შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელები, რომლებიც არასდროს ტყუიან


28-03-2017, 21:29
ავტორი L LI
ნანახია 1 594

ჩქარა მივაბიჯებ, თავდახრილი, როგორც მჩვევია. ისე დაჟინებით დავყურებ ტროტუარს, თითქოს ძვირფასი ნივთი დავკარგე ახლომახლოს, თითქოს ჩემი მზერით მსურს ასფალტის მიღმა დავინახო დედამიწის გული. ხელები ჯიბეებში მაქვს ჩაწყობილი. მაგრამ არა, სულაც არ მცივა. პირიქით, თბილია ჩემი ხელები.
იცით?ხელები არასდროს ტყუიან. ისინი ინახავენ საიდუმლოს. ხელები, რომლებიც გასცემენ ადამიანს...
ამ ბოლო დროს უცნაური ჩვევა ამეკვიატა. დავდივარ თავდახრილი, ჩქარი ნაბიჯით, სახეწაშლილი ადამიანების დაუსრულებელ მწკრივებს შორის, რათა გავშიფრო, ამოვიცნო თავისი ხელებით.
და მშურს მათი, ვინც სიარულისას ხელს ჰაერში მიაქნევს ისე, თითქოს არწივი იყოს, კლდის თავზე მდგარი, თავისუფალი. როცა მოუნდება მაშინ გაშლის თავის ფრთებს, სწრაფად გაიკვალავს გზას ჰაერის ჯიუტ ტალღებს შორის. გადაიფრენს ყაყაჩოებით აწითლებულ მინდორს, მთის მდინარეს. გვერდით ჩაუქროლებს ამაყად მდგარ, წარბშეკრულ მყინვარს... სულში აქვს გამჯდარი თავისუფლება, გულის თითოეულ კუნჭულში...
მე კი სწრაფი ნაბიჯით მივდივარ, და არ ვიცი სად დავმალო, სად წავიღო ჩემი ხელები. ბოლოს მაინც ჯიბეში ვუნახავ ადგილს... განუწყვეტლივ ვითვლი ,,უფრთო არწივებს“ და ჩემი თავი ბეღურა მგონია, ყოველთვის რომ გაურბის, ემალება ზამთრის სიცივეს. ეს ხელები ჩემი თვალთახედვიდან შლიან ადამიანთა სახეებს, ლაბირინთად აქცევს ხალხით სავსე წვრილ ტროტუარებს...
ვიღაცის ხელებში თავისუფლებას ვხედავ, წყალს თევზისთვის. ჩემთვის ბორკილია მხოლოდ...
ხელები ამჟღავნებენ ჩემს საიდუმლოს... განუწყვეტლივ მახსენებენ ჩემს თავს რომელიც გარბის, რომელსაც ეშინია...და ყოველთვის, ჯიბეებში ჩამალული ხელები მახსენებენ, იმას, რასაც სხვები ვერ ამოიცნობენ, რაც იმალება სინამდვილეში ჩემ შიგნით.
და იცით? აქ ყველაფერი დაფრინავს, თითქოს ქარიშხალია, სრული ქაოსი. აქ მე ვარ, მე, და თან ყველაფერი. მხოლოდ აქ არის მარტის დასასრულს შემოდგომის სურნელი... მხოლოდ აქ ისმის შემოდგომის ფოთლების შრიალი, მდინარის ხმაც რომ ერთვის. ყინულივით ცივია მთის მდინარე, სუფთა, ჩქარი, მის თეთრ ტალღების ქვეშ ძლივს შესამჩნევად მოჩანს ფერადი ქვები. მინდორზე ამოსულა წითელი ყაყაჩო...
მივდივარ ისევ ჩქარი ნაბიჯით, გზას მივიკვლევ ადამიანთა ლაბირინთებს შორის. ვიღაც ჰაერში ხელს მიაქნევს. თავისუფალია ისე, როგორც არწივი ცაში, როგორც თევზი წყალში...
მე კი ჯიბეში ვმალავ ჩემს ხელებს. იმ ხელებს, რომლებიც არასდროს ტყუიან. საგულდაგულოდ რომ მალავენ ჩემს შემოდგომას...



№1  offline მოდერი bla.ell

Magari gogo xar mokled da konkretulad❤❤❤❤❤

 


№2  offline წევრი nini sabauri

ძალიან კარგი იყო, მომეწონა.<3

 


№3  offline წევრი L LI

bla.ell
Magari gogo xar mokled da konkretulad❤❤❤❤❤

heart_eyes heart_eyes

nini sabauri
ძალიან კარგი იყო, მომეწონა.<3

გმადლობ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent