შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მცივა...


26-03-2017, 20:36
ნანახია 1 414

ახლა წერის თავიც კი არა მაქვს... ალბათ იმიტომ ვწერ რომ არ ვიცი სხვაგან სად ვიპოვო შვება... არ მყავს არავინ ვისთვისაც შემეძლება ჩემი გრძნობების გამხელა. არავის არ აინტერესებს, არ სცალიათ, არ ფიქრობენ, დრო არ აქვთ... არავის, არავის დედამიწის ზურგზე არ სცალია ჩემი პრობლემების მოსასმენად და მე ბუნებრივია ამას ძალიან კარგად ვააანალიზებ და ვხვდები. ვხვდები იმას რომ ჩემს პრობლემებს მარტომ უნდა ვებრძოლო.
მცივა...
ისე მცივა როგორც ადრე მციოდა ხოლმე ძალიან ხშირად. მცივა შიგნით, სიცარიელეში. გული ისევ ისე მტკივა როგორც ადრე მტკიოდა ხოლმე, ან შეიძლება უფრო მეტადაც.... მცივა... მცივა და არ ვიცი როგორ გავთბე. არ ვიცი სად ვიპოვო სინათლის სხივი ამ უკუნით სიბნელეში.
არ ვიცი რა მჭირს. არ ვიცი რა მემართება. არ ვიცი რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩემს გარშემო. არ ვიცი რას ვაკეთებ არასწორედ, არ ვიცი რა დავაშავე, არ ვიცი რისთვის მტკივა ასე ძალიან. არ ვიცი რატომ მომდის ცრემლები და არ ვიცი რატომ იწვება გული ასე საშინლად. მე მცივა... ვერ ვიტან ამ სიცივეს. ვერ ვიტან ამ ტკივილს... ვერ ვიტან იმ სულელურ და აუტანელ მდგომარეობას რომელშიც ახლა ვიმყოფები. ყველაზე მეტად კი გული იმაზე მტკივა რომ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები დაბრმავდნენ და ვერ ხედავენ იმას რაც უნდა დაინახონ. მტკივა ის რომ ისინი მე არ მაძლევენ შანს ვუთხრა “შეჩერდი!” და მაინც მიდიან, მიდიან ძალიან ძალიან შორს, მიდიან სხვაგან, მიდიან იქ სადაც არ ვარ მე და აღარ ბრუნდებიან.
მცივა...
მინდა რომ ვიყვირო, ხმამაღლა ყველას გასაგონად ვთქვა ის რასაც ვგრძნობ. მინდა რომ ვიღაცეებს ვუთხრა “შემეშვი!”... “არ მინდა”... “არა!”... “ვიცი რომ მატყუებ”... “შეწყვიტე ტკივილის მოყენება”... “არ გინდა”... “მაპატიე” ... “არასწორედ მოვიქეცი”...
...”მიყვარხარ”...

მინდა რომ ყველამ გაიგოს ჩემი გრძნობები და ფიქრები. მინდა რომ მივაწვდინო მათ ის რისი თქმაც მინდა. მინდა გავაგებინო ჩემი სათქმელი, ჩემი სულის ამოძახილი, ჩემი ემოციები. მინდა რომ შემეძლოს სამყაროს შეცვლა, მინდა რომ შემეძლოს სამყაროს რეალობაში დაბრუნება, მინდა რომ მოვსპო სიძულვილი, შური, სიყალბე... ძალიან ძალიან ბევრი რამ მინდა. მინდა მაგრამ არ შემიძლია. არ შემიძლია იმიტომ რომ მცივა, და მე ძალიან სუსტი ვარ იმისთვის რომ გავთბე...



№1  offline წევრი anuki2662

ჩემს სულში შემოდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent