შენ უნდა !
ახლა შენ უნდა იწვე ჩემ გვერდით და მეთამაშებოდე თმაზე ახლა შენ უნდა გეძინოს მშვიდი ძილით ხოლო მე კი შენს ყელში თავჩარგულს უნდა მესმოდეს შენივე სუნთქვა ახლა შენ უნდა მკოცნიდე გაბუტულ ტუჩებზე და მეუბნებოდე რომ ყველაფერი კარგად იქნება ახლა შენ უნდა მეხვეოდე ყველაზე ძლიერ სულის შეკვრამდე ახლა შენ უნდა მიყურებდე შენი ღრმა ,ამოუცნობი ,მწვანე თვალებით სწორედ იმ თვალებით ,რომლის დავიწყებასაც ვერასდროს შევძლებ ახლა შენ უნდა მეუბნებოდე რომ ვერასდროს დამთმობ ახლა შენ უნდა ტიროდე ჩემთან ერთად მაგრამ ყოველი ,,უნდა" მხოლოდ პირობითია . კვლავაც გაიმარჯვა შენში მორალმა,რომელიც სიყვარულზე მაღლა დგას . კვლავაც განიცადა ჩვენმა სიყვარულმა ფიასკო. კვლავაც წახვედი მაგრამ ამჯერად აღარ მოხვალ ხოლო მე კი ... მე შენ მიყვარხარ! საუკუნო სიყვარულით ისეთი გრძნობით რომელიც არასდროს იქნება პირობითი ! ,,მიყვარხარ ისე როგორც არასდროს არვის , არ ჰყვარებია არვინ !" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.