როცა მარტოობა გიზიდავს
ყველაზე ნაკლებად მარტოსულობას არ ვგრძნობ, როცა მარტო ვარ... როცა ოთხ კედელს შუა მხოლოდ საათის ხმა მესმის ან მუსიკის... შემიძლია მთელი შაბათ-კვირა ასე გავატარო, ხან ვწერო, ხან მუსიკას ვუსმინო, ხან ვიცეკვო, ხან კი უბრალოდ ვიფიქრო.. მე მარტოსული ვარ და ამ მარტოსულობაში ვპოულობ სიმშვიდეს.. როცა მარტო ვარ, ვგრძნობ, რომ მე ვარ მე... როცა გარშემო არავინაა და შემიძლია ვესაუბრო საკუთარ თავს, ვუთხრა, რომ ვერ ვიტან, დავემუქრო, რომ მოვკლავ და ამგვარად დავიმორჩილო... *** ამბობენ, როცა გიყვარს, რთულია, წინააღმდეგობა გაუწიოო, ადამიანებს კი ყველაზე მეტად საკუთარ თავთან ბრძოლა გვიჭირს, ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად გვიყვარს... ალბათ მეც ამიტომ ვერ ვებრძვი საკუთარ საშინელ არსებას, რომელიც მარტოობისკენ მთელი არსებით მიისწრაფის და ოცნებობს, იცხოვროს ერთ ბნელ ქოხში, რომლის გარშემოც ტყე იქნება და არავინ შეაწუხებს... ხშირად თავადაც ვერ ვუგებ საკუთარ თავს.. მეკითხებიან რაღაცას, მე კი არ მესმის, სად დაფრინავო, უკვირთ, რაზეც პასუხი არ მაქვს... ფიქრი ზედმეტად გიყვარსო, მეუბნებიან, არც მე ვეწინააღმდეგები... მე ხომ ფიქრზე შეყვარებული გოგონა ვარ... *** ფიქრისა და მარტოობის მოტრფიალე რომ ხარ, რთულია..შენი არავის ესმის, გარშემო მყოფები უცნაურად გიყურებენ, ბევრიც ფიქრობ, ვინაა ეს გიჟიო.. შენ კი ცდილობ, არავის მიაქცია ყურადღება და ბოლომდე დარჩე შენ... იწყებ ფიქრს უამრავ რამეზე, ფიქრში ცხოვრობ და ხშირად არც კი გაინტერესებს, გარშემო რა ხდება, იმდენად წყდები რეალობას, მისი არსებობაც კი გავიწყდება.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.