შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


23-05-2017, 19:45
ნანახია 1 395

ისევ უშედეგოდ ჩაიარა ოცნებებმა. ვფიქრობ ყველაფერზე, თუ რა საცოდავები ან უბედურები ვართ. იქნებ ბედნიერებიც.
თვალებს ვხუჭავ და ვოცნებობ. ოცნებებს მივყავარ სადღაც შორს, სადაც სიმშვიდე და სიყვარულია.
მინდა ვწერო, ვილაპარაკო უსასრულოდ, ვიცინო, ვიცეკვო, ვიტირო, ვიყვირო სანამ ხმა არ ჩამიწყდება.
ვქმნი სამყაროს, ბედნიერებას თუ უბედურებას.
მიყვარს ჩემი სამყარო, სადაც შემიძლია განვმარტოვდე, რამდენიმე საათით ვიგრძნო ის, რაც მინდა.
ოცნებები, ოცნებებად რჩება და არაფერი არ იცვლება.
ჩვეულად ისევ მოსაღამოვდა, დაღამდა.
ხვალ ისევ გათენდება და მერე ისევ დაღამდება.
ქუჩაში ანთია ლამპიონები და შუქი თვალებს მიჭრელებს. უნდათ ღამე დღით შეცვალონ და სიბნელე დაამარცხონ. ვიცი, არ გამოუვათ. მხილოდ მთვარეს და ვარსკვლავებს შეუხლიათ ღამის დღით შეცვლა.
დრო მიდის და აღარ გველოდება.
მეზიზღება უიმისოდ გატარებული დღეები, რომლებიც არ გავს დღეებს.
ცარიელი სახლივით ვარ.
წყნარი მელოდიები, ძალიან ჰგავს ჩემს ცხოვრებას.
მომიცვა სევდამ. დამიპყრო, ჩამძირა.
მიმატოვეს, წავიდნენ.
ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალა.
ღამეა.
მე,ფიქრები და წარმოდგენა.



№1  offline წევრი stranger9

ოცნების ხიბლიც ესაა ალბათ ნაწილობრივ. იშვიათად ვფიქრობთ იმაზე რაც გვაქვს, ვოცნებობთ მიუღწეველზე და ეს მიუღწეველი სულ რამდენიმე წამით რეალობად აღქმული ყველაზე ტკბილია.შენეული აღქმა საინტერესოა

 


გმადლობ, მე ძალიან ბედნიერი ვარ თუ დაგაინტერესა...

 


№3  offline მოდერი bla.ell

მომეწონა...კარგი და უცხოაheart_eyes კარგად წერ საყვარელო❤❤❤

 


გმადლობ. მიხარია თუ მოგეწონა❤

 


№5  offline წევრი Daniela

მართალიხარ, ადამიანები საცოდავებიც არიან, უბედურებიც, მაგრამ ბედნიერები ძალიან ცოტა ხნით, და ამიტომაც გვიყვარს ასე ოცნება, რეალობისგან შორს ყოფნა.

 


მხოლოდ და მხოლოდ ოცნება...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent