თი ნას ...
. გუშინ ემოციებით დატვირთული დღე მქონდა. ისე გადავიწვი, რომ დილამდე ვერ დავიძინე. დილით წამოვწექი. თვალები დავხუჭე და იმ წამსვე ვხედავ.... რაღაც უცნაურ ოთახში ვარ, იქ ყოფნა არ მსიამოვნებს და ვხედავ კარს სხვა ოთახში გასასვლელს. გავედი მეორე ოთახში. აქ იატაკი რბილია..უცებ იატაკი გაიხსნა და სადღაც ჩავვარდი. მივფრინავ დიდი სისწრაფით. ჰორიზონტალურ მდომარებაში მივფრინავ , სახით ზემოთ. ვხედავ მარტო იმ ხვრელს სადაც ჩავვარდი. ქვევით რა ხდება არ ვიცი.უფრო სწორად ვგრძნობ, რომ ქვევით ძალიან ცუდია. მესმის აუტანელი ხმები. მაგრამ ყველაზე მთავარია რას ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ ვარ აბოსოლუტრად მარტო და უმწეო მდომარებაში, ეს ისეთი მომენტია, როცა მართლა ვერავინ და ვერაფერი დაგეხმარება. წარმოიდგინეთ, ხართ ძალიან ,ჭკვიანი, ძლიაერი , გავლენიანი, თუნდაც მსოფლის მმართველი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოთ ამ მომენტში, როცა ზევიდან ქვევით სადღაც ვარდები , ვერაფერი გიშველის. პრინციპში არც მახოვდა ვინ ვიყავი. არც არავინ მახსოვს. შეგრძება მაქვს ისეთი , თითქოს რაღაცას ძალიან ვნანობ. მაგრამ არ ვიცი ჯერ რას .ეს სინანული ტკივილს იწვევს აუტანელს. რომ ჩამეღწია,ალბათ ქვევით გამახსენებდნენ რას ვნანობდი. ძალიან მეშინია მაგრამ ვგრძნობ, რომ სადღაც ქვევით ბევრად უფრო ცუდია. ფიქრსაც ვერ ვასწრებ, მარტო ვგრძნობ რაღაცეებს . არ ვიცი საიდან და როგორ , გამახსენდა სახელი იესო არ მახოვს ის ვინაა, არც ღმერთის არსებობა მახსოვს. გულში დავიწყე სახელის გამეორება რატომღაც. ალბათ ვეძახდი. იესო , იესო, იესო. კიდევ გამახსენდა ერთი ადამიანი. გამახსენდა არა, არ ვიცი როგორ ვთქვა, არც სახელი გამხსენებია მისი, უბრალოდ ვგრძნობდი იმას, რასაც მის მიმართ განვიცდი. ეს ძალაინ ძლიერი სიყვარულის განცდა იყო. ჰო მარტო ვგრძნობდი. და თითქოს მომეშვა. თითქოს გავთამამდი ოდნავ ნასვამივით . თითქოს ეს გრძნობა და ვიღაც იესო ქვევით დამეხმარება. ის თუ ვინ იწვევს ჩემში ასეთ განწყობას, გამახსენდა მერე. მეოთხე თუ მეხუთე „იესოს“ მერე. როცა თვალი გავახილე.... მართლა დიდ ძალა ქონია სიყვარულს...“გიყვარდეთ ერთმანეთი“ ცოტა უგრძნობი ნათქვამია..გიყვარდეთ , ხო გისურვებთ გიყვარდეთ ერთი ვინმე მაინც გულით და ძალიან და მერწმუნეთ, რომ ეს გრძნობა იქაც არ მიგატოვებთ სადაც არავინ ხარ, არავინ არის ,არავინ გახსოვს .არც საკუთარი თავი და არც ღმერთი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.