მე ვნახე ის...
მე ვნახე ის.. სიკვდილის წინ... უსულოდ მიგდებულიყო მისი თოვლივით ქათქათა სხეული... წითლად შემოსილიყო... მე ის ვნახე. თეთრი კაბა ეცვა. ლურჯი ყვავილებითა და გვირილით მორთული. მაშინაც ასე შეემოსა სხეული როცა ხელი სთხოვეს, უბრალო ქალაქის უბრალო კაფეში, უბრალო ხალხითა და სავსე გრძნობებით გარემოცულ სამყაროში.. მე ვნახე ის... მუცლიდან სისხლი სდიოდა... დარჩენილი ენერგიითა და ჩახლეჩილი ხმით მთხოვდა დახმარებას. მე კი, ზემოდან დავყურებდი. ღმერთო! მე ის ვნახე. ვნახე როგორ მეცლებოდა ხელიდან. ვნახე როგორ მტანჯველად მიდიოდა ჩემგან. ვნახე როგორ სტკიოდა... ჯანდაბა! მე ის ვნახე... ვუყურებდი როგორ კვდებოდა და არაფერს ვაკეთებდი... თავი მოიკლა?! თვითმკვლელობა სცადა?! კიმაგრამ რატომ? მე ვნახე ის.. ცალი ხელით რომ ებღაუჭებოდა ახალშობილს. პატარა კი ტიროდა, ალბათ სიცივე იგრძნო და შეკრთა. დავიხარე. მეგონა ხელში ავიყვანდი, მაგრამ... მე ის ვნახე. ჯანდაბა! გულის ცემა რომ შეწყდა. თვალები, რომ დახუჭა. შვილი ხელიდან რომ გამოეცალა. ის... მან... მე მას ვუყურებდი. მე დავინახე... მე ვნახე ის. მისუსტებული. გაყინული სხეულითა და მკვდარი ჩვილით ხელში. მე ის ვნახე... ზემოდან ვუყყრებდი და... მერე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.