შემიყვარდი..არ დამტოვო (1თავი)
განა ასეთი რთულია გიყვარდეს ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება შენი სიყვარული?! მაგრამ, ჩვენ არასწორად ვიქცევით, როდესაც ვიყვარებთ იმას ვინც ამის ღირსი არაა, რატომ ხდება ასე?! არა... უნდა ვეცადო! უნდა შევიყვარო!.. საშინელებაა როდესაც არგიყვარს და ატყუებ! ცრუობ! ეს ხომ საზიზღრობააა... და რისი იმედი გაქვს? იმის რომ ოდესღაც შეგიყვარდება?!.. და რა მოხდება თუკი არ შეგიყვარდა... გამოდის იმედები უნდა გაუცრუო.. და რა ამ ხნის განმავლობაში ორივე სიცრუეში ცხოვრობდით... არ ქნა ეს გთხოვ! არიცრუო მასთან!! არ ატკინო გული!!! მისი სიყვარულის ხათრით მაინც.. 10 წელი ერთად.. ერთ კლასში.. ამ 10 წლის განმავლობაში, რომ ეთქვა ვინმეს, თქვენ ერთად იქნებითო გეფიცებით არ დავიჯერებდი.. სიმართლე რომ გითხრათ ახლაც მიჭირს ხოლმე დაჯერება.. რაღაც მაქვსო სათქმელი.. თქმა ძალზედ უჭირდა.. ეშინოდა.. ეშინოდა ჩემი პასუხის და იყო კიდეც საშიში.. მიყვარხარო ასე მითხრა... თან გამიხარდა და თან საშინელი გრძნობა დამეუფლა... ერთ კლასში ვსწავლობთ და ახლა ჩვენ ერთად ვართ.. ცოტა არ იყოსდა უცნაურიცაა.. ვერ ვუთხარი.. ვერ გავბედე მისთვის მეწყინებინა... და სულელურად მოვიქეცი ძალზედ სულელურად.. საშინლად.. ხშირად მეუბნება ჩემი სულელი ხარო.. მართლაც სულელი ვარ ჩემი საქციელის გამო.. არ მიყვარს! ამ გრძნობას არვიცი რა ქვია..ყოველ შემთხვევაში სიყვარული არა.. უბრალოდ შეჩვევაზეა... მე მას ისე შევეჩვიე, რომ ყოველ დღე ვარწმუნებ ჩემ თავს უნდა შეიყვაროთქო.. ვიცი და ვგრძნობ, თუ როგორ ძლიერ ვუყვარვარ.. და იმედია, მეც მალე იგივეს ვიგრძნობ... 10 წელი ერთ კლასში ვიჯექით, მაგრამ მაინც მიკვირს როდის მოასწრო ჩემი ასე ძლიერ შეყვარება. საოცარია არა ყოველ დღე უყურებდე იმ თვალებს, რომლებიც სიყვარულით გიმზერენ, მაგრამ ეს მთელი დღეც არ გყოფნით ერთმანეთისთვის. მე ნიტა ვარ, 16 წლის ბათუმელი გოგო. დიახ ეს არის ის სულელი გოგო, რომელმაც დიდი ტყუილი თქვა.. მოიტყუა რომ უყვარდა.. თუმცა მთლად გულგრილიც არ ყოფილა.. მაგრამ ეს არ ამართლებს მას. ნიტაზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი კი რატია. –მას ექსკურსიაზე სად წავიდეთ?!–იკითხეს ბავშვებმა. –სადაც მოგესურვებათ ბავშვებო, თუ რათქმაუნდა თავს მოაბამთ–მხიარულად გვიპასუხა ნინო მასწავლებელმა. ბევრი საუბრისა და ჩხუბის შემდეგ როგორც იქნა ერთხმად შევთანხმდით სვანეთში წასვულყავით, ბუნებაში. ორ დღიან ექსკურსიაზე. თავიდან ნამდვილად არ მქონდა სადმე წასვლის სურვილი, მაგრამ რატის დაჟინებულ თხოვნას ბოლოს მაინც დავთანხმდი, მანამდე კი დიდხანს ვაწვალე სანამ დამითანხმებდა. მიყვარს მისთვის ნერვების მოშლა. ესეც ხომ სიყვარულის ერთ–ერთი ნიშანია. ერთ კვირაში ექსკურსია ახლოვდებებოდა, ძალზედ არ მეხალისებოდა, მაგრამ მხოლოდ რატის ხათრით მივდიოდი. მიყვარს მასთან სიახლოვე. ახლა სახლში ყოფნას ისევ სკოლაში ყოფნა მირჩევნოდა. მიყვარს მისი მზრუნველობა. საოცარი გრძნობაა, როდესაც ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება, თუნდაც წამითაც. ამ დროს სამყაროც ჩერდება და სისულელედ ჟღერს მაგრამ მუცელში მართლაც პეპლები დაფრინავენ. ერთმა კვირამ სწრაფად ჩაიარა. ახლა უკვე მართლა მიხაროდა.. განწყობაც შესანიშნავი გვქონდა... დიდი სიხარულით დაიძრა ჩვენი ტრანსპორტი სვანეთისკენ. მე ჩემს მეგობარ თეოსთან ერთად ვიჯექი. ჩვენს უკან კი ბიჭები იჯდნენ, მათ შორის რატიც. ბევრი ვიმხიარულეთ გზად.. და როგორც იქნა სვანეთშიც ჩავედით. იქაურება ნამდვილი საოცრება იყო. მთელი დღე გვერდიდან არ მომცილებია რატი. შემდეგ ბავშვები დავიშალეთ და მანამდე თუ ერთ გუნდად დავდიოდით ახლა ყველა თავის გზას ედგა და თავის სტიქიაში იყვნენ გართულნი. ნინისთან ვაპირებდი მისვლას, რომელიც იქვე გორაზე ასულიყო. ამ დროს კი რატიმ ხელი მაგრამ მომკიდა და ჩვენი კლასელების საპირისპირო მხარეს წამიყვანა. მეც არ გამიწევია მისთვის წინააღმდეგობა. 10 წუთის სიარულის შემდეგ მთაზე ავედით.დავსხედით და მზის ჩასვლას ვუყურებდით. მას ისევ ეჭირა ჩემი ხელი მაგრად, ასე ვიყავით ალბათ ნახევარი საათი. თუმცა ჩვენ დროის შეგრძნება დაკარგული გვქონდა, ჩვენთვის სამყარო გაჩერებული იყო. ის დუმდა, მეც.. –შენ ჩემი ყველაფერი ხარ! მის სიტყვებზე გამეღიმა, მინდოდა მეც რაიმე მეთქვა.. მაგრამ დუმილი ვარჩიე. როცა უკან ვბრუნდებოდით მხოლოდ მერე მივხვდით, რომ სხვები ალბათ ძებნას დაგვიწყებდნენ, თუმცა საბედნიეროდ ჩვენი გაქრობა ბევრს არავის შეუმჩნევია. მხოლოდ ნინიმ და ილომ. ილო რატის საუკეთესო მეგობარი იყო, რომლისთვისაც ყველაფერი ქონდა ნათქვამი ჩვენს შესახებ. ნინიმაც ყველაფერი იცოდა, ამიტომ არც გაკვირვებიათ ჩვენი ცოტა ხნით გაუჩინარება. ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი იყო. მეორე დღეს, შესანიშნავი ამინდი იყო. ბევრი ვიმხიარულეთ, საღამოსკენ კი უკან ვბრუნდებოდით. მე რატის გვერდით დავჯექი. ნინიმ და ილომ შემოგვხედეს თუარა მაშინვე სიცილი აუტყდათ. თუმცა ჩემი თვალის დაბრიალებით ორივე გავაჩუმე. ტრანსპორტი დაიძრა. რატის მაგრად ჩავჭიდე ხელი. მივხვდი, რომ ის ყველა და ყველაფერს მერჩივნა. მის გარეშე წუთის გაძლებაც აღარ შემეძლო. მან შემომხედა და გამიღიმა. როგორ მიყვარს მისი ღიმილი, მთელ სამყაროს მირჩევნია. –რატი... ის კვლავ მიღიმის. ახლა უბრალოდ მომინდა მისთვის მეთქვა ის რასაც ნამდვილად ვგრძნობდი მის მიმართ.. და ეს არ იყო ტყუილი გრძნობა.. –რატი.. მიყ..... საშინელი.. ამაზრზენი ხმა გაისმა.. თითქოს ცა ჩამოიქცა.. მესმის ბავშვების ყვირილის ხმა.. თვალებს ვახელ... და ვგრძნობ წამლების სუნს. ნიტა დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება მამშვიდებს თეთრხალათიანი ქალი. პ.ს. გავაგრძელო?!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.