თუმცა ყოფნა ერთად..
თქმული სითავხედედ კვლავაც მეჩვენება, ვიცი, შენს ფიქრებში სხვები მიმოდიან გეტყვი, სულ ჩემი ხარ, როცა მიყვარხარ და.. შენით აღივსება ჩუმი მელოდია.. გულებს გულის თვალით ხედვა შეუძლიათ სულში სიყვარულად კვლავაც მევლინები თუმცა ყოფნა ერთად თვალებს არ უცდია დროა დავუწუნოთ გრძნობებს გვირგვინები.. დრო კი არ მქონია,,, ჩუმი გვირილები თმათა მოძრაობას ზანტად აჰყოლია ნეტავ ვინ ჩაგისვა,კარგო, ეგ თვალები მე კი მათზე ფიქრი კვლავაც გამყოლია.. დრო რომ არ მქონია, ჩუმი გვირილები შენს ლამაზ სახეზე ღიმილს დაჰყოლია ჩემი არ მგონია, რა ვქნა, ეგ თვალები ჯიუტად ვეცდები, მაგრამ არ მგონია.. დროთა სითავხედე ფესვებს მაინც გასდგამს მაინც დადუმდება მჟღერი სიყვარული მაგრამ არ მგონია როგორც შენზე ფიქრში ისე სხვაზე მქონდეს ასე მიქარული.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.