შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავიყინე...


13-04-2017, 22:35
ნანახია 1 299

თითქოს დრო გაჩერდა... ვგრძნოობ უდროობაში ჩაძირული აუტანელი ტკივილი მხრავს...
ყველაფერი წაშლილია... ყველანაირად განადგურებული ვარ... ისევ იმედგაცრუება... ისევ მოლოდინი სასწაულის და შემდეგ ნამსხვრევებად ქცეული ოცნებების შეკოწიწება... ყელში მაწვება ეკლებიანი ბურთის მაგვარი ტკივილის გორგალი და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს... ის მცირედი სხვიც ჩაკლეს რაც დიდი ბრძოლით წარმოვშვე პატარა ნაპერწკლისგან... ყველაფერი გამინადგურეს...
ალბათ სულელი ვარ... ხო სულელი, რადგან ვერაფრით ვისწავლე არ მოშვება... სულის კარების ჩარაზვა... ცივი ადამიანის როლი ვერაფრით მოვირგე... საბოლოოდ კი გამყინეს... იმდენი სითბო და სიყვარული გავეცი, რომ დავცარიელდი... ჩემში სითბოს ნასახიც კი აღარ დარჩა... ვეძებ გამალებით მცირედ ნაპერწკალს მაინც, რომ რამენაირად გავაღვივო, მაგრამ აღარაფერია...
დაზამთრდა...
ალბათ ადამიანიც ბუნების მსგავსია და სულ ზაფხული არ ექნება სულში ჩაბუდებული... საჭიროა ალბათ ზოგჯერ ამინდის ცვლილებაც... ზაფხულს შემოდგომა მოყვა... ეხლა ზამთარია... აუტანლად ცივა... ყველაფერი ჩაკლა სუსხიანმა ყინვამ...
ნეტა როდის გამოიდარებს?! ან გამოიდარებს კი ოდესმე?! მოვესწრები კი ისევ ჩემს სულში არსებული მზის ამოსვლას?!
არ ვიცი... უკვე აღარაფერი ვიცი... ველოდები და მივყვები დინებას... მხოლოდ იმედი მასულდგუმულებს... იმედი, რომ ისევ გაზაფხულდება და ისევ გაყინული სული შეიგრძნობს მცხუნვარე მზის სხივებს... ისევ ისე ყველაფერი აყვავდება ჩემში და გაქრება ყინვა, რომელიც მზაფრავს და მანადგურებს...
თვალებს ვხუჭავ და საკუთარი სხეულიდან გასული დავცქერი მოცახცახე გვამს... სრულ უსუსურობას ვგრძნობ... რა საშინელებაა ხედავდე გაპარტახებულ „მეს“ და არაფერი შეგეძლოს...
ისევ ვუბრუნდები არაქათ გამოცლილ ლეშს და ორმაგად მტკივა... ყინვა უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება...
იმედი ნელ-ნელა იცრიცება და უფერულდება...
ვზივარ ყავით ხელში და თვალებ დახუჭული ვფიქრობ უსასრულოდ...
ნუთუ აღარასოდეს გამოიდარებს?? ნუთუ ყველაფერი ამით მორჩა??



№1  offline მოდერი bla.ell

რა საშინელებაა ხედავდე გაპარტახებულ „მეს“ და არაფერი შეგეძლოს... საოცარი გოგო ხარ ძლიან მომეწონაheart_eyesბრავო❤❤❤

 


№2  offline წევრი L LI

საშინელი გრძნობაა იმედგაცრუება... იმდენად კარგად გაქვს ემოციები გადმოცემული მეგონა ჩემს თავზე ვკითხულიბდი. კარგი იყო, ყოჩაღ! heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

bla.ell
რა საშინელებაა ხედავდე გაპარტახებულ „მეს“ და არაფერი შეგეძლოს... საოცარი გოგო ხარ ძლიან მომეწონაheart_eyesბრავო❤❤❤

მადლობა ჩემო საყვარელოო kissing_heart

L LI
საშინელი გრძნობაა იმედგაცრუება... იმდენად კარგად გაქვს ემოციები გადმოცემული მეგონა ჩემს თავზე ვკითხულიბდი. კარგი იყო, ყოჩაღ! heart_eyes

იმდენად საშინელი, რომ მის შემდეგ სიცარიელე განადგურებს... pensive
მადლობაა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent