შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი დავიწყოთ ახალი ფურცლიდან


4-05-2017, 23:38
ავტორი Unrecognizable
ნანახია 1 540

ჩემს ოთახში სიმშვიდეა... სრული ჰარმონია. ტელეოფონში ჩართული სიმღერების ხმა სულაც არ მაწუხებს და არც ქარის, რომელის თითქოს მეჩურჩულება. ქარის ხმა მყუდროებას მაგრძნობინებს, თავად ქარ კი წარსულს მახსენებს და ასე მგონია მივიწყებული ემოციებისგან უნდა გავსკდე. ძალაუნებურად ცრემლები ლოყებს მისველებს და მაინც ვცდილობ თავი შევიკავო. ვფიქრობ გასულ წლებზე და ვრწმნუნდები,რომ საკმაოდ ძლიერი აღმოვჩნდი. ძლიერი გოგონა, რომელიც დაქალდა და ეხლაც სარკეში სხვაგვარად აღიქვამს საკუთარ თავს. ის პირველი სიყვარული მახსენდება და მენატრება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტკბილი მოგონებებისა და ქუჩაში ნაპოვნი ნაცნობი მზერით შემოიფაგლება და გულის სიღმეში სევდის მოზღვავებას ვგრძნობ. რამდენ შანსს გვაძლევს ცხოვრება?! წელიწადში 365 დღეა და 365 ახალი შანსი, რომ ყველაფერი დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, მაგრამ ჩვენ მაინც ფეეფლად ქცეულ ისტორიებს ვამთლიანებთ იმ იმედით, რომ ძალა აღარ გვეყოფა მის დასაწვავად. მშვიდად მივუყვები ჩემს უბანში ნაცნობ ქუჩებს და გარშემო ყველაფერში სიცოცლეს ვხედავ ისევე, როგორც საკუთარ თავში ოდესღაც ვხედავდი. რატომღაც სიცოცლეს ისევ მასში ვხედავ! ამდენი წლის მერე ვერაფერი შევცვალე საკუთარ ცხოვრებაში და მაინც მისკენ მივიწევ. უხილავი ძაფი უფრო დიდხანს რჩება ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე ხილული. ის მოგონებები მაცხოვრებს,რომლებიც ფერფლიგან აღვადგინე და ის არ დამხმარებია. და რა რთულია როდესაც ერთმანეთს ერთი ქუჩა გვაშორებს, ჩვენ კი უცხოებივით ერმანეთის დანახვაზე გავრბივართ უმისამართოთ, მთავარია ეეთმანეთს გავექცეთ. სიყვარული ადამიანს საოცრად ცვლის! დაუწერელი კანონია და ნებისმიერ კალმით დაწერილ სისულელეზე მაღლა დგას. სიყვარული ასაზრდოებს წიგნებს, ისტორიებს, ხალხს და ჩვენ... მე და შენ. წვიმიან ქუჩაში მარტო დავდივარ ყურსასმენებში ნაცნობი მელოდიაა... მელოდია ნაცნობია, შენ რომ არ იქნებოდა ისიც. საერთო მელოდია, საერთო ინტერესებ და საერთო სიყვარული, რომელიც წლების მერეც არ ქრება. წვიმაში მე და შენ... და ის რაც ჩვენ გვიყვარდა!



№1  offline წევრი nini sabauri

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, გეთანხმები "სიყვარული ასაზრდოებს ყველაფერს"
ძალიან მომეწონა... heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent