არაქისის კარაქი
ვწევარ,სიცხე საფეთქლებს მიხვრეტს და არც გაღებული ფანჯარა შველის რამეს.მძიმედ ვსუნთქავ.ოფლი კისრიდან ჩამომდის და მკერდზე ჩერდება.ძუძუებს შორის მიდის და ჭიპთან უჩინარდება.ვწევარ და სუნთქვა მიჭირს.ალბათ ტემპერატურა უფრო მაღლა ამივიდა,მე კი ვერ ვინძრევი,ფეხსაც ვერ ვატოკებ.თითქოს ათასი სჯულის მაჯლაჯუნა მაზის ფეხებზე და მამძიმებს.ან ინვალიდი ვარ,წელს ქვემოთ ვეერ ვგრძნობ და ერტადერთი რაც შემიძლია განვიცადო,ტანს ზემოთ შეგრძნებებია.ვწევარ და ფანჯარა უფუნქციოდაა ღია.ოფლის წვეთები ისევ ჩამომდის საფეთქლიდან,კანი მარილიანი და გაწეპილი გამიხდა.ზურგზე ვწევარ და სისველეს წელზეც ვგრძნობ. ჟოლოს მურაბიანი დღეები გამახსენდა.ზამთარში,დედას რომ მოჰქონდა ჩაი დიდი ყვითელი ჭიქით და დღეში ასე,ოთხჯერ.მეორე დილას კი უკვე კარგდ ვიყავი,მაგრამ საბანს მაინც ცხვირამდე ვიწევდი და უფრო ვჭმუჭნიდი გადასაფარებელს. დედა გასულ შემოდგომას მომიკვდა.ბევრი არ უწვალია,ორი დღე იწვა და სავაადმყოფოს პალატაში გარდაიცვალა. -ძალიან ვწუხვარო,-მითხრა ექიმმა და პალატას შემატოვა.მე კი ვერ ვიტირე,ვერც ვიდარდე.თითქოს ქაოსმა,უდაბნოს მონაბერმა ქარმა,ლავანდიის სუნმა და ათასმა მოლეკულამ გამკოჭა,აზროვნების უფლება აღარ მომცა და ხეიბრად დამტოვა.ვიდექი დედას დროებითი საწოლის გვერდით და ვუყურებდი.ჩემი ნაჩუქარი პერანგი ეცვა,ტანზე ტომარასავით ჩამოკიდებოდა. სამშაბათს დავკრძალეთ.ბევრი ხალხი იყო პანაშვიდზე.მე თალხისფერი კაბა მეცვა და ხელში ყოჩივარდის პატარა თაიგული მეჭირა,ისე უფუნქციოდ.სამი დღე ლოცვები უნდა წამეკითხა,მაგრამ არაფერი გამიკეთებია.ტვინი დიდი თოკით მქონდა შეკრული და სხეულოს თითოეულ ნაწილს თვთნებური მოძრაობა შეეძლო,მე კი რაც მინდოდა,მხოლოდ ჯდომა,საათში ერთხელ წყლის მოსმა და თვალის გაშტერება იყო. ჩვეულებრივი,ნოემბრის ამინდი იდგა.ყოველი მეორე მოდიოდა,მხარზე ხელს მადებდა და მეუბნებოდნენ,რომ წუხდნენ,წუხდნენ ძალიან და რომ დედაAჩემი ძალიან კარგი ქალი იყო,მშვენივრად აღმზარდა და არასდროს დაავიწყდებოდათ იგი.ერთობლივად რომ შევკრიბო,ალბათ ორი საათი გამოვა ნაწყვეტი მისამძიმრებები.ვუყურებდი ქალებსა და კაცებს.შავი თავსაფრით თავშეკრულები მოდიოდნენ,კიოდნენ და მე მახსენებდნენ.კაცები კი თავდახრილები,ერთმანეთში ქირქილითა და პაუზიანი გაბოლებებით ამოიხვნეშედნენ ხოლმე. დედაჩემის კაცი ჩემგან ერთი ადამიანის გამოტოვებით იყო.შავი,ძველი კოსტუმი ჩაეცვა და გუშინდელი უძილობისგან თვალები ჩასიებოდა.თოთხმეტი წელია ჩემი ოთახის იქით,ერთი კედლის დაშორებით იწვა,მაგრამ არასდროს ყოფილა ოფიციალური ქმარი.მაღალი,ულვაშიანი კაცი იყო,რომ გავიცანი დიდი ბამბის ნაყინი მომიტანა,ეს შენო,მითხრა მამობრივი ღიმილით და თმაზე ხელი გადამისვა. ბედნიერი იყო დედა,რომ მამასთან გაშორებისთანავე მალევე იპოვა კაცი.კაცი,რომელიც მის სექსუალურ ფანტაზიებთან უფრო ახლოს და ბავვშვური გულუბრყვილობისგან უფრო შორს .კაცი,რომელსაც უფრო მეტად შეეძლო ესაუბრა რენესანსზე და ეთქვა ჩემთვის,რომ დედაჩემი ბოტიჩელის ვენერას ჰგავს. ხუთი წლის შემდეგ ტელევიზორის წინ წამოიჭიმა,სამსახურის მერე ლუდით ხელში უბანში იყო კაცებთან და ხმამაღლა ხვრინვა დასჩემდა. იდგა ერთი კაცის გამოტოვებით და თავი ღრმად,ძალიან ღრმად ჩაექინდრა.არ მახსოვს რამდენ წამი ვუყურე,მაგრამ ჩემი მზერა იგრძნო,სახე აეწვა,გამომხედა და გამიღიმა.თავი გავატრიალე და ისევ დედაჩემის კუბოს შევხედე,უკვე მიწაში უშვებდნენ.ტვინი ისევ დიდი თოკით იყო დაბმული,მერე კი აღარ მახსოს,ვიცი რომ ზლუქუნი ამიტყდა,დედას სახელს ვყვიროდი და სასახლეს ვუახლოვდებოდი.თითქოს ტრანსში გავები.მხოლოდ ჩემ წინ ბნელ ობიეტს ვხედავდი და ვხვდებოდი,რომ წლები,რომელსაც კარაქიანი პურის,ტკბილი ჩაისა და ბევრი შუბლზე კოცნის ელფერი ჰქონდა გარდაიცვალა,დაინგრა და მრავალ ატომად მიმოიფანტა. სუნთქვა მიჭირს,მაგრამ მაინც ვცდლობ ხარბად შევისრუტო ჰაერი.თავს ვუმეორებ,რომ უნდა ავდგე,სამზარეულოს მეორე თაროსთან მივიდე და წამალი დალიო.ვნებდები.უძრაობაში ვიყინები ისევ და ვხვდები,რომ გავიჭედე.სხეული მტკივდება,სახსრებში მამტვრევს,მკერდი მეჭმუჭნება..ისევ ოფლისგან ვიღვრები,ხელებს ვშლი,ლეიბს ვებღაუჯები და ვხვდები,რომ ერთი კიდევ ერთი საათი გავიდა,რადგან მოლას "ყვირილი"ისმის. სტამბოლი დღეს განსაკუთრებით ცხელია და ჩემი სხეულის ტემპერატურის პირდაპირპროპორციულად რეაგირებს. _ თებერვალი ყოველთვის იწელება ჩემთვის.მერე რა,რომ ოცდარვა დღეა,მაინც გრძელია,მაინც არ მთავრდება.წელსაც ასე მოხდა,სხვა ქალაქში,თუმცა მაინც პირველიდან მოყოლებული გაჭინაურდა.ამ დროს კი ყოველ ღამე გონება ქაოსში გამირბის,ბალახის ფერში ვიძირები.ვერაფერს ვხედავ,მხოლოდ სიმწვანეს და ასე ხდება ყოველთვის,ძილის წინ,როცა თავი ბალიშზე მიდევს და ვცდილობ დავიძინო. თითქოს დიდი საათი გადავყლაპე.ყოველი მოვლენის თარიღი ჩემი ცხოვრების ციკლიდან ზეპირად ვიცი.მაგალითად თხუთმეტი ოქტომბერი,როდესაც ბილეთები ავიღე თურქეთისკენ,ოცი მარტი,დღე ჩემი ჯვრის წერისა,თექვსმეტი თებერვალი,დედაჩემის კაცის შვილი,ჩემზე ორი წლით დიდი ბიჭი. პატარა ბინა მქონდა,სერი კედლებით და გრძელი შემოსასვლელით.ჩემი ოთახი დედას საგულდაგულოდ ლავანდებითა და გვირილებით მოეხადა.კედლის ღრუებში მწვანე პლასტელინი ჩაეჩრა და გარშემო ყვავილის ფურცხლები გაეკეთებინა.