შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავიჯერებდი რომ...


4-04-2017, 16:12
ნანახია 2 137

გავიღიმებდი, რომ ვიცოდე ღიმილს ფასი აქვს...
მეყვარებოდა ალბათ გიჟურად, რომ ვიცოდე
ამ სიყვარულსაც ჩვეულებრივ არ გათელავენ...
დავიჯერებდი, რომ სიყვარულს სიწრფელე მოაქვს,
რომ ყველაფერი ამ გრძნობასთან ასოცირდება...
დავიჯერებდი სულ ყველაფერს რაც მინდა იყოს...
რისი სურვილიც დღენიადაგ ჩემში არ ქრება...
დავიჯერებდი, რომ სამყაროც ღმერთმა წარმოშვა...
რომ ბოროტება უფლის მიერ არ გაჩენილა...
დავიჯერებდი რისი რწმენაც დედამ ჩანერგა...
ღრმა ბავშვობაში დამაჯერა სიკეთის სხივის...
დავიჯერებდი უყოყმანოდ ალბათ ყველაფერს,
ალბათ იმასაც, რომ სიკეთე გადამდებია...
დავიჯერებდი, გეფიცები დავიჯერებდი
არ არსებობას სიკვდილის და შავი ფერების...
მაგრამ დავიჯერო? როგორ გავბედო?
როცა კონტრასტი ამ სამყაროში
იმდენად დიდი არის შექმნილი...
როგორ გავბედო კვლავ სიყვარული...
როგორ დავუშვა კვლავ აღმაფრენა...
როგორ გავბედო ბავშვურად ნატვრა...
როცა ამ ქვეყნად არაფერი არ არის წმინდა...
როცა უფალსაც სწამებენ ცილს და...
როცა უბრალოდ ერთმანეთის სიკეთე ჰგუდავთ...
როგორ... როგორ გავბედო მითხარით აბა?!
როცა ვხედავ, რომ სიკეთეშიც ბოროტი კრთთება...
როცა ცდილობ, რომ უფალს მიაგნო
გზად კი ეშმაკი გხვდება და გბოჭავს...
მითხარით აბა სად არის სხივი...
როგორ გავბედო სულის კარები დავტოვო ღიად,
როცა ამდენი იუდაა ირგვლივ და სულ ყველა შფოთავს...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

როცა ცდილობ, რომ უფალს მიაგნო
გზად კი ეშმაკი გხვდება და გბოჭავს...
მითხარით აბა სად არის სხივი...
როგორ გავბედო სულის კარები დავტოვო ღიად,
როცა ამდენი იუდაა ირგვლივ და სულ ყველა შფოთავს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent