შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმადური ქართველები


5-04-2017, 12:49
ავტორი padackles
ნანახია 1 579

რა მაგარია, ოცნებები და წარმოდგენები რომ შეგვიძლია.
ოცნება რთული და მტკივნეულია რადგან ასრულება მეტ-ნაკლებად შეუძლებელია. არა და მაინც ვოცნებობ. თვალებს ვხუჭავ და მოლოდინებს ვეღაუჭები.
სვანეთის თითოეული კუთხე ფეხით მინდა შემოვიარო. როგორ დავიჯერო ვია კაპელოს ნომერ 23ში მდებარე ჯულიეტას სახლის მონახულება და მის ეზოში მდგარი ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკების მარჯვენა ძუძუზე შეხება უფრო საინტერესო და ამაღელვებელია თუ სვანეთში, კერძოდ უშგულში "სიყვარულის კოშკი"-ს მონახულება" რომელშიც მზეთუნახავივით ლამაზი მიაგულის სიყვარულის ისტორია ცოცხლობს. რომელსაც მთელი ცხოვრება კოშკში გაუტარებია თავისი მიჯნურის ბეშქენის ლოდინში. ვოცნებობთ რომის ქუჩებში სეირნობას და ხელოვნურად განათებული ქუჩების თვალიერებას როცა სვანეთს ბუნებრივად ანათებენ ვარსკვლავები, და ჩვენ ადამიანებს, ზუსტად, მოკვდავებს თავად შეგვიძლია სვანეთში ხელით შევეხოთ ვარსკვლავებს. მე ხომ საქართველოში ვცხოვრობ და ქართველი მქვია ნუთუ ვარძია არ უნდა მქონდეს ნანახი. უნდა ვოცნებობდე პარიზში მოგზაურობაზე და სიყვარულის ქალაქის დათვალიერებაზე როცა სიღნაღი არ ვიცოდე როგორია? გვინდოდეს პარიზის ღვისმშობლის ტაძარში სტუმრობა და საქართველოს უთვალავი ეკლესია-მონასტრები არ გვქონდეს ნანახი? არც ბაგრატი? მოწამეთა, ან გელათი? შვეიცარიის ალპებში გავრბოდეთ და არ ჩაგვესუნთქოს მესტიის ჰაერი, გუდაურის ან ბაკურიანის. ზოგჯერ ამოსუნთქვა მიჭირს, მინდა ყელში ვწვდე და დავახრჩო როცა ლონდონში, ამერიკაში ან ესპანეთში ცხოვრებაზე ოცნებობენ, როცა არ შეუძლიათ აღიქვან რა ბრილიანტები გვაქვს ირგვლივ ფშავ- ხევსურეთის, ყაზბეგის ან შატილის სახით. შორს წასულ ოცნებებსა და ფიქრებს ვეხუტები. მჯერა ერთ დღესაც შევძლებ საქართველოს დათვალიერებას, მის გულში ჩავიხედავ და შევესისხლხორცები. რა ჯანდაბად მინდა საზღვარგარეთის პასპორტი და თვალი მეჭიროს საზღვრის გადალახვაზე როცა თავად საქართველოა ბედნიერების საზღვარი. გაუჩერებლად შემიძლია ვილაპარაკო სამშობლოზე, რომელიც ხელის გულით მოგვიტანეს წინაპრებმა, ჩაგვახუტეს და სათუთად გადმოგვცეს. ჩვენ კი უმადურ ქართველებს ლიჟბი აქედან გაქცევაზე გვიჭირავს თვალი. ეჰ უმადურები ვართ ქართველები, ერთის ცუდს ვიმახსოვრებთ სამშობლოსას და მილიონ კარგს არა. მაგრამ საქართველოა ზუსტად ასეთი. უკან დაბრუნებულ უმადურ შვილს ხელგაშლილი ელოდება და გულში ისე ღრმად იკრავს სუნთქვასაც უკრავს. მთელ ცხოვრებას მივცემდი ოღონდ თითო დღით შემომატარა, დამეთვალიერებინა და დამეკოცნა ჩემი სამშობლოს თითოეული კუთხე. მე ვთვლი რომ იმათზე მაღლა ვდგავარ ვიდრე საქართველოზე ცხვირ აბზუებული ადამიანები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent