ადამიანი რომ არა...
ადამიანი,რომ არა ალბათ სიმღერა ვიქნებოდი.სიმღერა,რომელსაც ადამიანების გაგიჟება,სულში შეღწევა და საკუთარ “მე”-ში რევოლუციის მოხდენა შეეძლებოდა… წვიმაში,ფანჯარასთან,ჩაით ხელში მჯდარს, ყურსასმენები,რომ გიკეთია და უსმენ...სიმღერას რომ უსმენ და ჩაგაფიქრებს,ეგ სიმღერა ვიქნებოდი.ყოველ მოსმენაზე ჩემს თავს გაგახსენებდი,დაგაფიქრებდი,დაგგრუზავდი,თავს მოგანატრებდი,აგატირებდი და მერე გავჩუმდებოდი.თავს შეგაჩვევდი და ისე გავაკეთებდი,რომ უჩემოდ ერთი დღეც ვერ გაგეძლო.ერთი შეხედვით წყნარი,მაგრამ სულისშემძვრელი ვიქნებოდი,ახლაც ასეთი ვარ,ჰო...მაგრამ ახლა შენ მე არ მისმენ,არასდროს მისმენ,ალბათ არც მომისმენ...აი სიმღერა რომ ვიყო...სიმღერა რომ ვიყო ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.ოთხ წუთში გეტყოდი იმას,რის თქმასაც მთელი ცხოვრებაა ვცდილობ.გეფიცები,იმდენს ვიზამდი,რომ ბოლოს ჩემამდე მოსულიყავი.დაგაბრუნებდი.დაგიბრუნებდი.ყიველი დილა ჩემით დაიწყებოდა და ყოველი ღამე ჩემით დამთავრდებოდა.სულ შენთან ვიქნებოდა.შენს მეგობრებსაც გავიცნობდი...თუმცა,თუმცა იმ გოგოს გაცნობა აუტანელი იქნებოდა.როცა წარმოვიდგენ,თუ როგორ ზიხართ შენ და ის ერთად და მე მისმენთ,თან იცინით და იმაზე ლაპარაკობთ რაზეც მე და შენ,აზრს ვიცვლი ხოლმე.ალბათ გავბრაზდებოდი როცა შევამჩნევდი,რომ ჩემს თავს ვიღაცას უზიარებ.როცა ნელ-ნელა შევამჩნევდი,რომ ყველაზე მეტად არ გიყვარვარ. ჰო...ისევ ამის გამო დაგტოვებდი.არასდროს გყვარებივარ ყველაზე მეტად,ამიტომ წავედი.ჰოდა სიმღერა რომ ვიყო ამასაც გეტყდი. იმედია ამჩნევ,რომ იმ აზრს არ კი ვუშვებ,რომ მოგბეზრდები. ისეთი მელოდია ვიქნებოდი,არასდროს რომ არ მოგბეზრდებოდა.რომლის მოსმენის დროსაც,ყოველთვის ახალ-ახალ რაღაცებს აღმოაჩენდი.მაშინ მაინც წავიდოდით სადმე ერთად… ეჰ,სიმღერა რომ ვიყო იმდენ რამეს გეტყოდი...მაგრამ ადამიანი ვარ. ადამიანი ვარ,რომელმაც გამოგიგონა და რომელიც ყოველ ღამე გხედავს ხოლმე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.