შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუბარი EX-თან


18-05-2017, 21:47
ავტორი fredy
ნანახია 1 360

გამარჯობა, გადავწყვიტე მოგწერო ესე ამ ფორმით იქნებ ოდესმე ნახო, ალბათ მიხვდები რომ ეს შენ გეძღვნება არც სახელს ვამხელ ამ ჩემს წერილში და არც რაიმე მინიშნება არ იქნება სხვა მკითხველისთვის მხოლოდ შენ უნდა მიხვდე რომ ეს შენ გეხება, უკვე 2 წელია ერთად აღარ ვართ და მე ჯერაც ვერ დაგივიწყე და არც მინდა დაგივიწყო, შეიძლება სიგიჟეა , სისულელეა მაგრამ იმედი მაქვს რომ დაბრუნდები, ერთმანეთი ამ საიტის 4love.ge ს წყალობით გავიცანით ორივე ისტორიებს ვწერდით :)) მახსოვს აქ ხშირად შემოდიოდი ხოლმე იქნებ ახლაც შემოდიხარ და ნახო, ეხლაც მახსოვს პირველი შენი ფოტო რომელიც ვნახე, პატარა ბავშვით ხელში, ზოლებიანი მაისური გეცვა და ლამაზი მწვანე თვალები ანათებდა, მაშინ ვიფიქრე რო ეს გოგო ჩემი უნდა გამხდარიყო, პირველი შეხვედრა მაკდონალდსში :)) თვალებში შეხედვის გვრცხვენოდა, არა უფრო შენ გრცხვენოდა :)) მე გიყურებდი და ვფიქრობდი რომ შენ იყავი ის ვინც მინდოდა მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით ყოფილიყო, ვცდილობდი რამე ნაკლი მეპოვა მაგრამ ვერ ვპოულობდი, შეუდარებელი იყავი :)) ასეთი გრძნობა არასოდეს მქონია არც შენამდე არც შენს შემდეგ რაც ჩემგან წახვედი და ბუნებრივია შენს შემდეგ ბევრი ურთიერთობები მქონდა, მაგრამ ყოველთვის თავს ვიტყუებდი, შენ არავინ გგავდა, ვიყავი სხვასთან და პარალელურად შენზე ვფიქრობდი, მერე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი იმაში რომ არ ვიყავი სამართლიანი მათთან ვისაც სიყვარულს ვეფიცებოდი და თბილ სიტყვებს ვეუბნებოდი მაგრამ, შენსავით მაინც ვერავის ვეუბნებოდი ისეთ თბილ სიტყვებს როგორც ოდესღაც შენ, ნეტა ბუბუ ცოცხალია? :))) თუ ისიც მოისროლე სანაგვეზე როგორც მე? ნეტა ჩემზე თუ ფიქრობ ხოლმე? ან ჩემი მოსახელე და მოგვარე ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი თუ გახსენებს ჩემს თავს როცა ტელევიზიით მის სახელს გაიგონებ? :)) ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, ყველაზე ცუდ კოშმარშიც არ მინდა ვიცოდე რო ეს ასე არ არის და ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ, ჩემი ნაჩუქარი დათუნია ბუბუ სანაგვეზე მოისროლე და ჩემი ნაჩუქარი სხვა არცერთი ნივთი აღარ გაქვს :)) უკვე 2 წელია რაც კონტაქტი არ გვქონია, ფეისბუქზეც საზიზღარი ბლოკი მადევს :)) მაგრამ მაინც ვახერხებ სხვადასხვა გზებით შენს გვერზე შემოვიჭყიტო და გავიგო შენი ამბები თუმცა ბევრს ვერაფერს ვგებულობ ცხადია, ამ ყველაფერს რასაც აქ ვწერ ვერავის ვუყვები ყველაზე მეტად შენ მინდა გელაპარაკო ამ ყველაფერზე მაგრამ შეუძლებელია , არ მინდა პირადად შეგაწუხო, ამიტომაც ეს გზა ვიპოვე შენთან სასაუბროდ, ალბათ მკითხველი ვინც ამას წაიკითხავს იფიქრებს რომ გავგიჟდი :)) მარტო შენ შეგიძლია მიხვდე რას ვგრძნობ იმიტომ რომ მარტო შენ გესმოდა ჩემი, ხო მართლა დღეს შენს ნაჩუქარ დღიურს ვკითხულობდი , როდესაც გადავშლი და ვკითხულობ თითქოს შენ მელაპარაკები ფურცლებიდან, მერე რვეულს გულში ჩავიკრავ და ვკოცნი, იქ შენ ხარ , ყველაზე ძვირფასი რაც კი ოდესმე გადამხდენია ცხოვრებაში, მადლობა მინდა მოვუხადო საიტის ადმინისტრაციას წერილის გამოქვეყნებაში, ამ ვებგვერდმა ერთხელ მოახდინა სასწაული და გამაცნო გოგონა რომელიც ყველაზე მეტად შემიყვარდა :)) იმედია მოხდება შემდეგი სასწაული და ის დაბრუნდება :)) მე ისევ მოგწერ, შენი გ.გ. <3



№1 სტუმარი Guest Salome

Aseti sityvebis shemdeg rogor ar unda dabrundes :( vkitxulob da vxvdebi rogor dzlier gyvarebia magram aseti didi pauza? 2welii?( Cnobii tele wamyvanze rom dawere sanam boloshi chavidodi ragacnairad mivxvdi rom giorgi gabunia igulisxme

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent