მინდა, სიბნელეში მივიმალო...
მინდა, სიბნელეში მივიმალო, სადაც არავინაა და არაფერი სიცარიელი გარდა; სადაც მეცოდინება, რომ მარტო ვიქნები და არავის მოსვლას დაველოდები; სადაც, მივხვდები, რომ არავინ მყავს საკუთარი თავის და უფლის გარდა. სხვა ვეარვინ დამეხმარება და ვერ გამომიყვანს სიბნელიდან, ფეხზე ვერ წამომაყენებს. მთელი სამყარი მიკივის - ძლიერი უნდა იყო! თავად დაეხმარე საკუთარ თავს! ყველა ჩემკენ იშვერს ხელს, სულიერ სიმტკიცეს და ძალას ითხოვს ჩემგან. არადა მე არ ვარ ძლიერი. ვერავინ წარმოიდგენს, როგორი სუსტი ვარ, უმწეო და დაუცველი. მე არ შემიძლია ვიყო ძლიერი. უბრალოდ არ შემიძლია. ვცდილობ მოვირგო ის როლი, რომელსაც სამყარო მთავაზობს, მაგრამ პერიოდულად ნაწილებად იმსხვრევა ჩემი ნიღაბი. სიმწრით შეწებებულს და გამრთელებულს ხელახლა ვირგებ სახეზე, მაგრამ იგივე მეორდება. ერთ დღესაც აღარ გამრთელდება და სინათლის შუქზე მონადირეების წრეში აღმოვჩნდები, როგორც დაჭრილი და გაწამებული ცხოველი, მანამდე რომ სხვებისგან მალულად, სიბნელეში ილოკავდა სისხლიან ჭრილობებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.