დუელში გიწვევ, ჩემო თავო !
დუელში გიწვევ, ჩემო თავო, ნუ ხარ მშიშარა. გამოდი ველზე დავამტვრიოთ ყველა სიჩუმე. შენი ბრალია, დამიჯერე, ჩემი კი არა, გულმა და თავმა ერთმანეთში რომ წაიჩხუბეს. დავიწყოთ ბრძოლა, საკმარისად ჯერ ვერ გამტეხე, ჯერ ყველა ძვალში გაბზარული არ წევს იმედი. ჰო, შეიძლება წამაქციე, ფრთები მომტეხე, თან ნანგრევები დამაყარე თავზე იმდენი.. ადე, გამოდი, მე პირისპირ შევხვდები "სიკვდილს", დაუთმე მერე ჩვენი გული ცარიელ ფურცლებს. აქამდე რაც კი დამეწერა, ვერავინ იტყვის, რომ ნაწერებში ცრუ სიტყვები ერთმანეთს უცქერს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.