ერთი კადრი მახსოვს მუდამ,მისაღებ ოთახში,მტვერი რომ იდო ხოლმე,რაც შემეძლო მძიმედ ავხტებოდი და დავხტებოდი და მერე ვუყურებდი კორიანტელს. დედა ბაზარში წავიდა,მისი კაცი ეზოში იჯდა,ნარდს თამაშობდა,მე კი მის შვილთან ერთად ვარკვევდი როდის ჩამოვიდოდა ჩეიმ საყვარელი მუსიკალური ჯგუფი.ვისხედით ჩემს ოთახში,მე მაშინ თავისუფლებისა და ყვავილების ძალაუფლებით გატაცებული,მელოდიებში გადაკარგული და ცოტა სამყაროს მიმართ პროტესტით განწყობილი.ის კი უკვე დაკაცებული,წვერებ ამოსული და შავ წარბიანი.მიყურებდა,თვალებთ მჭამდა და კაბის ყოველ ღილს მიხსნიდა.მსიამოვნებდა,რადგან თავდაჯერებულობა ჩემს ორგანიზმში ორმაგდებოდა,მერე კი თვალებიდან ქმედებაზე გადავიდა.ხელები დამილურჯდა და კაბა არ გამსისხლიანებია,ისე,როგორც ფილმებშია ხოლმე.მეწამულისფრად თვალები შემეღება და იმ ღამეს მხოლოდ ეს ფერი დომინირებდა ჩემს გონებაში. ხელები ერთი კვირა მქონდა ლურჯი.ლურჯი ჩემი საყვარელი ფერია. _ ინერციის ძალით ვმოძრაობ ყოველთვის.როცა ავტობუსის გაჩერებაზე ვარ იქ მინდა,როცა უკვე ლურჯ,ექვს ბორბლიან მოწყობილობაში ვზივარ,ბინძურ სკამზე გართხმული ვოცნებობ,რომ დრო გამეყინოს და მარადისობაში გადავეშვე.შორს არ ვმუშაობ,ერთი ტრანსპორტიც მყოფნის და მერე ფეხით ავდივარ ჩუქურჯუმის აღმართს . __ ტემპერატურამ მოიმატა.ზეწარიც დასველდა და თავს მარჯვნივ ვატრიალებ.აბლაბუდებით სავსე კუთხე მხვდება.წელი მტკივა წოლისგან,ფეხებს ვატყუპებ და იდაყვებს ვეყრდნობი.წამოვიწიე.თავბრუ დამესხა და ვგრძობ,როგორ მინდა წყალი.ჰაერი უძრავადაა,მხოლოდ მზის სხივის გაყოლებაზე მოძრაობს მტვერი. შეტყუპებულ ტერფებს საწოლის კიდიდან ვწევ,თავს აქეთ-იქით ვატრიალებ და მყისვე კარადის სარკეში ვირეკლები.თხელი,თეთრი მაიკა მაცვია,მხარზე გადმოგდებული და ცისფერი საცვალი.მუხლები ძალიან წინ მაქვს წამოსული,გავხდი,ასე ვიყურები და როგორც მჩვევია ,ინერციის ძალინ ვიჭედები. მეორე უჯრიდან ფურცელს ვიღებ,თითქოს შუა საუკუნეების მიტოვებული მოახლე ვარ,რომელის სასიყვარულო წერილის წერას იწყებს გრაფთან.კალამს ვეძებ,ხელს ვაფათურებ უჯრის სიღრმეში და ძლივს ვპოულობ.მგონია რომ თავს ვეღრ დავიჭერ,რომ მაისური შემომადნება და დავდნები.ერთ მლიანობად გადავიქცევი და მერე ავორთქლდები,მაგრამ ტრანსიდან ქუჩის ხმაურს გამოვყავარ.მცხელა.სხეული მეწვის.ორგანიზმი მიდუღს.ფურცელს ფეხებზე ვიდებ,მეწებება,ვაშტერდები.არცერთი წერტილია ზედ,საკმაოდ დიდი ზომისაა და ძალიან სუფთა.ვიწყებ წერას და ტრანსიდან ჩემივე გონების უჯრედებში გადავდივარ. _ ორი კვირის წინ წამოვედი აქ.არაფერი გითხარი,რადგან აზრი არ ჰქონდა.მე ხომ ჯერ ბილეთები ვიყიდე წითელ პომადიანი მოლარისგან და მერე ვუთხარი საკუთარ თავს შენზე აღსარება,თუმცა წამსვე დავივიწყე.ბარგი სწრაფად ჩავალაგე.იმ ღამეს გადიოდა ავტობუსი,როცა მე და შენ მისახები ოთახის კარებში გავიჭედეთ ოცდათოთხმეტი თვე ვიყავით ერთთად.ათ ოქტომბერს ჩაგვერთო წამზომი.ხომ იცი რამდენი დილაა,რამდენი ღამე,რამდენი ერთად სიარული.სულ მეუბნებოდი,ხანდახან თვალი რომ გიშტერდება მეშინია,რომ იქ დარჩეო. შენ ჩალისფერი თმა და წვერი გაქვს,ცისფერი თვალები და თეთრი კანი.რომ გაგიცანი პირველი რაც დავინახე,შენი ყვითელი მაისური იყო.ანათებდა.მერე თმაზე შემოგხედე და მივხვდი,რომ მეზღვაურს ჰგავდი რაღAცით.თვალებზე არ გეტყვი,რომ ზღვის ფერი გაქვს,რადგან ეს წყლის მასა ბინძურია,იმაზე მეტად,ვიდრე ჩვენი უბნის ბუნკერი.გაგიცანი და დაგაკვირდი.ხომ იცი,რომ სახეზე ოცდაორი ჭორფლი გაქვს და ოცდაორივეს სხვადსხვა სახელი დავარქვით.ცხვიზე,რომ საქვს სამი ჰორიზონდალურად,მარტო მათთვის ვერ მოვიფიქრეთ სახელი,ფანტაზიამ კარი დაგვიხშო და ამიტომ იმ წამსვე დავიივწყეთ ზედმეტი სამი ცალი. ჩვენს მაცივარში არაქისის კარაქი სულ არის,კარში დევს,ყოველთვის სანახევროდ დაცლილი.საპურეში პური სულ გამხმარია,ან ობიანი,რადგან არც შენ გიყვარს და არც მე.გაზი სულ ჭუჭყიანი გვაქვს,რადგან მე ალერგია მაქვს სახეხ საშუალებებზე,შენ კი უბრალოდ გეზარება.ჩვენი საძინებელს ლამაზი გადასაფარებლები უნახავს სულ.გახსოს,სპეციალურად თეთრს ვყიდულობდი და მერე ვქარგავდი,ხან ღუზას,ხან ლავანდებს,ხან დიდ მზეს და ხანაც უბრალოდ არაფერს.ჩვენს საძინებელს ათასი განწყობა,ბევრი სიცილი და არცერთი ტირილი უნახავს.მე ვერ ვტირი,შენ ამაში მგავხარ.მგავხარ,რადგან დიდი ვარ შნზე ორი წლით. გახსოვს,პირველად რომ შენთან ვიწექი არაფერი მტკენია არსებაში,ორგანიზმში სადღაც ყრუდ მიისმა ძველი ლურჯი ტკივილი და წამსვე მიიჩქმალა.სხვა დროს კი ცეცლად მედებოდა.მწვავდა კისრიდან და ჩადიოდა კოჭებამდე. გახსოვს,ჩვენს საძინებელში ფარდა რომ არ დავკიდეთ.გვინდოდა მზის ძალა სანახევროდ მაინც გვეგრძნო და ყოველთვის ღიად ვუღებდით კარს. შენ მოცვი გიყვარს,მე მარწყვი.შენ უშაქრო ჩაი გიყვარს,მე ტკბილი ყავა.შენ საყვარელი გადაცემა არ გაქვს,არც მე და საერთოდ,ჩვენ ხომ ტელევიზორი არ გვაქვს.შენ გარგარი გიყვარს,მე საზამთრო. ჩვენ,შენ,მე.რა უნამუსოდ ვიმეორებ არა ამ სიტყვებს უკანასკნელი ვით?მაგრამ ხანდახან ასე რომ არ თქვა,წაგიჭერს ხელში და დაგახრჩობს.არ მინდა,რომ გონებაში შევუშვა შენი სახლი ჩემი აღარაა.არმინდა გონებაში შევუშვა,რომ არაქისის კარაქი ჩემს მაცვარში არ არის.გუშინ წავაწყდი მარკეტში და წამოვიღე,ჩავდე კარში,თუმცა მერე გადავაგდე. _ რა გვინდოდა ჩვენ?რატომ დაგასრულე?რატომ დაგარტყი დანა და უსისხლოდ რატომ დაგცალე?გახსოვს,რომ გითხარი ჭაობის ფერი ქაოსის გარდა აღAრაფერი მაქვს,ვეღარ ვუკრავ,კლავიშებს მტვერი დაედოთქო?მაშინ გაბრაზებული იყავი ჩემზე და მითხარი,მერე გადაწმინდე,რა პრობლემააო. მერე დედა გარდაიცვალა.ფესვები გაიდგა დეპრესიამ ჩემში,მაგრამ შემომეზარდე და პატარა ყლორტივით გამოხვედი.მე კი ჩამოგჭერი პატარა,ვარდისფერი დანით.მაპატიე,რომ ბოდიში ვერ მოგიხადე.მაპატიე,რომ ვერ გითხარი,ეს ბოლო იყო,მე შენთან მინდათქო.შენი სურვილით მთელი სხეული მტკივდება ყოველ ღამე,შუადღესა და დილას.შენი თმის ფერის ნდომით მკერდი მეკუმშება ძალიან,თუმცა მაინც უნდა მაპატიო რომ ბოდიში არ მოგიხადე. გახსოვს,გითხარი,პასუხი შენს კითხვაზე გუშინ წინ ღამე სად ვიყავი სხვა საწოლში ეძებეთქო?გითხარი და მეორე ოთახში გახვედი,საწოლის კიდეზე ჩამოჯექი და ატირდი.მაშინ გნახე პირველად ასეთი.მერე უცბად მოიწმინდე ცრემლები და მითხარი,რომ კრიზისი ვერ გადავიტანეთ,რომ ძალიან სუსტები ვართ ორივე და პასუხი,რატომ იყო ეს დღეები ასე არეული მეც სხვის საწოლში უნდა მეძებნა. ადამიანები ერთმანეთს ეზრდებიან,ერთი მთლიანობა ხდებიან,მერე კი ერთი მორწყვას წყვეტს ან სიგარეტს მაგრად აწვავს მეორეს შუბლზე. ჩვენ ერთმანეტს გავექეცით. შენ იმ ღამეს სხვა ტუჩსაცხი გქონდა ტუჩებზე. ჩემს სხეულზე იმ ღამეს სხვა კაცის ძარღვანი ხელები დადიოდა. ვიცი,რომ ვერცერთმა ვერაფერი ვიგრძენით.ვიცი,რომ ეს ღამე არ ჰგაბდა ჩვენი პატარა საძინებლის დიდ საწოლზე გატარებულს. იმ ღამეს ვენებზე სიგარეტი დავიწვი გაბრაზებულმა.შრამი ახლაც მაქვს.ვუყურებ და მახსენდები. ჩვენ ორივემ ხელი მოვკიდეთ კალამს და ერთმანეთს საბოლოო განაჩენი გამოვუტანეთ. შენ მე მომკალი. მე შენი გარდაცვალება გამოვიწვიე. ჩვენ საერთო ფესვები გვქონდა მე სტამბულში ვარ,შენ მანდ ძალიან შორს ვარ შენგან.სამი დღე ვმგზავრობდი და ვცდილობდი არ მეფიქრა.ფანჯარაში არ ვიხედებოდი,რომ რამე ნაცნობი არ მენახა. მე საზამთრო მიყვარს. შენ მოცვი. არაქისის კარაქს კიდევ ვიყიდი. სტამბოლი ლამაზი ქალაქია.თაქსიმის მოედანზე ხშირად ვსეირნობ,ხალხი ზუზუნიტ აწყდება აქეთ-იქით,ბგერას ვერ გაარჩევ. მენატრები,ედ. დედა მომიკითხე. _ სიცხე გადამავიწყდა,თუმცა ვიცი,რომ უფრო ამწია.წერილს შუაზე ვკეცავ,ტუმბოზე ვდებ და ისევ ვწვები. თვალებს არ ვხუჭავ,თუმცა ვერაფერს აღვიქვამ. ისევ დაიყვირა მოლამ,ისევ ლოცულობს თურქეთი. _ ერთხელ მოცვის წვენი გაგიკეთე და ლამაზად დაჭრილ პურზე არაქისის კარაქი გადავუსვი თხლად.დილა იყო,მზიანი,შენს გაღვიძებს ველოდებოდი.გამოხვედი მაისურის ამარა,დაჯექი მაგიდასთან,შემომხედე,გამიღიმე და ბედნიერებით აივსე.მაშინ შენი წვერი ყველაზე ჩალისფერი იყო ჩალისფერთა შორის და თვალები ყველაზე ცისფერი,უძიროც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.