შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლოდინი


8-05-2017, 22:38
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 135

-რატომ არ შეგიძლია ბედნიერი იყო ?
-მისი მეშინია.
-რისი ? ბედნიერების ?!
თავს უქნევს და თვალის გუგებს სიღრმეებში მალავს, თითქოს უკან იწევა შეშინებული და ხსნას არ არსებული ძალისგან ელის.
ბოლოს როდის იყო ბედნიერი, არ ახსოვს, ალბათ იმიტომ, რომ მიეჩვია ამ განცდას, ან კი იმდენად მომთხოვნი გახდა, რომ ცხოვრებისგან მიღებული სიამოვნებანიც აღარ ყოფნის...
ადრე ყველაფერი მარტივად იყო, როცა პატარა ცისფერთვალება გოგონა დედის ნაყიდი „ჩუპა-ჩუპსიც“ კი ბედნიერების ღიმილს გვრიდა, მერე გაიზარდა, გაიზარდა და ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ცამ და დედამიწამ ერთმანეთი ჩაანაცვლა და დროთა დინებამაც სხვა მხრისკენ აიღო გეზი...
სჯერა, რომ ისევ დაბრუნდება ძველებური განცდა, სჯერა, რომ ბედნიერებისკენ დაუოკებელი სწრაფვა ისევ გადაკვეთს გზაჯვარედინს და სიხარულს შეხვდება..
***
დაღამდა...
ისევ მასზე ფიქრით წვება და ხუჭავს თვალს..
წარმოიდგენს, რომ პატარა ვარდისფერ კედლებიან ოთახში მარტო არაა, მარტო არ წევს ვარდისფერი გადასაფარებლის ქვეშ და მის რბილ თოვლივით თეთრ სხეულს ოდნავ უხეში არსება ეხება, მის წვრილ ფეხებს ბალიშის უხეში „ჩიხოლივით“ გრილი ქალის შეხებასავით ედება ოდნავ უხეში ფეხი, მის წელზე კი თბილ-ცხელი ხელებია, რომლებიც არ უშვებენ, თითქოს ეშინიათ სასურველი არსების დაკარგვის და უფრო ძლიერ ეჭიდებიან...
მაგრამ ეს მხოლოდ წარმოდგენაა..
წარმოდგენა, რომელიც ბედნიერების წამიერ განცდას გააქროლებს და შემდეგ ისევ ჩააქროლებს ანეტას სხეულში...
მსგავსი რამ მისთვის საერთოდ არაა უცხო, წარმოდგენები გოგონას თანამგზავრია ბავშვობიდან.
თავიდან მხოლოდ ნემსის ჩხვლეტის შეგრძნებას გაითამაშებდა ხოლმე საბნის ქვეშ, თითქოს ამით საკუთარ სხეულს ინტიმის მძაფრი შეგრძნებით მსჭვალავდა..
მერე მეტამორფოზი განიცადა..
თითქოს გაიღვიძა მასში უდიდესმა ცოდვა, ცოდვამ, რომლის გამოც ღმერთმა ადამი და ევა სამოთხიდან გამოაძევა...
მასში გაჩნდა ქალური არსება უფრო მეტად მძაფრი, დაუოკებელი შეგრძნებით....
და მერე ისიც დაიბადა.. ის, ვინც მას ყველას ურჩევნია და ის, ვისთვისაც არაფერს წარმოადგენს, ერთი ჩვეულებრივი ნაცნობია, რომლის მისალმებისთვისაც კი ენანება დრო..
ანეტამ ეს ყველაფერი იცის...იცის, მაგრამ არ იმჩნევს, ან არ აღიარებ ან უბრალოდ შეჩვეული ამას და უსაფუძვლო წარმოდგენებით აგრძელებს ცხოვრებას..
***
-ის დაბრუნდა ?
-როდის იყო რო...-ეღიმება კითხვაზე, ფანჯარასთან მიდის, რაფაზე ჯდება, მეგობარს ყავის გაკეთებას თხოვს და მოლოდინის ორმაგ რეჟიმს რთავს...
იცის, რომ ნანა დაბრუნდება ყავის ფინჯნის ხელში, თუმცა ის, ვინც ლამისაა სიცოცხლეს ანაცვალოს - არა.

დაიღალე ამდენი ფიქრით, ამდენი აზრითა და ამდენი ოცნებით..
წარმოდგენები კლავს...
იქნებ დასვენების დროა, ის კი ვერ ხვდება... იქნებ დანებების დროს, უფრო სწორედ, დამარცხების აღიარების...

***
მას ყველაზე ხავერდოვანი ხმა აქვს და ალბათ სხეულიცო, ძილს ფიქრები უფრთხობს... მის ობიექტს კი ალბათ დიდი ხანია სძინავს..
ანეტას წამიერი შიში უვლის სხეულში, მერე კანკალი ეწყება, შემდეგ ისევ ეშინია და დილამდე ასე გრძელდება...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent