შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ არ იბადებიან (თავი 2)


8-04-2017, 00:13
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 344

ეიფორიულ ღამეს მშვიდი დილა მოსდევსო...
ანანო ისეთი უმანკო გამომეტყველებით წამოდგა და სააბაზანოში შევიდა, გეგონებოდათ ქვეყანაზე არაფერი ადარდებსო, იქნებ მართლაც არ ადარდებდა... ან შეიძლება ადარდებდა კიდეც, უბრალოდ მალავდა შეთხზული ემოციის მიღმა...
დავითის მონაწერზე გაიგუდა სიცილით:
„შე ძუკნა, გინდა ჩაგიშვა?“
არა, თვითონაც აკვირვებდა გოგონას, რატომ გრძნობდა ასეთ აპათიას, რატომ შეეძლოა „დაე...“ ფეხებზე ასეთი ხიფათიც და რატომ ფიქრობდა, გინდ დაღუპულიყო ეგ ძაღლი, მაინც არ ვინაღვლებდიო.. არც ის ესმოდა, რატომ არ ადარდებდა ციხეში გატარება ცხოვრების რამდენიმე წელის და რატომ იწვევდა საკუთარ თავს, იქ შესაძლოა რამე ღირებულიც შემექმნაო.

ალბათ რთულია ანანოსთვის გაგება და ალბათ ვერც ერთი თქვენგანი ვერ შეხვალთ მის მდგომარეობაში, თუმცა შესაძლოა მისი ვინმეს ესმოდეს კიდეც...
***
-ნატა, მივდივარ, კარებს დავკეტავ-მიაძახა დედამისს, რომელსაც „დედა“ ბოლოს როდის დაუძახა სულ არ ახსოვდა.
-წადი მერე, რა-ქალმაც აგდებულად გასცა პასუხი, გოგონას ყურადღება არც კი მიუქცევია, წამითაც არ უნაღვლია უხეშ პასუხზე, მსგავს რამეებს დედასგან მიჩვეულს, ისე ჩაირბინა კიბეები და გაჩერებამდე სწრაფი ნაბიჯით მივიდა.
უნდოდა, დავითი მოენახულებინა, იქნებ ლამაზი თაიგულიც მიეტანა და გაეჩერებინა, ანდა ერთი კოცნით დაეყოლიებინა, ისეთი ხომ არაფერი მოსვლია, მხოლოდ ტვინის ოდნავი რყევა განიცადა მისმა უტვინო თავმა, როგორც ანანო იტყოდა.
განა ღირსა „ჩაშვებადო“, ფიქრობდა გოგონა და მდგომარეობას წონიდა..პოლიციელების არ ეშინოდა, უბრალოდ მშობლებამდე არ უნდოდა მისულიყო ეს ამბავიდა კიდევ უარესად დაძაბვოდა დიდი ხნის წინ განადგრებული ურთიერთობა, ამიტომ მზად იყო, ყველაფერი ეღონა...
როგორც ჩანს, სრულ აპათიას ჯერ ვერ შეეპყრო, ალბათ იმიტომ, რომ ახალი პიესა ჯერ კიდევ წერის პროცესში ჰქონდა, რითად სული ედგა. ბოლო თვეები სულ მისთვის მიეძღვნა, ლექცია-სემინარებზე არ შედიოდა, ბიბლიოთეკაში იჯდა და დიდი ენთუზიაზმით ბეჭდავდა ახალ-ახალ სტრიქონებს. ეს მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, სიამოვნება, ადრენალინი, გზნება იყო....
***
-დავითს ვახლავარ...
-ანანო ?!
-იმედია, უკვე არ ჩამიშვი.
-ჰმ... მასალები არ გაქვს ?
-რომ მქონდეს, აქ ვიდგებოდი ამ იებით ხელში ?!-მხრები აიჩეჩა, იები ირონიული გამომეტყველებით დადო მაგიდაზე და მოშორებით ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და გამომწვევად შეხედა ბიჭის სევდიან სახეს.
-იტყვი რამეს ?
-ბოდიშის მოსახდელად არ მოვსულვარ.. უბრალოდ შეგახსენებ, რომ თუ კრინტს დაძრავ, შენი ბინძური ვნებების განხორციელებაზე მხოლოდ ფიქრი შეგეძლება....
-ანუ?
-ისევ გეუბნები, მაგრად მკი...ხარ...მაგრამ იმედს ბოლომდე მოკლავ, თუ მამხელ და ჩემგანაც მიიღებ სამაგიეროს, გესმის ?-ფეხზე წამოდგა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი დასჭირდა კარებამდე, ისევ ჩვეულად გაიღიმა, დავითის პასუხს არ დალოდებია, მიიხურა კარი და ლიფტისკენ წავიდა..
ნამდვილად არ ეცალა იმისთვის, რომ ამ ბიჭთან უაზრო ბაასში დაეკარგა დრო, ბიჭთან, რომელსაც ბოლო წიგნი 11 წლის ასაკში წაეკითხა და ისიც „კარლსონი“, ამიტომ გოგონა მას კარსლონის ბიჭს ეძახდა და ვახშმობის დროს სულ ახსენებდა, უწიგნური ხარ, რაზე გელაპარაკო, ფეხბურთის გარდა ვერაფერზე ლაპარაკობ, შენი გუნდები და ბარსები კი ცალტვინების საქმეაო.
***
მეორე დილას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავიდან დაიბადა, სემინარსაც კი დაესწრო, ლექტორს მოუყვა კიდეც, მართალია ავტობუსში გადაკითხული და არა წაკითხული, თუმცა პლუსი დაიმსახურა და მეტი არც არაფერი ადარდებდა, შემდეგ ყოვლად უცნაური და გაუგებარი გიორგი დაპატიჟა ყავაზე, ფიქრობდა, რომ ბიჭს მხოლოდ ყავის სურვილმა ათქმევინა თანხმობა, თუმცა ეს ნაკლებად ადარდებდა, ისიც არ აინტერესებდა, რომ მის სამიზნეს ლამაზი შეყვარებული ჰყავდა, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა.
წარმოიდგინეთ და ისიც არ უქმნიდა ანანოს დისკომფორტს, რომ გიორგი 50-ჯერ მაინც ენახა როგორ კოცნიდა, ეხვეოდა და საალერსო სიტყვებით ამკობდა თავის სატრფოს. უცნაური ფენომები გახლდათ ანანო, რომელის საკუთარ თავსაც ვერ უგებდა, ისეთი სპონტანური და გაუგებარი ხასიათი ჰქონდა, ხშირად ყველაფრის დამთავრებაზეც კი უფიქრია...
თუმცა იმ მომენტში გაღიმებული იჯდა გიორგის წინ, ამოღებული ტოპითა და როგორც უფროსები იტყვიან ყელამდე აწეული შარვლით, შავად შეღებილი თვალებითა, მუქი მეწამული პომადით და ცდილობდა ლიტერატურულ-კულტურულ თემებზე დალაპარაკებოდა პარტნიორს, ბიჭს, რომლის ინტერესებიც წინასწარ გაეგო, მისი ყველა საყვარელი წიგნი წაეკითხა, ლექსები ზეპირად ესწავლა, სიმღერები ასჯერ მოესმინა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი მის მუსიკალურ გემოვნებას აუპატიურებდა.
-„ჩემო ქუთაისოში“ როგორი ჩამთრევი მელოდიაა-ბოლოს ვეღარაფერი მოიფიქრა და ისეთი სისულელე თქვა, საკუთარი თავის შერცხვა, თუმცა შემდეგ, როცა ბიჭის გაბრწყინებულ სახეს წააწყდა, კმაყოფილების განცდაც კი დაეუფლა.
-მოგწონს, ჰო ?
-ღადაობ ? ასჯერ მაინც მაქვს მოსმენილი-მერე ინანა უფრო დიდი რიცხვი რატომ არ დავასახელეო, თუმცა დროის მანქანა არ ჰქონდა, რომ რამდენიმე წამით უკან გადასულიყო და „შეცდომა“ გამოესწორებინა-მეორე კრუასასაც ჰო არ მიირთმევ ?-ინტერესით ჰკითხა ბიჭს.
-არა, დიეტაზე ვარ.
-აქამდე უნდა გეთქვა და ჯანსაღ კაფეში წავიდოდით-ნაძალადევად გააქნია თავი.
-არაუშავს, ამ წამიდან ვიქნები-თვალი თვალში გაუყარა ანანოს და გოგონას ისეთი სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა, თითქოს ეს ბიჭი მისი შეყვარებული ყოფილიყო, რომელთანაც შეძლებდა იმდენი დრო გაეტარებინა, რამდენიც მოუნდებოდა...

***
ის საღამო ფიქრებში გაატარა, ყოველ წამ თვალწინ ედგა გიორგის თვალები, ღიმილი, კმაყოფილი გამომეტყველება, თუმცა გული წყდებოდა, რომ ბიჭი მასთან არ იყო ისეთი ხალისიანი, როგორიც იმ გოგოსთან, რომლის სახელსაც ანანო გამიზნულად არ იმეორებდა, ფიქრებშიც კი.
-რატომ მომწონს ?-ეკითხებოდა საკუთარ თავს-რატომ მომწონს ?-იმეორებდა და იმეორებდა, თუმცა პასუხი არ ჩანდა, ისევ გაუხსნელ თავსატეხად ტოვებდა კითხვას და უფრო მძაფრ ფიქრებში ეშვებოდა...

გიორგი მწერალი იყო, უკვე ჩამოყალიბებული და საკმაოდ წარმარტებული, სტუდენტს უკვე რამდენიმე კრებული ჰქონდა გამოცემული, მის ერთ-ერთ რომანს უცხო ენებზეც კი თარგმნიდნენ და ევროპის რამდენიმე ქვეყანა დიდი სიამოვნებით მასპინძლობდა ისეთ შემოქმედს, როგორიც გიორგი იყო.
ალბათ ამანაც დიდი როლი ითამაშა ანანოს გიორგისადმი ინტერესის გაჩენაში, გოგონა არასდროს ყოფილა ბიჭით ასე დაინტერესებული...
როგორ უნდოდა ბიჭის რომელიმე ნაწარმოების მუზა გამხდარიყო და ნერვები ეშლებოდა, როცა მისთვის კუთვნილ ადგილას მაკას წარმოიდგენდა. ამის დაშვებაც კი ზარავდა, ერჩივნა, ეს არ მომხდარიყო, თუნდაც დედამიწა ბომბად ქცეულიყო, აფეთქებულიყო და პატარ-პატარა ნაწილაკებად გაბნეულიყო კოსმოსში.
როგორ მიიზიდა გიორგის სამყარომ ამ მცირე ხნის განმავლობაში ვერც კი ხვდებოდა გოგონა, ჯერ არც კი ესმოდა, რომ ბიჭის თითოეული უცნაურობა მისი ინტერესის ცენტრი ხდებოდა და არც კი სჯეროდა, რომ ეს მის თავს ხდებოდა..

***
არც ისე დიდი ხნის მერე კმაყოფილება საპირისპირო განცდამ შეუცვალა, ყავაზე კი არა ღვინოზე უნდა დამეპატიჟებინა ბიჭიო. როგორც ჩანს, გოგონას სრულყოფილების განცდა, რომელიც ცვალებად ხასიათს ატარებდა, ათას სისულელეს აფიქრებინებდა; არ უნდოდა და არც ესმოდა, რატომ იყო ის უცნაური სახელის მქონე გოგონა რითი იყო მასზე მეტი, თავს ისულელებდა და ყველაფერს ყავას აბრალებდა, თითქოს იმისთვისაც მზად იყო ხელიდან, პირიდან, გულიდან და საერთოდ ყველაფრიდან დაეშორებინა გიორგისთვის საყვარელი ადამიანი. ამ უკანასნელი სიტყვის წარმოთქმაც კი სძაგდა და მეტიც, ბოლო დროს ისე ბოროტად ასრულებდა პიესებს, მკითხველიც კი დააგრთხო, არ გვაძინებ, რატომ გვიხეთქავ გულებსო.
თუმცა ეს არც ადარდებდა, მთელი ძალები მიმართული ჰქონდა მისკენ და 18 წლის ასაკში გული უსე უცემდა, როგორც მეხუთე კლასში, როცა პირველად შეუყვარდა თანაკლასელი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა.
გრძნობებისთვის ვერ დაერქმია სახელი, უბრალოდ გამოშტერებული იჯდა ხოლმე, სადღაც დაფრინავდა და ფიქრობდა ისე, როგორც წლების წინ. ამდენი ხნის მერე მსგავსი გრძნობა პირველად დაუფლებოდა, ეს რაღაც სხვა იყო, რაც მაქსიმესთან არასდროს განეცადა. მისთან უკიდურესი სიახლოვე ბევრად ნაკლებად სასიამოვნო იყო, ვიდრე გიორგისთან უფსკრულისებრი სიშორე.
გრძნობდა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში უფრო და უფრო შეიცვალა, ყველაფერი ის აინტერესებდა, რაც გიორგის, ადრე უინტერესო რამაც კი საინტერესოდ ეჩვენებოდა, რადგან ეს იყო ბიჭთან დაახლოების საუკეთესო საშუალება.ჩაუვლიდა ხოლმე გვერდით და მის საყვარელ სიმღერებს უსმენდა, უახლოვდებოდა მის მეგობრებს და თითოეულ წვრილმანს გებულობდა ხაჩიძეზე...
ადრე ვერც კი იფიქრებდა, რომ მსგავსად მოიქცეოდა, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი სულ ერთი იყო, მხოლოდ ერთი გზა არსებობდა, ერთადერთი გზა,რომელიც მიდიოდა გიორგიმდე, ბიჭამდე,რომელთან ყოფნისთვისაც სულსაც კი გაიღებდა, ყველაფერზე წამსვლელი იყო, ოღონდ მისი ოდნავი სიახლოვე მაინც ეგრძნო.
***
პარასკევ საღამოს, როცა სახლში უკიდურესად დაღლილი დაბრუნდა და საწოლზე დაეცა, დედის ხმა მოესმა, შენთან არიანო, მაშინვე წამოხტა, დაქალი ეგონა, ლინა, თუმცა დარეფანში რომ გავიდა, სულ სხვა ვინმე დაინახა.
მის წინ დავითი იდგა, მომღიმარი და თაიგულს უწვდიდა. ნატამ უხერხული სიტუაცია რომ შეამჩნია, გავიდა, დიდად არც აინტერესებდა შვილის ურთიერთობები.
-აქ რა გინდა ?-ჰკითხა მხრების აჩეჩვით.
-შენი საყვარელი ტბილეული მოგიტანე, კრეკერები და ჩხირებიც.. კოლაც, ლუდიც... და პიცაც-ნაძვის ხესავით დახუნძლულ ხელებზე დაიხედა ბიჭმა.
-დავით, არ იყო საჭირო, მაგრამ ახლა ისე მშია, გაპატიებ, შემოდი..
-არ მეთამაშები ?
-არა, დღეს ვიმეგობროთ კუჭის ხათრით..
-ნანობ რამეს ?
-შემს ოთახში წამოდი-ბიჭი უკან გაყვა, გოგონამ კარები გააღო, შემდეგ გასაღებით ჩაკეტა, არავის რომ არ შეეწუხებინა და დავითს მიმართა-იმ დღეს ზედმეტი მომივიდა...ბოდიში მინდა, მოგიხადო.
-კიდე კაი მიხვდი..-ირონიულად შეათვალიერა ბიჭმა.
-დავით, საერთოდ რაც იყო და რაც არა ყველაფერში მეც ვმონაწილეობდი, მანიაკად რომ გამოგიყვანე, არ იყო მართალი, უბრალოდ ძალიან არეული ვიყავი და ახლა, როცა..-გიორგიზე უნდა ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა, უფრო სწორედ, ვერ შეძლო, არ უნდოდა საკუთარი მთავარი სუსტი წერტილის გამოაშკარავება.
-კარგი, მესმის, გიცნობ ჰო იცი...არაუშავს, უბრალოდ ვჭამოთ.
-აი, ასეთი მომწონხარ, ნაყინიან ცივ ყავას გავაკეთებ და ბედნიერებისთვის ყველაფერი გვექნება, ოღონდ ძველი დრო დასრულდა, იცოდე.. უბრალოდ ახლო ნაცნობები ვართ ..

***
-ყავისთვის მადლობის თქმა დამავიწყდა ?
-დიეტა დაგარღვევინე, რის მადლობა.
-რაც ტკბილია, ვნებსო, ჰო გაგიგია.
-მაგაზე მეტად არაფერი მაწამებს.
-ახლა მე უნდა დაგპატიჟო ?
-ჰო ?!-სახე სიხარულისგან გაუცისკროვნდა.
-საირმეში. 2-ზე.
-დილას ?
-ღამით.
-ჰომ მაგრამ დილას ლექცია მაქვს..
-არ გააცდენ ?
-არაა პრობლემა-შეეცადა სიტუაცია გამოესწორებინა.
-ანუ დღეს მოხვალ ?
-მოვალ, დროებით-მოშორდა თუ არა ბიჭს, ღიმილის სახით გაათავისუფლა სიხარული, თავს ბედნიერების გამოაშკარავების საშუალება მისცა და ცეკვა-ცეკვით გაუყვა გზას. იმ წამებში ცხოვრების ზენიტში იმყოფებოდა.
მთელი დღე იმის მაგივრად, რომ მოახლოებული კოლოკვიუმისთის მომზადებულიყო, იმაზე ფიქრობდა, რა ჩაეცვა, თმა როგორ გაეკეთებინა, „სმოტრავდა“ გიორგის სოც. ქსელს და ცდილობდა, გაერკვია ქალის ჩაცმის როგორი სტილი მოსწონდა მას, იმდენი ეცადა, რომ ბოლოს მის სატრფოს გვერდზეც კი გადავიდა, დეტალურად აკვირდებოდა, რა ეცვა მას და გონება ჩაკეტილი გამოშტერებული გოგოსავით იქცეოდა, ოთახიდან ოთახში დადიოდა, როგორც პოდიუმზე და ათას სამოსს ირგებდა...
თუმცა მაინც არაფერი მოეწონა, ლინას დაურეკა და თხოვა საყიდლებზე გაყოლოდა. მთელი თვის დანაზოგს გატეხილი ყულაბიდან ამოღებული ფულიც დაამატა და სკუპ-სკუპით ჩაირბინა კიბეები, ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ზევსთან მიდიოდა შესახვედრა და სამოთხის კარის გასაღებს მალავე დაიმსახურებდა, თუმცა ანანოს ზევსთან შეხვედრაზე მეტად იზიდავდა გიორგისთან შეხვედრა და სამოთხეზე მეტად ახარებდა მისი ღიმილი..
-შეიშალე, გოგო ?-ლინამ ენა გამოუყო დაქალს.
-ბედნიერი ვარ.
-შენი არ მესმის.
-ვერც გამიგებ-კმაყოფილად უპასუხა.
-ისე ალბათ დიდი მუღამი აქვს, როცა ორ შეყვარებულს შორის დგები ?
-ისინი არ არიან ბედნიერნი.
-რა იცი ? შენ გგონია ვერ ვხედავ, როგორ უღიმიან ერთმანეთს, თვალები რომ უციმციმებთ ?
-ფოტოებზე უბედური ადამიანი გინახავს, ჩემი ლინა ?
-მაგის იმედით იცხოვრე, ან...
-გამოადგი ფეხი.
***
-აუ, არც ეს მომწონს-მერამდენედ თქვა ეს ფრაზა, ვინ იცის...
-შენ არაფერი მოგწონს, ან..
-შეარჩიეთ რამე ?-გამყიდველმა ჰკითხა გოგონებს.
-ვერა.
-არაფერი მოგწონთ ? იქნებ დაგეხმაროთ ?
-რამე ისეთი მინდა, სექსუალურიც რომ იყოს და იდუმალებით მოცულით ..
-რთული რამ გდომებიათ..
-რთული რომაა მაგიტომ მიყვარს..-ლინამ გადაიხარხარა.
-დამეხმარებით ?-დაღლილი სახით შეხედა ქალს და შემდეგ ლინას, რომელიც კომფორტულად მოთავსებულიყო და იღიმოდა.

***
ბოლოს, როგორც იქნა, მოკლე და დახურული კაბა შეიძინა, მაინც და მაინც არ მოსწონებია, თუმცა კომპრომისზე წავიდა, ოცნებასთან ზავი დადო და საკუთარ თავთან ისევ აღიარა, რომ იდეა რეალობაზე მიმზიდველია ყოველთვის..
ორ საათამდე დრო ყავის სმაში გაატარა, მაცივარში არსებული ნამცხვრის რამდენიმე ნაჭერიც შემოეჭამა, თუმცა არ უდარდია, მადლობა გადაუხარა, ექტომორფულ გენეტიკას და შოკოლადიც მიაყოლა.
როგორც იქნა, ორი საათი მოახლოვდა, თუმცა მაინც არ აპირებდა წასვლა, უნდოდა ცოტა დაეგვიანებინა, აინტერესებდა ბიჭის რეაქცია, თუ დაურეკავდა, რას კითხავდა, როცა მივიდოდა... ანანო ხომ ყველანაირად ცდილობდა გიორგის გრძნობების კონტროლს, მის დაინტერესებას, მის გულში შეღწევას, ყველაზე დალუქულ ადგილებშიც კი...
***
-ზუსტად 20 წუთი გადააცილე.
-დედაჩემის დარიგება ლექციას ვუსმენდი დვას-იცრუა გოგონამ, არადა ქალბატონი ნატა შუა ძილში იყო და ალბათ არც დასიზმრებია, რომ მისი ქალიშვილი ღამის 3 საათზე ხვდებოდა ათობით კილომეტრში არსებულ რესტორანში შეყვარებულ ბიჭს, რომლისთვისაც, ასე ვთქვათ, ცხოვრების დანგრევას ცდილობდა..
-კარგი, მოკლედ... დღეს უნდა დავლიოთ და ჩემი ახალი რომანის დასაწყისს წაგიკითხავ..

-კარგი-შეეცადა, გაკვირვება არ შეტყობოდა..

-გიკვირს რამე თუ ?-საიდანღაც მაინც იეჭვა რაღაც გიორგიმ გუმანით..

-რაში გჭირდება, რომ წამიკითხო ?!

-შენი აზრი მაინტერესებს, მოკლე პიესაშიც კი საოცრად საინტერესო სიუჟეტებს ხლართავ-გოგონას სახე გაუნათდა ამ სიტყვებზე, ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს ამ ერთმა წინადადებამ გარდატეხა მოახდინე მასში, თითქოს მხოლოდ ამის გაგონებისთვისაც ღირდა 18 წელი ბედთან და ცხოვრებასთან ერთდროული ჭიდილი.

-ჰეი.. აქ ხარ ?-ღიმილით ჰკითხა ანანოს.

-რა მოხდა ?

-არაფერი, თითქოს აქ არ იყავი...


***
-ეფექტური დასასრულია ?

-ბევრი არ მოგივიდეს დალევა.

-კაცი რამის ეშხში რომ შეხვალ, რთულია მერე გაჩერება.

-დალიე, მაგრამ ჯერ ნესტანის ნომერი დამიტოვე, რომ დავურეკო და წაგიყვანოს აქედან.

___
დავაგვიანე, ვიცი, მაგრამ დიდი თავია, სამაგიეროდ..
მოკლედ, მინდოდა, რამე განსხვავებული ყოფილიყო, სრულიად განსხვავებული პერსონჟი ბიჭი მყოლოდა, ამიტომ მივმართე ხერხს და პროტოტიპი ვუპოვე გიორგის. მოკლედ, ანანოს სიყვარულის საგანი რეალური ცხოვრებიდანაა გადმონაშთი (მხოლოდ გადმონაშთი).
მოკლედ, ინჯოი, ბეიბი.



№1  offline წევრი Katherinaa

საინტერესოა ძალიან, ინჯოიდ ბეიბი )

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Katherinaa
საინტერესოა ძალიან, ინჯოიდ ბეიბი )

heart_eyes bowtie

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

ველოდები ახალ თავს ❤ რაღაცნაირად საინტერესოა და ჩამითრია ❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

მართლა როგორი უცნაური გოგოა ეს ანანო.ვერ გაიგებ რა უნდა.ნუ გიორგი რომ უნდა ეგ ფაქტია smile
--------------------
ლანა

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობა, რომ კითხულობთ..
დამაგვიანდება ამ დღეების გამო და მომიტევეთ.
თუ მოვახერხე დღეს საღამოსთვის დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent