ვწევარ იატაკზე მტვრიან იატაკზე
ვწევარ იატაკზე, მტვრიან იატაკზე, ვწევარ გულაღმა და ჭერზე ცარიელი, ოთახს კიდევ ერთი სტროფი მივაკაწრე, ირგვლივ მიმოვფანტე მინდვრის ყვავილები. არ დგას არაფერი გარდა სიჩუმისა და დევს სიჩუმეზე ჩემი ხერხემალი, ცოტა იწვიმა და ბევრი იგულისხმა, რატომ გადაიღო წვიმამ ასე მალე... სუსტი სიმშვიდეა, ფერში მზესუმზირის, ახლა ეს სიმშვიდეც თითქოს მეზიზღება, მინდა, რომ ცოცხალი ერთხელ დაგესიზმრო, თორემ, ვიცი მკვდარი ხშირად ესიზმრებათ. ჰაერს ვერ ჩავხუთავ, ისე მესუნთქება, თვალებს ვერ გავახელ, ისე მენატრები, სისხლი ერთ წრეს წავა, მერე შეგუბდება ტვინში და გავყვები ნერვებს ფეხაკრეფით. თითქოს ეს ოთახი ხმაურს ინარჩუნებს, თუმცა დუმილია მისი გასაღები, სანამ მიწის ქვემოთ ადგილს მიმიჩენენ, მოდი ავდგები და ცაში გადავხტები. ავტორი: Гурами Хизанейшвили (გური) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.