შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინც ეძებს, ის პოულობს...


19-05-2017, 22:46
ავტორი L LI
ნანახია 2 658

ვინც ეძებს, ის პოულობსო... მართლა ასეა?

ნელი სვლით მივიწევ წინ. ლოკოკინასავით ზურგით დავატარებ ჩემს სახლს. ვაპირებ ჩემი მინიატურული ნაბიჯებით მოვიარო მთელი დედამიწა, იმ იმედით რომ ვიპოვი. თუმცა უკვე მემძიმება მხრებზე ჩემი შემოდგომა, თავისი ქარით, გათელილი ფოთლებით, წვიმითა და უიმედობით, იმის შიშით, რომ ოდესმე მეც მოვწყდები ხეს ფოთოლივით, ქარი წამიღებს და არავინ მომძებნის...

შიშია შემოდგომა, ის შიში დასასრულისა, რომელიც გაიძულებს ნაჭუჭში შეიმალო, სიბნელიდან, კუთხეში მიყუჟულმა ადევნო თვალი სინათლეს. და ბოლოს, დაუსრულებელ ძიებაში თავად იკარგები, ისე, რომ არავის ახსოვს შენი სახელი.

მინდა დავიჯერო, რომ ოდესმე მეც ვიპოვი იმას, რასაც ვეძებ. ხელში ჩავბღუჯავ და არასდროს გავუშვებ. იქნებ გამოვიდე ჩრდილიდან და ახლოდან ვიხილო მზის სინათლე. ამ დროს აღარ შემეშინდება შემოდგომის, იმის, რომ ქარი წამიღებს და დავიკარგები. ო’ჰენრის უკანასკნელ ფოთოლად ვიქცევი, რომელიც არასდროს დავარდება, სამუდამო კვალს დატოვებს კედელზე, ვინმეს იმედად გადაიქცევა...

ვინც ეძებს, ის პოულობსო... მართლა ასეა? მინდა მეც ვიპოვო ჩემი წილი ბედნიერება, ცაში ავიჭრა ნიავით გარემოცული და ხის ნაყოფივით მოვკრიფო ვარსკვლავები. იქნებ ოდესმე მეც მიპოვონ, დაკარგული, ჩრდილში დამალული. იქნებ ლამაზ უსასრულობად გადაიქცეს დასასრულის ზღურბლზე მდგარი შიშისფერი შემოდგომა...

ვინც ეძებს, ის პოულობსო... ნეტავ ასეა?
ვიპოვი, ან მიპოვიან?



№1  offline მოდერი bla.ell

ჩემი უმაგრესი მწერალიიიheart_eyes
არ ვიცი მთლად ამ ყველაფერს თუ იპოვი მაგრამ ნაწილს ხომ მაინც მაინც იპოვი და აისრულებ...მე მჯერა...heart_eyes❤❤

 


№2  offline წევრი L LI

bla.ell
ჩემი უმაგრესი მწერალიიიheart_eyes
არ ვიცი მთლად ამ ყველაფერს თუ იპოვი მაგრამ ნაწილს ხომ მაინც მაინც იპოვი და აისრულებ...მე მჯერა...heart_eyes❤❤

ამას თვით უმაგრესი პოეტი მეუბნება smile heart_eyes ხანდახან მეც მჯერა. იმედი მაქვს ასე იქნება...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent