საუბარი EX-თან (მადლიერება)
მკითხველი და ალბათ შენც იფიქრებ რომ სევდა მაწერინებს , მაგრამ ეს ესე არ არის, ამ ყველაფრის დაწერის მიზეზი ბედნიერებაა, მე ბედნიერი ვარ და მადლიერი, პირველ რიგში მადლობა რომ არსებობ, სიცოცხლის აზრს მაძლევს თუმდაც ის რომ სადღაც ხარ , არსებობ და შემიძლია შენზე ვიფიქრო, შემიძლია შენს სიზმარში შემოვიპარო და ჩუმად მოგეფერო, მერე ამ სიზმარს ვერავის გაუმხელ და ცოტათი ჩემზე გაგეფიქროს, მადლობელი ვარ მოგონებებისთვის რომლებიც უხვად დამიტოვე, ასევე ხელშესახები მოგონებაც შენი დღიური რომელსაც შემიძლია შევეხო და შენი ენერგია შევიგრძნო, შენი სურნელი შევიგრძნო , ამოვიკითხო შენი წერილები და სიტყვებად ჩამესმას , დღიური მთავრდება სიტყვებით სადაც მთხოვ რომ თუ აღარ გეყვარები ოდესმე მაშინ დღიური სანაგვეზე მოვისროლო, შენ ალბათ ფიქრობ რომ უკვე დიდი ხნის გაკეთებული მაქვს ეს, მაგრამ მე ხომ ისევ მიყვარხარ? დღიურს ჩემს წიგნების თაროზე დაუდევს ბინა, ბულგაკოვის, ცვაიგის, მურაკამის, ბეგბედერის (ჩემი ნიკნეიმიც ფრედი, საყვარელი მწერლის ფრედერიკ ბეგბედერის სახელს უკავშირდება :D ) გვერდით დევს, თუმცა ალბათ ბიბლიის გვერდით უნდა იყოს , ორივე სიწმინდესთან კავშირშია ჩემთვის და ალბათ ამ მკრეხელობას მომიტევებს უფალი ოდესმე, მადლობა იმისთვის რომ იბრძოდი დიდხანს, მენდობოდი, იტანდი ტკივილს რომელსაც უნებლიედ გაყენებდი ხოლმე, ერთ პატარა გოგონას ამდენი შეგეძლო და თავს არ ზოგავდი, ცდილობდი არ ჩამონგრეულიყო სიყვარულის ხიდი რომელსაც ამდენხანს ვაშენებდით და პატარა მკლავებით ამაგრებდი რომ თავზე არ დაგვმხობოდა ყველაფერი, მითმობდი, მიძლებდი და ბოლოს მაინც გულში მიკრავდი მადლობა იმ სიყვარულისთვის რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი , ყოველ წამს, ყოველი გამოხედვით, ყოველი შეხებით, როცა მიბრაზდებოდი მაშინაც კი სიყვარულს აფრქვევდი, მახსოვს ერთხელ მე, შენ და „ბექა„ პლეხანოვზე შევხვდით, მაშინ ჩემზე გაბრაზებული იყავი, ბექას ვთხოვე მარტო დავეტოვებინეთ, ჩვენ მარტო დავრჩით ჩაგეხუტე და გაკოცე, ვიგრძენი რომ იმწამსვე გაქრა გაბრაზება, თვალებიდან სიყვარული გადმოიღვარა და შენი გამოხედვა მარტო იმას მოასწავებდა რომ უზომოდ გიყვარდი, შენ შეიძლება დღეს ფიქრობ რომ ეს სადღაც გაქრა მაგრამ ამ სიყვარულის გაქრობა შეუძლებელია და მე მჯერა რომ ის შენში სადღაც მიმალულია, მიუხედავად ურთიერთობის ცუდი ფინალისა (მწამს რომ To Be Continued :D ) მადლობა სიყვარულისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.