არაერთხელ მდომებია
არაერთხელ მდომებია ფუნჯი ვან გოგისავით მომესვა ტილოზე და გადმომეცა ჩემი სამყარო.შექსპირივით ჩამექსოვა გაყინულ ხელებში მოქცეული კალმისმიერ დახაზული ასოების გროვით შექმნილი დიტყვების თავისებურებანი და არაერთხელ მდომებია ვყოფილიყავი თავისუფალი როგორც ტაბიძე რომელიც შეეწირა თავის'უფლების დაცვას.ჩემზე იძახდნენ გიჟიაო!მე კი უბრალოდ ზღვის პირას მოსეირნე მკვდარი ვიყავი მომლოდინე წვიმის ამ სამყაროში,თუ გიგრძვნია წვიმის სურნელი ათას ყვავილს რომ სჯობს-ჩემთვის, თუ როგორ ჭჭექავს ცა მრისხანებისგან გგონია უნდა ჩჩამოვარდეს და ბობოქარ ზღვას უნდა შეუერთდესო და სწორედ ამ დროს დგახარ შენ თითქოსდა მათ შუა... გაყინული ხელის უმოძრაობითა და ხელებ გაშლილი ისე რეალურად წარმოიდგენ ამ ნახატს რომ სინამდვილეში მცხუნვარე მზის ქვეშაც კი ახერხებ ფიზიკური სუსხის მოქოვებას. ძველისძველ ხიდებზე ან ლიანდაგებზე სეირნობის დროს დაგეუფლება შეგრძნება თითქოს იმ ადგილის წარსულს მთლიანად ფლობ?! ან თუნდაც უაზრო გაკვეთილის დროს მიგნიჭებიაბა დიდი მნიშვნელობა ღიმილისათვის? მე კი თითქოსდა რაღაცის მოლოდინშიაო ისე ვაცეცებ თვალებს, მკვეთრად დავაჩერდები მიწას გეგონება რაღაც მისთვის განსაკუთრებულსა და ღირებულს ეძებსო, ამ დროს კი დედამიწის გულის მცხუნვარების შეგრძნებაას ვცდილობ. მე არ ვარ რობოტი თქვენსავით დაპროგრამებული სწავლასა ან თუნდაც ხელფასზე - ქაღალდზე რომლითაც შეგიძლიათ ბევრი რამის ყიდვა და ვერც შეგედავებით ეს მართლაც ასეა, მაგრამ შეიძლება ამის გამო ვერასდროს ვერ მიიღოთ დაუფასებელი თუნდაც ცხოვრების გემოს გასინჯვა მისი თამაში თქვენი გრძნობებით და ჯოჯოხეთური გამოცდები რასაც მე გავუძელი როცა შენ ამ დროს მათემატიკის გამოცდაზე ნერვიულობდი. შეიძლება შენ გქონონდეს მომავალში ის ფუფუნება რაზე ოცნებასაც ჩემ თავს თავადვე ავუკრძალავ მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ მე ცხოვრება ვისწავლე შენ კი ახლა მეგობრების შეძენასაც ფულით ცდილობ. ხო აი ეს განსხვავებაა ჩვენს შორის მე ადამიანად ჩამოვყალიბდი ნიღაბის აუფარებლად სახეზე, მოვახერხე იმდენი ამ დიდ სანაგვე ყუთში რომ საკუთარი 'მე' არ დავკარგე და სხვისი ჭუწყის გგადადება მხრებზე არ დამაწვა ტვირთად,შენ კი ჩამოყალიბდი სულიერად სხეულად, რომლის მხოლოდ გამოყენებაზე ფიქრობენ სხვები და ფაქტიურად ნივთის დონემდე ყავთ დაყვანილი. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითი ჩემო კარგო! დაგეთანხმები მე შენ თუ სულის თავისუფლებას თქვენ ბრბონი ნივთებად ქცეული ნაგვები საგიჟეთს უწოდებთ - ადამიანობის ინდივიდუალიზმს იდეალურობას. დაე ყველამ იცოდეს რომ გიჟი ვარ!...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.