შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუელში გიწვევ!


12-04-2017, 00:14
ავტორი L LI
ნანახია 1 373

ოდესმე კვლავ გნახავ. მტკიცედ მჯერა, ამ დროს ზამთარი იქნება, ჟრუანტელის მომგვრელი. ძვლებში გამიჯდება თოვლის ფიფქები, ჩემს ძარღვებში დაიძრება ქარბუქი, სიცივისგან ტაო დამაყრის. უფრო მჭიდროდ შემოვიხვევ ჩემს შარფს, თითქმის მთელ სახეს დავმალავ მასში. ვეცდები გავიკვლიო გზა თოვლის ფიფქებით ალყაშემორტყმულმა, სიცივეს რომ მიტოვებს მხოლოდ. თავს დამახრევინებს ეს ქარბუქი, სიცივე, მაგრამ ვიცი, ამ დროს შენ დაგინახავ. შორიდანვე ამოვიცნობ შენს სილუეტს, მაინც ავიმაღლებ კისერს, ამაყად შემოგხედავ. შევამჩნევ ლურჯ სფეროებს, სიცივისგან სიწითლეში ჩაძირულს. და თუ გადაწყვეტ გვერდით ჩამიარო, ზურგი შევაქციოთ ერთმანეთს... არა და არა...
დაე იცოდე, სწორედ ამ დროს წავიძრობ ტყავის ხელთათმანს, შენსკენ გადმოვაგდებ და გეტყვი: ,,მე შენ დუელში გიწვევ.“
ალბათ სულ ვერ ვიგრძნობ სიცივეს. ვერ შემაშინებს გაყინული თეთრი ფიფქები. დაეცემიან ჩემს ხელის გულზე, მაგრამ გაალღობს ჩემი სიმხურვალე... ვიცი, მთელ სხეულს გამითბობს ცეცხლი უეცრად გულიდან წამოსული, ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიად დაიღვრება, ცაში აიჭრება, აიტაცებს ფიფქებს, შეერევა ქარბუქს, გზადაგზა წალეკავს ყველაფერს...
ვწუხვარ თუ სადმე მიიჩქარი ამ ზამთრის ერთ-ერთ ცივ დღეს. უბრალოდ არ გაგიკვირდეს მოულოდნელად ღრუბლებს რომ დაინახავ შენს ფეხქვეშ, ყველა მათგანი ჩვენი სეკუნდანტია. ჩვენამდე მოაღწევენ თოვლის ფიფქები, ერთ გუნდად შეგროვდებიან, ცეკვით გარს შემოერტყებიან ხემს, ვიოლინოს, და აჟღერდება კვლავ გულშიჩამწვდომი მელოდია, წამიღებს მეც, შენც. მერე უბრალოდ ზურგი შევაქციოთ ერთმანეთს, გადავდგათ ნაბიჯები, მოვიმარჯვოთ დამბაჩები... დაკლაკნილ ნოტებად გავისვრი სამჯერ ზედიზედ სიტყვებს, იქნებ მიაღწიოს შენს შუბლამდე, შეაღწიოს ტვინის უჯრედებში...
დამბაჩას რომ გავისვრით, მაშინ დადგება დამაყრუებელი სიჩუმე. მაშინ გაქრება ყველა უსარგებლო სიტყვა, კითხვის ნიშანი.ალბათ წამიერად შეჩერდება კალმის ჩხაკუნიც, მის ფონზე აჟღერებული სიმფონია...
და დარჩება მხოლოდ მრავალწერტილი, რომელიც გაგრძელდება და არ დასრულდება.
ვიცი, რომ ამ ბრძოლაში მე გავიმარჯვებ. მე რომ გავიმარჯვებ, მაშინ აღარ შევაქცევთ ერთმანეთს ზურგს, მაშინ აჟღერდება ბეთჰოვენის სიმფონია...

დუელში გამოგიწვევ ზამთრის რიგით ცივ დღეს...



№1  offline მოდერი bla.ell

Vaiiih majrialebda titqos ai...gamokveit ambobdi yvela sityvas rac sicives exeboda...rom vkitxulobdi taos mayrida...kargi gogo xar...umagresiikissing_heart

 


№2  offline წევრი L LI

bla.ell
Vaiiih majrialebda titqos ai...gamokveit ambobdi yvela sityvas rac sicives exeboda...rom vkitxulobdi taos mayrida...kargi gogo xar...umagresiikissing_heart

დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent