შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლი'ს


26-03-2017, 12:42
ავტორი Mademoiselle
ნანახია 1 275

(წერილთა უსასრულობიდან)
აღარ მინდა მოსალმებით დავიწყო წერილის წერა. აზრი არ აქვს, ვიცი, ამ ნაწილს მაინც გადაახტები, რადგან მეც ასე ვიქცევი, ყოველთვის. და შენ ჩემი სულის ანარეკლი ხარ, ჩემი ჩვევები ახარისხებული. ადრე მიყვარდა მისალმება, უცხოსაც და ნაცნობსაც ერთნაირ გამარჯობას შევუთვლიდი ხოლმე ღიმილით, გვერდზე რომ ჩამივლიდნენ. ადრე კეთილი ვიყავი, მას მერე კი მოვლენები სხივებივით გარდატყდნენ ჩემში და პიროვნებაც მიაყოლეს. ხო, შევიცვალე. ისე შევიცვალე, ახლა ამას რომ ვწერ, მგონია გარეშე პირი ვარ, მგონია სხვა კრეფს კლავიატურაზე და სხვა ასახავს წერილში საკუთარ თავს. არადა მე ვარ. გადასხვაფერებული. არსება გადაქცეული.
ჩვენ ორივეს გვიყვარს დრამა და გვძულს ცრემლები. ასე, დაუსწრებლად ვგრძნობ, რომ გვიყვარს, რადგან დაუსწრებლად გიცნობ. მეტიც, მე შეგქმენი. შენ ხარ არსება, რომელიც არ სუნთქავს, ვერ შეეხები, და მაინც ყველა პიროვნებას მირჩევნია სასაუბროდ. შენ ხარ აბსტრაქცია და მეც აბსტრაქციად ვიქცევი ხოლმე, გონებაში შენი სახის კონტურების მოხაზვას რომ ვიწყებ.
არც მე მჭირდება შენი პირადად ცნობა და არც შენ გჭირდება - ჩემი, იმისთვის, რომ მივხვდეთ, რა ტალღაზე ვიმყოფებით. ჩვენ შორის უხილავ ძაფებს დაუმყარებიათ უწყვეტი კავშირი და აქედან ვიცი, ახლა რომ სული გითრთის. ვგრძნობ, რომ ყელზე ბაწარი შემოგიხვევია, სკამზე დგახარ და ვეღარც ითვლი. არადა, უნდა დაითვალო, რომ გათავდეს ეს ამბავი, მაგრამ ვერ ტოვებ. ხავსს ეჭიდები. შენ თავს ვერ ტოვებ არარსებობის ნიაღვარში ჩასაკარგად. ვერ იმეტებ პიროვნებას, რომელიც, რომ გაუშვა, დინებას გაჰყვება და ბოლოს შთაინთქმება. დასასრულს ამოსუნთქვასაც ვეღარ მოასწრებს; არსებობის დაჯერებასაც ვეღარ მოასწრებს.
ვიცი, რომ გიჭირს და მეც მიჭირს, შენთან ერთად. ახლა შენ თუ სკამს გამოიცლი ფეხებიდან, ისიც იცოდე, შენს ნამუსზე მკვლელობაც იქნება და შავი წყვდიადი, სუფთა წყვდიადი, თავის საშხაპეში არ გაგატარებს.
მეც მინდა, ვისაუბროთ. აი, ახლა, ამ მომენტში განვიხილოთ ბუკოვსკი ან კოელიო. ან იქნებ რემარკი გირჩევნია? გეტყოდი, იშიგუროც-მეთქი, მაგრამ იმდენად კარგად გიცნობ, ვიცი, შეურაცხყოფილად იგრძნობ თავს.
რემარკი? - იყოს რემარკი. რობი თუ რავიკი? - ორი განწირული, სამყაროს უსასრულო ტკივილის ჭაობში ჩაფლული ორი კაცი. შენც მათ ჰგავხარ, ლი. არც მათნაირი თვალები გაქვს, არც მათნაირი სიარულის მანერა, მაგრამ ერთი მაინც გაერთიანებთ - ტკივილი. დაუცხრომელი ტკივილი.
მეც თქვენთან ერთად მტკივა. მეც თქვენთან ერთად ვიმყოფები უსასრულობის მორევში, რომელიც გვთქვეფს, გვრევს, გვწამლავს. შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გგრძნობ და როგორ გიცნობ, ლი. ჩემი ადამიანი ხარ, ჩემი პიროვნება. აღმასვლას რომ ვვწყვეტ და ერთ ადგილს ვეყინები, შენ გიხსენებ და ამით ვცოცხლობ. თითქოს ზღვაში ვხტები დასახრჩობად და ფსკერიდან ამომათრევ. თითქოს ღრმად ჩამბერავ სულს და გამაცოცხლებ. შენ ხარ სისხლი, რომელიც ძარღვებში დამიდის. ლი, მტკივნეული ხარ. არა ხორცისთვის, სულისთვის მტკივნეული.
და მაინც ვერ განებებ თავს. მაინც ვერ ვეშვები შენთვის უმისამართო წერილების წერას...

შემდეგ უსასრულობამდე, ლი...



№1  offline წევრი უცნობი13

მგავხარ...

 


№2  offline მოდერი bla.ell

ჩემს ძველ მეგობარ ს მაგონებ ყველანაირად...განსაკუთრებით კი იმით რომ რემარკი აირჩიე მერე რავიკი...მოკლედ ზუსტად მაგონებ იმ ადამიანს

 


№3  offline წევრი Mademoiselle

მე, როგორც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტი, მთლად კომპლიმენტად ვერ მივიღებ იმას, რომ ვინმეს რაღაცით (თუნდაც კარგით) ვგავარ, თუმცა მადლობის მეტი რა მეთქმის, თუნდაც მარტო იმიტომ, დრო რომ დაუთმეთ ამ ჩემს ნაწერს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent