არ ვიცი რას ცვლის!!!
არ ვიცი ეს ერთი პატარა ჩანაწერი რას ცვლის მაგრამ მინდა ვთქვა რომ უაზრობაა ეს ცხოვრება, ვამბობ და მაინც აზრიანს ვხედავ, ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ ჩემთვისაა უაზრო, უაზრო კი იმიტომაა რომ ვხვდები რა ხდება და ვიცი როგორ ელაქუცება ერთი მეორეს პირში და ზურგს უკან საფლავს უთხრის, როცა ვსაუბრობ რაიმე მნიშვნელოვანზე ყველა ამბობს რომ დეპრესიული ვარ და სამყაროს შავი სათვალით ვუყურებ, ამ დროს მინდა კითხვა დავსვა, უკაცრავად ვარდისფერი სათვალე კიდევ არსებობს? თუ მეტყვიან რომ კი ესეიგი მართლა არსებობს და მე ვერ ვხედავ, თუ მეტყვიან რომ არა უბრალოდ გავაგრძელებ გზას, საითაც არ უნდა წამიყვანოს მაინც გავაგრძელებ და იცით რატომ? სხვა გზა არ მაქვს და რა ვქნა? ვინც მე შევიყვარე ყველამ მიმატოვა, ალბათ ასეთია ჩემი ბედისწერა და არ მინდა სადმე ვინმეს შევეტენო, ისევ მარტო ვივლი წვიმაში და მოვუსმენ სიმღერას რაც წარსულს გამახსენებს, იმ წარსულს რომელიც თითქოს ჯერ კიდევ გუშინ იყო მაგრამ მაინც არ მახსოვს, მომავალს კი რა ვუყოთ, მყავს ორი შესანიშნავი მეგობარი, ორი არაამქვეყნიურად მხიარული და საოცარი ადამიანი, მაგრამ მე ვარ ასეთი, ალბათ ეს წარსულის ბრალია, ნეტავ შემეძლოს დროის გადახვევა და იქ იმ დროში დაბრუნება სადაც ზოგიერთ ადამიანს ძალიან ბრმად ვენდე, ძალიან ცუდად მომექცნენ, მათი წყალობით შემიყვარდა, პირველად შემიყვარდა გესმით? ახლა სადაცაა ცრემლები წამომივა და ისევ ძველებურად ავტირდები გახსენებისას, მაგრამ ეს რას შეცვლის? არაფფერს გარდა იმმისა რომ გული უფრო მეტკინება და ვსო. მის დანახვაზე დღესაც გული მიჩქარდება, დღესაც ცუდად ვხდები და სხეული მიცივდება, დღესაც მის დანახვაზე ყურსასმენებში სიმღერა აღარ მესმის. ჩემი ცხოვრება ნაგავია, საცოდაობაა, არანორრმალურად ცოდვით სავსეა და მე მაინც მივდივარ, უკვალოდ, უყველაფროდ მაინც უხმოდ მივყვები ამ უაზრო ცხოვრების ბილიკებს, ყველაზე საშინელი კი ისაა რომ უბრალოდ გადის წლები, მაგრამ მე მაინც არ მავიწყდება მისი თვალები, ჩემი სიხარული მისი პირველი დანახვისას და ჩემი ვითომ დაქალების ტყუილი რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება... ვარდისფერი სათვალით თქვენ იარეთ, მე შავი მომწონს, ის ჩანს რასაც ვერ ხედავენ და არ ესმით სხვებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.