უსინათლოუსინათლოს ჰკითხეს :
- მზეს თუ ხედავო ? და იცით რა უპასუხა ? -მზეს შეგრძნებით თუ შეამჩნევ , თორემ ისე,მზე თქვენც სად დაგინახავთ, ვინც ჩემზე უკეთ ხედავთ. - ვერც მე მხედავ ? - ჰკითხეს კვლავ . - ვერა... შენც მზისმაგვარი ხარ. - როგორ თუ მზისმაგვარი? - ვერ მიგიხვდი. -მზესავით თბილი ხარ და მასავით მიუწდომელი. მასავით ვერ გხედავ, მაგრამ მანძილების გადათვლა მაინც შემიძლია ნაბიჯებით . შორს ხარ! ახლაც ვგრძნობ... წუხელის ნაბიჯების გადათვლა არ მაცადე, ისე გაიქეცი -მეჩქარებაო... *** - დამიცდი ? - დიახ და რისთვის ? - სანამ გათენდება. - დამაცდი ? ! -გიცდი და რაღა უნდა დაგაცადო ? ერთი. ორი. სამი. ოთხი. ოთხნახევარი. და ხუთი და -გი -ჭი - რე. - მაპატიე, მაგრამ უნდა წავიდე . ბოდიში. -ამბობ და ხელებში სიცარიელე სუფევს . - სანამ წახვალ ერთ რამეს გეტყვი მომისმენ ? - გისმენ. - გინდა გითხრა რას ვხედავ მხოლოდ ? - მითხარი. - ღამეს ! ჩემს თვალებში მუდამ ღამე სუფევს, მუდამ ღამის ცივი სიო დაქრის არე- მარე და როდესაც ირგვლივ გიპოვე ახლა,როგორც უსინათლომ ნათელი. გათენდა. ჩემთან იშვიათად თუ თენდება, მაგრამ გიშვებ გინდაც არ გინდოდეს წასვლა, მაინც გაგიშვებ , რადგან უსინათლოები , როდი უყვარდებათ მხედველთ. შენი სამყარო ფერადია, სულ სხვაა ჩემი . არ მსურს დავაბნელო წადი. წადი უფრო შორს, ხუთ ნაბიჯს გასცდი! იმდენად შორს წადი, რომ ადგილები ვერ ვიცნო და არ დავიწყო შენი მოძებვნა. და მიდის ვგრძნობ როგორ ეკარგება თვალებს სინათლე. გამთენიისას შეიძლება ღამე დაგიდგეს ? ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.