შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო


14-05-2017, 16:14
ავტორი Mariam.Kits
ნანახია 1 408

სიყვარული, მოწონება, აღტაცება..
ოდესმე ვინმე მოგწონებიათ? არ მაქვს საუბარი აღტაცებასა და ‘წიკებზე’, რომელიც ხშირად უჩნდებათ ხოლმე, როცა მათთვის სიმპათიურ ადამიანს ხედავენ. მე არ მაქვს საუბარი ერთ დღიან მოწონებაზე და ერთი ნახვით შეყვარებაზე. ეს ის ნამდვილი გრძნობა არაა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა განიცადოს. მოწონება იცით რა არის ? მოწონება არ არის, მხოლოდ გარეგნობა რომ მოსწონთ ხოლმე… მოწონება მხოლოდ მისი ლამაზი თვალების ნახვისას გაგიჟება არ არის.. ჩემთვის რა არის მოწონება იცით ? რა სულელურ კითხვას ვსვამ, რა თქმა უნდა არ იცით.. როდესაც ადამიანი მოგწონს, მოგწონს მისი ხასიათი, მოგწონს მისი ღიმილი, ლოყა, რომელიც ეჩხვლიტება, როცა იღიმის, მისი თითები და სითბო, რომელსაც გრძნობ მათ შეხებისას.. აი ამ ყველაფერს რომ ვიგრძნობ, მერე ვიტყვი ეს ადამიანი მომწონსთქო.
ალბათ,ბევრს გაუჩნდება კითხვა: ” მაშინ რა არის სიყვარული?”
სიყვარული.. სიყვარული ყველაზე მაგარი გრძნობაა და ამავდროულად ყველაზე მტკივნეული. მისი ახსნა შეუძლებელია, თუმცა, ყველა ცდილობს აღწეროს იგი თავისი სიტყვებით. ყველასთვის სიყვარულს სხვადასხვა განმარტება აქვს. აი, მე მაგალითად არ მაქვს სიყვარულისთვის განკუთვნილი ახსნა. შევძელი ამეხსნა რა არის მოწონება და აღტაცებასაც ავღწერ, მაგრამ სიყვარული.. სიყვარული, თვითონ სიყვარულია.. ის ვერც ერთ გრძნობას ვერ შეედრება. ყველაზე წმინდაა ამ ქვეყნად. ადამიანს სიყვარული თუ არ შეუძლია, იქნება ის კარგი ადამიანი, როგორ ფიქრობთ? ჩემი აზრით, არა! როგორ შეიძლება იყოს ადამიანი კარგი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია. სიყვარული თუ არ იცის, მაშინ არც პატიება ეცოდინება, არც მეგობრობა, ზიზღიც კი არ ეცოდინება.. სიყვარულიდან მოდის ყველა სხვა დანარჩენი გრძნობა და მის გარეშე ადამიანი უბრალოდ არარაობაა.
”სიყვარული აღგვამაღლებს” – ამბობდა შოთა რუსთაველი და მართლაც, მხოლოდ ამაღლებული სულის პატრონს შეუძლია ნამდვილი, უანგარო სიყვარული, სიყვარული არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში იარაღი მტრის წინააღმდეგ, ”სიყვარულია ის, რაც აიძულებს დედამიწას იბრუნოს.”

აღტაცება ყველაზე იდიოტური გრძნობაა ჩემთვის, რომელიც გაბნევს და გგონია, რომ ადამიანი მოგწონს. სინამდვილეში, თვალს უბრალოდ სიამოვნებს იმ ადამიანის ნახვა და მეტი არაფერი. აღტაცება ქართულ ლექსიკონში მოხიბლვის სახითაა ჩაწერილი და ზუსტად ეგაა. სხვანაირად არც აიხსნება.
ბევრისთვის ბანალური და ზოგისთვის საინტერესო თემა, ჩემი ბლოგის ერთ-ერთი პოსტი გახდა.. ვიმედოვნებ, ვინმე მაინც წაიკითხავს და როგორც მჩვევია, გემშვიდობებით ციტატებით, რომელიც ვფიქრობ მოგეწონებათ!!



“You know you’re in love when you can’t fall asleep because reality is finally better than your dreams.”
― Dr. Seuss

“Have you ever been in love? Horrible isn’t it? It makes you so vulnerable. It opens your chest and it opens up your heart and it means that someone can get inside you and mess you up.”
― Neil Gaiman

“The real lover is the man who can thrill you by kissing your forehead or smiling into your eyes or just staring into space.”
― Marilyn Monroe




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent