიარსებებდი სამყაროს რომელიმე კუნჭულში ან
სადღაც უკიდეგანო სივრცეში “მე რომ არ ვიყო ადამიანი?!” --------------ჩემი პაწაწო ჩანახატით დაგიბრუნდით :* გულით დავწერე იმედია მოგეწონებათ რავი იმედია ვარგა <3 მიყვარხართ და ვგიჟდები მე თქვენზე ჯემებო <3 <3 შეცდომები არის უამრავი პრასწები <3 <3 მიყვარხართ ბევრობებზე ბევრობები



№1 სტუმარი Guest simba

I love you(^^)

magari fexburti gadis 2dgeshi albat isev gavigvidzeb ludis botlebshi:(

 


№2 სტუმარი გვანცა))

უი
ბიბუნია კარგი იყო მომეწონა❤
წარმატებები თამუნა ❤

 


№3  offline წევრი Shokoladi :D

საკონკურსო სიახლე რომ ყოფილიყო ჩემი ფავორიტი იქნებოდა ❤❤ არ მესმის რატომ არ წერ ისტორიებს. ახლა არ თქვა არ შემიძლიაო , პირდაპირ მაღალი საფეხურიდან არც არავის დაუწყია (თვალებ ბრიალა სმაილი ) . რატო კარგავ შენ ნიჭს არ ვიცი ❤❤ ჩემი ლამაზი გოგო თამუნიე ხარ შენ , ჩემი ნიჭიერი.

 


№4 სტუმარი makukuna

ძალიან კარგი ხარ, ბიბო heart_eyes

 


№5 სტუმარი Guest simba

https://m.facebook.com/shaluma.beqauri.5?ref=bookmarks

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

თამოო, რა გულიანი გოგო ხარ შენ, რა ლამაზი სიტყვებია. ძალიან მომეწონა შენი ხედვა, შენი აზრი.
მიხარიხარ, რომ არსებობ.

 


№7  offline წევრი Timea25

თამო,რა კარგი ხარ!

 


№8  offline მოდერი bibo

Guest simba
I love you(^^)

magari fexburti gadis 2dgeshi albat isev gavigvidzeb ludis botlebshi:(

კაი გაცჰერდი ეხა მთლად ეგეთი მაგარიც არ იქნება joy joy

გვანცა))
უი
ბიბუნია კარგი იყო მომეწონა❤
წარმატებები თამუნა ❤

მადლობა გიაიხარე ჯემო heart_eyes kissing_heart heart_eyes kissing_heart

Shokoladi :D
საკონკურსო სიახლე რომ ყოფილიყო ჩემი ფავორიტი იქნებოდა ❤❤ არ მესმის რატომ არ წერ ისტორიებს. ახლა არ თქვა არ შემიძლიაო , პირდაპირ მაღალი საფეხურიდან არც არავის დაუწყია (თვალებ ბრიალა სმაილი ) . რატო კარგავ შენ ნიჭს არ ვიცი ❤❤ ჩემი ლამაზი გოგო თამუნიე ხარ შენ , ჩემი ნიჭიერი.

მადლობა აჯაპსანდალო heart_eyes kissing_heart უფ სიხარულისგან დავხტივარ ისეტი კომენატრი იყო heart_eyes kissing_heart რავი წერის რა გითხრა აბა ჩემო ჯემო ეს არ გამომდის ნორმალურად და ისტორია საერთოდ ნუ იტყვი mask უდიდესი მადლობა მარწყვისქულავ heart_eyes kissing_heart ❤❤❤❤

makukuna
ძალიან კარგი ხარ, ბიბო heart_eyes

მადლობა საყვარელო უდიდესი ❤❤❤❤

ლორელაი
თამოო, რა გულიანი გოგო ხარ შენ, რა ლამაზი სიტყვებია. ძალიან მომეწონა შენი ხედვა, შენი აზრი.
მიხარიხარ, რომ არსებობ.

ვაიმე ყველაზე დიდი მადლობა გავგიჟდი გადავირიე შენი კომენტარი რო ვნახე heart_eyes kissing_heart მართლა მოგეწონა მართლა ვარგა heart_eyes kissing_heart ხო იცი როგორ ვგიჟდები და მიყვარხარ მე შEნზე ჩემო გემრიელო გოგოვ ბევრს ნიშნავს შEნი სიტყვები ჩემთვის მადლობა ჩემო ერთადერთო გოგოვ heart_eyes kissing_heart heart_eyes kissing_heart

Timea25
თამო,რა კარგი ხარ!

ვაიმე მადლობა უდიდესი ჯემო ❤❤მიყვარხარ ბევრობა ვგიჯდები ვაფრენ შენზე❤❤❤❤❤❤❤❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ჩემი კუკური გოგო heart_eyes
ჩემი მგრძნობიარე და გულ ახდილი გოგო heart_eyes
ჩეემი პატარა შოთა ხარ მეთქი გეუბნები და არ გჯერა შენ heart_eyes
ჩემი ნიჭირეი გგოგო heart_eyes
როგორ ვგიჟდები მე შენზე heart_eyes

 


№10  offline მოდერი bibo

aanamaria
ჩემი კუკური გოგო heart_eyes
ჩემი მგრძნობიარე და გულ ახდილი გოგო heart_eyes
ჩეემი პატარა შოთა ხარ მეთქი გეუბნები და არ გჯერა შენ heart_eyes
ჩემი ნიჭირეი გგოგო heart_eyes
როგორ ვგიჟდები მე შენზე heart_eyes

ჩემი გემრიელი :*ყველაზე ტკბილო და თბილო ვგიჟდები მე შენზე <3 ჩემო ამომავალო მზეო :*

 


№11  offline მოდერი Eleniko13

ჩემო საყვარელო,
ძალიან
მაგარო ადამიანო❤️❤️
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№12  offline მოდერი bibo

Eleniko13
ჩემო საყვარელო,
ძალიან
მაგარო ადამიანო❤️❤️

ჩემი ენენე ❤️❤️გემრიელო ❤️❤️ ტკბილო მურაბავ ჩემი ყველაზე კარგი ხარ შენო პაწაწოვ ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent