პირველი თოვლი
31 დეკემბერი.პირველი თოვლი.როგორც ამბობენ, ამ დღეს სასწაულები ხდება.დავიჯერებდი რომ არა ცხოვრება,რომელიც ასე მღლის.მან ყველაფერი წამართვა.რაღა დამრჩენია.აღარ მჯერა სასწაულების.ნეტავ გამოჩნდება ადამიანი,რომელიც შემაცვლევინებს აზრს?ადამიანი,რომელიც გამიგებს.ის არსება,რომელსაც ვეყვარები და ყოველთვის დამიცავს.ერთად გადავლახავთ სირთულეებს და არავის მივცემთ ჩვენი სამყაროს გარღვევის უფლებას.გამოჩნდება?არ ვიცი.ეს ხომ ჩემი გადასაწყვეტი არაა.ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ვზივარ და ჩანახატებს ვწერ.მინდა ჩემი ყოველგვარი ტკივილი და გასაჭირი ფურცლებზე გადმოვიტანო. ვიხედები ფანჯრიდან.ვხედავ მოცინარ ბავშვებს, რომელთაც ასე ახარებთ თოვლის მოსვლა.ისინი ჯერ ახალგაზრდები არიან.უზრუნველყოფილი ცხოვრება აქვთ.მშურს მათი.რისი?ბედნიერების.მეც მინდა მათსავით პატარა ვიყო.მინდა ბავშვობაში დაბრუნება. ღმერთო..რა დავაშავე ასეთი, რომ ამხელა ტანჯვა მომივლინე?აღარ შემიძლია ასე ცხოვრება.შენ მაინც იცი რამდენჯერ მიცდია სუიციდი,მაგრამ ისიც იცი,რომ ვერც ერთხელ ვერ შევძელი.თითქოს რაღაც მაკავებს. არა.. ვცდები.. რაღაც კი არა ვიღაც. გული მკარნახობს, რომ არ უნდა დავნებდე და მივყვე ცხოვრების რიტმს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.