შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოციურად გამო'ფიტული


11-04-2017, 00:57
ავტორი L LI
ნანახია 1 417

დაგიხატავს მზე ფურცლის კუთხეში? პატარაობაში ალბათ ყველა მასე ვხატავდით... იცი? ის მზე მე რეალურად ვაქციე, ჩემი გულის კუნჭულში დავმალე, მივისაკუთრე, რადგან მეშინოდა არავის ეპოვა. გავარვარებულმა თავისი სხივები დააფრქვია ფილტვებს, ააორთქლა ჩემგან სიცივე და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე. შევიგრძენი და მძიმე ტვირთი მომეხსნა თითქოს. შემდეგ ყინული გათხელდა, გალღვა და ცრემლებად დაიძრა ჩემი თვალებიდან...მაშინ მე ვგრძნობდი, რომ ვიყავი ადამიანი. მანამ, სანამ განვიცდიდი. მანამ, სანამ მზე ჩქეფდა ჩემს ძარღვებში...
მერე ყველაფერი გაქრა. ნუ მკითხავ, რადგან მე თვითონაც არ ვიცი რატომ. ალბათ მთვარე გამოჩნდა, რომელმაც მიაგნო ჩემს დამალულ სხივებს და მიითვისა. გაყინულ ქვას ერგო სითბო, მე რომ ეგოისტურად ვმალავდი ოდესღაც.
გაქრა ჩემში სითბო, სინათლე, კუთხეში მიხატული მზე დამიბნელდა.
დავინახე, როგორ ჩამოეფარა მზეს მთვარე, როგორ გაჩნდა უეცრად შავი სფერო. ჩემი მზე რომ გაქრა, მაშინ დავინახე როგორ ვარდებოდა ცის სიღრმეში მბრწყინავი ვარსკვლავი, მერე ისიც უკვალოდ დაიკარგა... სურვილი არ ჩამიფიქრებია. უბრალოდ ჩავქრი, უბრალოდ გავქრი.
ზუსტად არ მახსოვს როდის აორთქლდა სითბოს უკანასკნელი წვეთი. ალბათ დიდი ხნის წინ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ოდესღაც ვგრძნობდი. ჩემში ცოცხლობდა ადამიანი.
ეგოისტი ყოფილა ჩემსავით მთვარეც... ძაფებივით მოქაჩა ჩემი სითბო, სინათლე მანამ, სანამ ბოლომდე არ წაიღო. მერე თბილი ქუდი მოუქსოვა და დააფარა თავის გაქვავებულ კრატერებს... მე კი გამიმეტა მარადიული უგრძნობლობისთვის. დამტოვა მარადიულად გამო’ფიტული...
ტყუილად გგონია, რომ მსუბუქი ვარ. მე ვარ ის ფიტული, რომელშიც აღარ არსებობს არც ყინული, არც მზის სხივები. არის მხოლოდ სიცარიელე და ეს სიცარიელე მამძიმებს მხოლოდ.

მინდა, ისევ მინდა რომ ჟრუანტელმა დამიაროს სიცივისგან. მინდა, რომ ყვითელი პულოვერი მომიქსოვოს მზემ თავისი სხივებისგან, გამათბოს. თუ აღმოჩნდება ჩემს სულში სადმე ყინული, ისიც გამილღოს, თუ უნდა ცრემლებად გადმოღვაროს ჩემს სახეზე...
მთვარევ, დამიბრუნე ჩემი მზე, ჩემი სხივები... მინდა რომ ვიკივლო, იქნებ ასე მაინც მოაღწიოს შენამდე ჩემმა ხმამ. და თუ მომისმენ, მე გეტყვი:
აღარ მინდა ვიყო გამო’ფიტული...



№1  offline მოდერი bla.ell

ღმერთოო ბოლო აბზაციდან ყველა სიტყვა გულში შემოიჭრქ და დამიარა მაგარი ხარ შენ❤❤❤მომეწონა ძაან

 


№2  offline წევრი L LI

bla.ell
ღმერთოო ბოლო აბზაციდან ყველა სიტყვა გულში შემოიჭრქ და დამიარა მაგარი ხარ შენ❤❤❤მომეწონა ძაან

მიხარია რომ მოგეწონა.

 


№3  offline წევრი lost alien

ვაიმე ეს ჩანახატი ისეა გაჟღენთილი გრძნობით და ემოციით scream heart_eyes ძალიან მაგარია ყოჩაღ

 


№4  offline წევრი L LI

lost alien
ვაიმე ეს ჩანახატი ისეა გაჟღენთილი გრძნობით და ემოციით scream heart_eyes ძალიან მაგარია ყოჩაღ

გმადლობ heart_eyes heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ამეტირა... საოცარი გრძნობით წერ... ყოველი ემოცია ისე ცხადად შევიგრძენი რომ... უბრალოდ საოცარი იყო kissing_heart ყოჩაღ!! heart_eyes

 


№6  offline წევრი L LI

ონლაინ გოგონა
ამეტირა... საოცარი გრძნობით წერ... ყოველი ემოცია ისე ცხადად შევიგრძენი რომ... უბრალოდ საოცარი იყო kissing_heart ყოჩაღ!! heart_eyes

გმადლობ heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent