შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედგაცრუება-შავი ლაქა


8-04-2017, 12:49
ავტორი L LI
ნანახია 3 373

იმედგაცრუება შავ ზოლად გასდევს ჩვენს ცხოვრებას. დრო გადის, გამუდმებით ცვლიან ერთმანეთს წამები, წუთები, საათები... გამუდმებით ცვლიან ერთმანეთს ადამიანები, ჩვენ წინ რომ ტკეპნიან მიწას. წრეზე მოძრაობენ, მიდიან, მოდინ... თავბრუდახვეული, უკვე ვერც ამჩნევ მათ სახეს. ან რა საჭიროა? დაუწერელ კანონადაა ქცეული, რომ ყველამ უნდა გაგატაროს იმედგაცრუების ქარცეცხლში, რათა საბოლოოდ შენს თავში დაეჭვდე. უკვე შენმა თავმა გაგიცრუოს იმედი, რადგან ის არ ხარ, ვინც გსურდა ყოფილიყავი.

***
-რა უფრო საშინელებაა, როდესაც სხვითი ხარ იმედგაცრუებული, თუ შენი თავით?
-შენი თავით.
-რატომ?
-სხვას აუცილებლად გაუშვებ. ოდესღაც მაინც შეგიხორცდება მისი იმედგაცრუებით დარჩენილი იარა. შენ კი შენს თავს ვერ გაექცევი. ისევ ის დარჩები, ვინც ხარ, მაგრამ ისეთი არ ხარ, როგორიც გინდა იყო.

***
სარკეს ეცხო შავი ლაქა, ყოველდღე უშედეგოდ ვცდილობდი მის გაწმენდას. გუშინ ახალი სარკე ვიყიდე, ისიც დალაქავებული აღმოჩნდა. ჩემს ოთახში ვიყავი. თვალს მადევნებდა უამრავი გამოსახულება. რატომღაც ყველა სარკეს ჰქონდა ლაქა, პეპლის ფორმის, თვალს რომ უფარავდა ჩემს გამოსახულებას. თანდათან იზრდებოდა პეპელა, მთელ სახეზე მედებოდა.
გაბრაზებული წავედი მაღაზიაში, ახალი სარკის საყიდლად. მაღაზიების მინის ვიტრინებზეც შევნიშნე შავი პეპელა. კარგად დავაკვირდი,გაოცებული. უკვე ვგრძნობდი ჩემს აჩქარებულ გულისცემას, უცნაურ ხმაურს ყურებში. ძრწოლით გავეცალე იქაურობას. მივხვდი, აღარ ჰქონდა აზრი ახალი სარკის ყიდვას, არ ჰქონდა აზრი მათ გაწმენდას.
სახლში დავბრუნდი, ნახევრად მკვდარი. ისევ ჩავიხედე სარკეში. პირველად გავაცნობიერე, რომ მე არ ვარ იდეალური. რომ ჩემია ეს პეპელა, მოუშორებელი ლაქა. უკვე აღარ შემეძლო თითი გამეშვირა სარკისკენ და მეთქვა რომ დალაქავებული იყო. დამტვრევა მომინდა, უკლებლივ ყველასი, მაგრამ არაფერი შეიცვლებოდა. პირიქით, მას შემდეგ რაც დავინახე, უფრო იზრდებოდა პეპელა, მაიძულებდა გამუდმებით მისთვის მეყურებინა. თავის ფარფატა ფრთებს გამუდმებით არხევდა, მისგან წამოსული გრილი ნიავი მარწუხებად უჭერდა ტვინს, მხედველობას მიქვეითებდა. უკვე ყველგან მას ვხედავდი, მე ვიყავი ლაქა, რომელიც აჭუჭყიანებს დედამიწას. ლაქა, რომელიც ზედმეტია სისუფთავეში.
რამდენჯერაც ვიხედებოდი სარკეში, იმდენჯერ შემომიჭერდა ყელში იმედგაცრუება. ჩემს თავს ვაჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ილუზია იყო, მაგრამ შავი ლაქა არ მაძლევდა თავის მოტყუების საშუალებას. შავი პეპელა უკვე გამეტებით იქნევდა თავის ფრთებს, უთვალავ ჭრილობას მაყენებდა. მეც ვიკლადნებოდი, ნაკვთები მითრთოდნენ ტკივილისგან. ვკიოდი, მაგრამ უფრო მეტი ქსელი იბმოდა ჩემ გარშემო, მბოჭავდა, სიარულის საშუალებას არ მაძლევდა, კანს მისერავდა. აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას. ჭრილობებიდან სისხლმა იფეთქა, ღვარად ჩამოდიოდა ჩემს სხეულზე, ზეწრად მეფინებოდა ნატანჯ სხეულზე.
უღონოდ დავეცი იატაკზე. თვალები მეხუჭებოდა. თითქოს შორიდან მესმოდა ფრთების შრიალი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent