შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიტყვები


4-05-2017, 00:41
ავტორი L LI
ნანახია 1 543

სიტყვები მწყურია, სიტყვები მშია... მინდა ყველა სიტყვა მივისაკუთრო, ყველაფერი ვთქვა. იმ სიმძიმისგან უნდა გავთავისუფლდე, მხრებზე რომ მაწევს...


მინდა დაუსრულებლად ვისაუბრო შემოდგომის ფოთლების მეჯლისზე. ერთხელაც ალბათ გაწყდება უხილავი ძაფები ჩემსა და მიწას შორის, წვიმის სურნელით გაჟღენთილი სიტყვები ამიტაცებენ, შევერევი ოქროსფერ ფოთლებს, რომ მათთან ერთად ვიფრინო ცაში. უბრალოდ მინდა უსასრულოდ ვიცეკვო სიტყვებით. ყოველი ცეკვის წინ, ოქროსფერი ასოების გუნდი მესალმებოდეს რევერანსით. ვიცი, არ მომბეზრდება სიტყვების უწყვეტი მელოდია, მის ფონზე ვიფრენ მეც ქაოსურად, ყველა კუნჭული რომ დავიპყრო, არაფერი დამრჩეს უთქმელი...

ცამდე სიტყვებით ასული, არ მინდა დავეცე ტალახიან ასფალტზე, არ მსურს ადამიანებმა ფოთლებივით მეც გადამთელონ...

მიწაზე კვლავ დავბრუნდები. ოქროსფერი ფოთლებით გარემოცულს, წვიმაშერეულ შემოდგომაში დაკარგულს, კვლავ მიმიზიდავს მიწა უხილავი ძაფებით. კვლავ მომინდება გავიგონო ადამიანთა ღიმილნარევი სიტყვები, ვნახო მათი გულწრფელი ღიმილი. მათზეც მოვყვები, ვისაუბრებ დაუსრულებლად. მათ ამბავს ბედნიერ ღიმილს დავუსვამ მრავალწერტილად...

რამდენიც არ უნდა ვთქვა, ვიცი, რომ კვლავ მომწყურდება, მომშივდება სიტყვები. ბევრ რამეს ვიტყვი, ბევრს ვერ მოვასწრებ, მაგრამ სიტყვების მეჯლისს უნდა ასრულებდეს უსასრულო, ღიმილნარევი მრავალწერტილი...



№1  offline მოდერი bla.ell

Chemo ucnauro da gansxvavebulooheart_eyes magari iyo❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent