შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და შენ,უცნობო!

25-03-2017, 20:44
ავტორი Katherinaa
ნანახია 1 227

ხუთი ან ათი წლის შემდეგ, ალბათ შევხვდებით მე და შენ სადმე, მე ისევ ზურგჩანთით ვიქნები,ნახევრადჩამწვარი კენტით ხელში,შენ თეთრი კედები და მუქი მოსაცმელი გეცმევა,მე თავდახრილი ვივლი ოქტომბრის ქუჩაში,შენ ჩაფიქრებული გათელავ ფოთლებს...
ჩვენ ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან,როგორც მალევიჩის „შავი კვადრატი“ და მუნკის „ყვირილი“,მაგრამ მაინც გვაქვს ერთი საერთო-ჯერაც ვერ ამოგვხსნეს.
მე და შენ შესანიშნავი მსახიობები ვართ, ვთამაშობთ ლამაზ გოგოს, ცუდ გოგოს, კარგ გოგოს, დამჯერ შვილს, ჭკვიან მოსწავლეს, შეუცვლელ მეგობარს, მხიარულს, ბედნიერს, სასურველს, საინტერესოს, იდეალურს,ჰო ჩვენ იდეალურს ვთამაშობთ და როგორც წესი, იდეალურადაც გამოგვდის,ვატყუებთ მშობლებს, მეგობრებს, ვითომ მეგობრებს, უცნობებს, ნაცნობებს, აივნებიდან მომზირალ მეზობლებს, ცნობისმოყვარე გამვლელებს...ვატყუებთ ღიმილით, თვალებით, ხელებით, ჟესტებით სიტყვებით, ცრემლებით,ყველაფრით და ყველაფერს ვატყუებთ,მაგრამ მას ვერა,იმ ერთს ვერაფერი მოვუხერხეთ მე და შენ,ღამით საწოლზე წამომჯდარ ჩვენივე თავებს ძვრაც ვერ ვუყავით. ყველა აღვაფრთოვანეთ, ყველაზე გავიმარჯვეთ, ყველას დავაჯერეთ, მაგრამ მას ვერა...და ასე ვაგებთ ყოველ დღე ომს საკუთარ თავთან...და ბათილდება სხვა ყველასთან ჩვენი ბრძოლები.
ყოველ ღამით ასმეერთეჯერ იხსნება ასჯერ მოშუშებული ჭრილობა,ჩვენი ყველა დაცემა და ადგომის უბადრუკი მცდელობა ახსოვს იმ გონებას,ვერაფერი რომ ვერ მოვუხერხეთ, შემზარავი სისინით გვახსენებს ყველა გათენებულ ღამეს და ფერდაკარგულ დილას, ყველა ბოლო დამშვიდობებას და ბოლოს წინა კოცნას ჩაგვჩურჩულებს ისევ დ ისევ, ყველა სასაოფლაოზე გადასახლებული დანაკარგი სტკივა ნიღაბჩამოხსნილ მეს.
სანამ სხვები კაშკაშა მზეს ეტრფიან, მთვარეს ვერ ველევით მე და შენ. ცივია მთვარე, იდუმალი და ყოვლისმომცველი. ისიც სულ იცვლის ფორმას,ფერს და არეულ ხასიათს, ხან მთელი არსებით ასხივებს არაამქვეყნიურად სავსე, ხან შავ ღრუბლებს აფარებს თავს ყოველდღიურობით გაბერზებული, მეტისმეტად ჩვენიანია მთვარე.
მე და შენ სულის შეძვრამდე გვეშინია ნისლიანი გზასავით ბუნდოვანი მომავლის, გვეშინია,რომ სათითაოდ გამოგვეცლება ნაცნობი ადამიანები ნაცნობი ღიმილით,რომ ვეღარ ვიგრძნობთ მხრებზე მოხვეულ შეჩვეულ თითებს და დეპრესიული დაქალის მორიგ წუწუნსაც ვერ გავიგებთ ერთ დაწყევლილ დღეს. გვეშინია, რომ სიბერით წელში მოხრილებს აუხდენელი ოცნებები გვეწვება მხრებზე და თვეების,წლების ან იქნებ დღეების შემდეგ,როცა კიდევ ერთის სუნთქვა მოაკლდება დედამიწას, ისე გავქრებით, თითქოს არც არასდროს გვიცხოვრია მე და შენ...და საუკუნის შემდეგ, ქარში გაბნეული ყვავილის მტვერივით გაქრება ჩვენი ნაწერები ძველისძველ დღიურში,საღებავების ფენა დაფარავს სკოლის კედელზე წაწერილ ჩვენს სახელსაც, სადღაც უკაცრიელ სანაგვეზე ამოლპება ის ფუმფულა დათუნია ასე რომ გვიყვარს, ჩვენგან კი...ჩვენგან მხოლოდ ნაცრისფერი ქვა დარჩება, წვიმისგან ჩამორეცხილი საოცრად ნაცნობი სახით და ქვეშ წაწერილი იმ თარიღით ასეთი ზარზეიმით რომ გვილოცავენ ყოველ წელს.
და მაინც, არსებობს სადღაც ჩვენში ღრმად დამარხული მეამბოხე უჯრედი, მორევივით შავი და გულივით მფეთქავი, ზუსტად მაშინ იღვიძებს, როცა ყოველგვარი იმედისგან დაცლილები უძლურად ვემხობით არეულ საწოლზე, როცა ასე ახლოს გვიდევს ყვითელი აბებით სავსე ყუთი, როცა ასეთი დიდია მანძილი ჩვენი ფანჯრიდან ტროტუარამდე, როცა ასეთი ბასრია ბოლოდან მეორე უჯრაში ჩადებული სამართებელი, სწორედ მაშინ სკდება ის უჯრედი ათას ნაწილად და მთელ სხეულს ედება მეტასტაზები. მაშინ გვინდება კედელს ხმაურით შევანარცხოთ ყველა სარკე და ერთი მეორეს მიყოლებით დავლეწოთ ეს ხის სკამებიც, ბოლო ხმაზე ღრიალი გვინდება, ქუჩაში გიჟივით გავარდნა და წვიმაში ხტუნვა, წითელზე გზის გადაკვეთა, სილის გაწნა სათითაოდ ყველასთვის ვინც კი ოდესმე რამე გვატკინა, ყველა სულისშემხუთველი წესის დარღვევა გვინდება მაშინ, ოღონდ სიკვდილი აღარ.
ხუთი ან ათი წლის შემდეგ, ალბათ შევხვდებით მე და შენ სადმე, მე ისევ ზურგჩანთით ვიქნები და ნახევრადჩამწვარი კენტით ხელში,შენ თეთრი კედები და მუქი მოსაცმელი გეცმევა,მე თავდახრილი ვივლი ოქტომბრის ქუჩაში,შენ ჩაფიქრებული გათელავ ფოთლებს...
მხოლოდ წამით ჩავხედავთ ერთმანეთს თვალებში,პირველად და ალბათ უკანასკნელადაც
და იმ წამს,მე და შენ ვიქნებით ისევ ისეთი მერყევები როგორც ახლა ვართ
ისევ უსასრულო განტოლებასავით ამოუხსნელები, მარტივით შეშლილები და გალაქტიკასავით უკიდეგანოები
მე ისევ სულელივით გავიმეორებ,რომ ერთ დღესაც აღარ ისხდებიან ხელგამოწვდილი ბავშვები ეკლესიის კიბეებთან
შენ კი,შენ ისევ ჯიუტად იფიქრებ, რომ ადამიანები სასიკეთოდაც იცვლებიან
მე აღმოსავლეთით გავაბიჯებ სამყაროს შეცვლის იმედით, შენ კი დასავლეთისკენ გაუყვები ყველა ოცნების სათითაოდ ასასრულებლად

ძალიან კარგია <3 დეტალების გარდა ყველაფერი ემთხვეოდა ჩემს სიტუაციას, ემოცია სურვილი, ნეტავ არ იყოს ასე.თუმცა ჩანახატი ძალიან კარგია

№2  offline წევრი Katherinaa

მწვანეთვალება გოგონა
ძალიან კარგია <3 დეტალების გარდა ყველაფერი ემთხვეოდა ჩემს სიტუაციას, ემოცია სურვილი, ნეტავ არ იყოს ასე.თუმცა ჩანახატი ძალიან კარგია

მადლობა ))

№3  offline წევრი 810x

ისოტრიის დაწერაზე არფიქრობ?

№4  offline წევრი Katherinaa

810x
ისოტრიის დაწერაზე არფიქრობ?

სხვა პროფილით ვწერ, იქ რომ დავამთავრებ, ვნახოთ

№5  offline წევრი Indigo

მე და შენ, უცნობო...
შენ ნახევრადჩამწვარი კენტით ხელში, მე ახალგაკიდებული მალბოროთი, შენ ისევ ზურგჩანთით, მე მუქი მოსაცმლით და მაინც სიცივისგან მობუზული.
შენ წახვალ აღმოსავლეთისკენ, მე კი დასავლეთისკენ და მზის ჩასვლას დაველოდები, რომ ისევ მარტო დარჩენილმა, ღამესთან და მასთან, ასმეერთეჯერ წავაგო ბრძოლა.
და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ბრძოლით არ დავიღლები.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

№6  offline წევრი Katherinaa

Indigo

ან სანამ არ მოიგებ
მატერიალურად თუ არა
მენტალურად მაინც

№7  offline წევრი Indigo

Katherinaa

შესაძლებელია კი საერთოდ მოგება?
შეიძლება ერთ დღეს მარტო არ დავრჩე ღამესთან?
ააქვს რაიმე აზრი ბრძოლას?
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

№8  offline წევრი Katherinaa

Indigo
Katherinaa
Indigo
მე და შენ, უცნობო...
შენ ნახევრადჩამწვარი კენტით ხელში, მე ახალგაკიდებული მალბოროთი, შენ ისევ ზურგჩანთით, მე მუქი მოსაცმლით და მაინც სიცივისგან მობუზული.
შენ წახვალ აღმოსავლეთისკენ, მე კი დასავლეთისკენ და მზის ჩასვლას დაველოდები, რომ ისევ მარტო დარჩენილმა, ღამესთან და მასთან, ასმეერთეჯერ წავაგო ბრძოლა.
და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ბრძოლით არ დავიღლები.

ან სანამ არ მოიგებ
მატერიალურად თუ არა
მენტალურად მაინც

შესაძლებელია კი საერთოდ მოგება?
შეიძლება ერთ დღეს მარტო არ დავრჩე ღამესთან?
ააქვს რაიმე აზრი ბრძოლას?

აზრი არა
იმედი კი

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent