შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყალბე


22-04-2017, 23:45
ავტორი L LI
ნანახია 1 707

ტაში ანგრევდა დარბაზს. ერთი მსახიობი იდგა მხოლოდ სცენაზე, ბოლოს ისიც გაქრა უკვალოდ. სიყალბით იყო გაჟღენთილი მთელი ჰაერი, დამძიმებული. სიყალბემ აქცია მეგობრობაც უსარგებლო ასოების გროვად...

იხსენებდა ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს. მაშინ ჯერ კიდევ არ გადასვლოდა მინდორს სიმწვანე. აღმართზე ნელა მიდიოდნენ, მიაბიჯებდნენ ყვავილებს შორის. მინდორზე ტყუილი იყო მიმოფანტული ყაყაჩოებად. უყურებდა გვერდით მდგომს, მასში იყო წითელისა და შავის კონტრასტი, თვალებში უყურებდა და ყაყაჩოებში იძირებოდა თითქოს. ნელ-ნელა აიარეს მთელი აღმართი, მწვერვალზეც ააღწიეს ბოლოს. ღრუბლებამდეც აპირებდნენ ასვლას. სწორედ ამ დროს თამაში დასრულდა, ფარდა დაიხურა. ფეხქვეშ გამოეცალა გამჭვირვალე საფეხურები...

დარბაზი დატოვა ერთადერთმა მაყურებელმა, რომელიც უკვე ბარბაცით ჩადიოდა დაღმართზე. მზე ასხივებდა ტკივილს, რომელიც მოლურჯო ცას ახუნებდა, ღრუბლებს ფლეთდა ნაგლეჯებად. სიყალბემ დაფლითა ნდობა...

სპექტაკლი დასრულდა, ფარდა დაიხურა. ერთადერთი მსახიობი გაქრა. სცენაზე დარჩა მხოლოდ ყაყაჩოების გროვა, სიშავემ გადაფარა ნათელი წითელი... ჰაერი დამძიმდა სიყალბით, რომელიც ნისლად ჩამოწვა. სიყალბემ მტვრად აქცია მეგობრობა, უსარგებლო ასოების გროვად. გაცრეცილ ცაზე ტკივილი ფლეთდა ღრუბლების ფენას...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent