შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარდი..არ დამტოვო (2თავი)


10-05-2017, 22:38
ავტორი გვირილაა
ნანახია 1 592

თვალებს დახუჭვის საშვალებას არ ვაძლევდი, ძალებს ვიკრებდი, მინდოდა რაიმე გამეხსენებინა. რას ვაკეთებდი ასეთ უცხო გარემოში. მახსოვს, ბოლოს რა ბედნიერი ვიყავი მას ჩემი ხელი ეჭირა. ერთნაირი რიტმით ვსუნთქავდით, მთელი სამყარო ჩემი მეგონა. ასე რატომ დამსაჯა უფალმა, ერთ წამში ყველაფერი რატომ გამიქრო. მე ხომ ბედნიერი ვიყავი. ორი წუთის წინ არავინ არსებობდა ჩემსა და იმ ბიჭის გარდა, რომლის სუნთქვასაც მე ახლაც ვგრძნობ. ახლა კი... ახლა თითქოს ყველა და ყველაფერი შემძულდა.
ჩემი თავიც მძულს...

–სიზმარში რატის სახელს გაიძახოდით–ექთნის სიტყვებმა გამაქვავა. რატი... ნამდვილად ის არის... და ჩემს თავში ყველაფერმა ერთდროულად იფეთქა.. გამახსენდა... მე.. რატი.. და საბედისწერო შემთხვევა...
–რატი როგორ არის, მასთან წამიყვანეთ, მე მხოლოდ რატი მინდა, მაჩვენეთ ის, გთხოვთ..–სიტყვის თქმა დასრულებული არ მქონდა, როდესაც ვიგრძენი თუ როგორ დაიძრა ჩემს ვენებში რაღაც სითხე. თუკი რაიმე ძალა მქონდა დარჩენილი ისიც გამომეცალა.
–შემიყვარდი...არ დამტოვო–და ჩემს ვენებში მოხვედრილმა სითხემ მოქმედება დაიწყო.

ირგვლივ ტრიალი მინდორია... მე კი ვზივარ გვირილების ულამაზეს ბაღში. ულამაზესი თეთრი, ფრიალა კაბით. შორს მოჩანს სილუეტი.. მიახლოვდება.. თავზე გვირილების გვირგვინს მადგამს... ხელს მიწდვის.. მინდა ავდგე, მაგრამ ძალა არმყოფნის საამისოდ.. ის მტოვებს მიდის... მინდა ვიყვირო... მაგრამ... ის მტოვებს თავისი ღიმილით...

გავიღვიძე და დავინახე მაკა და მამუკა. დედაჩემი ტიროდა.. როცა შემომხედა სახე გაუნათდა.. მომეხვია.. როგორ ტკივილს ვგრძნობდი იმ წუთებში.. გული საშინლად მეწვოდა.. უფალო, ჩემმა მშობლებმა მაინც რა დააშავეს ასეთი ტკივილი რატომ მოუვლინე მათ.. ახლა პირველად ვხედავ ცრემლიან მამაჩემს.. არადა როგორი ძლიერი მეგონა.. თუმცა შვილმა გასტეხა მისი გული.
–რატი როგორ არის–მიჭირდა მისი სახელის წარმოთქმა, მაგრამ მაინც გავბედე.
–ის გვერდითა პალატაშია–ექთნის სიტყვებმა ოდნავ დამამშვიდა.
–გთხოვთ, მასთან წამიყვანეთ.
–თქვენ დასვენება გესაჭიროებათ ნიტა.
–მხოლოდ მას შემდეგ დავისვენებ რაც რატის ვნახავ.–როგორც იქნა დავითანხმდე ისინი და რატის პალატისკენ წავედით. ადგომა ძალზედ გამიჭირდა, თუმცა ამის ძალას რატი მაძლევდა.
მის პალატას მივუახლოვდი, სხვებს ვთხოვე რომ მარტო დარჩენა მსურდა. მიჭირდა კარის გაღება.. ძალები მოვიკრიბე, ღრმად ამოვისუნთქე და კარები შევაღე. არვიცი მაშინდელი გრძნობები როგორ უნდა აღვწერო. თან მიხაროდა ცოცხალი რატის დანახვა, თან გული მიკვდებოდა მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი.
მივუახლოვდი.. შემეშინდა.. მისი დაკარგის შემეშინდა. ხელი მოვკიდე, როგორი თბილი იყო.. მაგრამ მაინც ვიგრძენი სიცივე.. ეს ალბათ ჩემი გაყინული გულის ბრალი იყო.
ახლა მას რომ ეჭიროს ჩემი ხელი ალბათ დუმილს ვარჩევდი, მაგრამ ახლა ასე არ არის. ის გაუნძრევლად წევს და თითქოს მე მელოდება..
–შენი სულელი მოვიდა–სიტყვები დასრულებული არ მქონდა, რომ თვალებიდან ცრემლები თავისით წამოვიდა.
წარმოვიდგენ, თუ როგორ შევყურებთ კვლავ მზის ჩასვლას. თუმცა მე მისი ღიმილი მირჩევნია ნებისმიერ საოცრებას. ახლაც ისე იყო როგორც მაშინ, მხოლოდ მე და რატი..
თუმცა, ახლა მე ვერც მის ღიმილს და ვერც ვერანაირ საოცრებას ვერ ვხედავ.

ახლა ჩემთვის ეს სამყარო ბნელითაა მოცული...

–არ დამტოვო, გთხოვ–თავს მის მკერდს ვადებ და კვლავ ვგრძნობ მის გულის ცემას. მსურს კვლავ ავყვე მას, მაგრამ ახლა ოდნავ აჩქარებულა.. ვეღარ ვეწევი...
–მართლა გეგონა რომ მარტო დაგტოვებდი?!–ღმერთო ჩემო, არ მომესმა..ეს მისი ხმაა...
–რატიი....–რაც შეიძლება მაგრად ჩავეხუტე–ცრემლებს ვერცერთი ვეღარ ვიკავებდით.

ეს ნამდვილად ის მომენტი იყო, როდესაც სიტყვები უბრალოდ ზედმეტია.
შეუძლებელია ამ ბედნიერების გამოხატვა.
ეს ბედნიერებაზე უფრო დიდი ბედნიერებაა.
ბედნიერი ვარ რომ რატი მყავს.. და არ ვაპირებ მის დაკარგვას...
არასდროს...

პ.ს. გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent