მხარზე მაზის უკოპლებო ჭიამაია
ძირისძირობამდე და საგულდაგულოდ ასჯერ გადამოწმებულ-გადაქექილი სხეულის გამომზეურება სარკის წინ,ყველა გადადგმული ნაბიჯი გაახლოვებს და გაშორებს,ქალაქის ხმაური უკან რჩება, ვითომდა დაუდევრად აკეცილი თმის ზურგითამ შეგრძნებაში კიდით-კიდემდე იძირები და შენი მოთვინიერებული სხეული ნაცნობ მკლავებს ჯერ ისევ მორცხვად მიჰყვება მთებში,უდაბნოებში,ტყეებში,უცნობ მხარეებში... გრძნობ დუჟმორეულ მზერას,ვერ მიხვდა მზერა,რატომ გაუღიმე ამოსვლისას,ქუჩაში ალბათ არავინ უღიმის ამ შეკრულ შუბლსო,იფიქრე და გაუღიმე,დღეს ემოციაკეთილი ხარ. გულუხვად ფანტავ შეგრძნებების ნარჩენებს,ცოტაღა დარჩა,რამდენიმე წუთი ახალ გადავსებამდე. ხელისგულებით გრძნობ უკვე,ყლუპ-ყლუპად ჩადის სითბო სხეულში,თითის წვერებზე იწევი და ცას წვდები ხელით,ამ შეგრძნებაში კიდით-კიდემდე იძირები და შენი მოთვინიერებული სხეული ნაცნობ მკლავებს ჯერ ისევ მორცხვად მიჰყვება მთებში,უდაბნოებში,ტყეებში,უცნობ მხარეებში... თაფლისფერი თვალები ჩამოლღვება მხრებზე,მკერდზე,თეძოებზე,ბაგეები გოჯებად ითვისებს სხეულს,რომლის სიმხურვალემ ზეწარს ფერები გადააცალა... სად ხარ? ყველგან. ჩემშიც? ყოველ ღამე არა... კვირაში ორჯერ,მე მაძინებენ შენი თბილი ხელისგულები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.