მარტო-მე.
იმისდამიუხედავად რომ,გარშემო ძალიან ბევრი კარგი და საყვარელი ადამიანები მყავს, თითქოს ზოგჯერ ჩემს სამყაროში მარტო ვრჩები, და არავინ მყავს გვერდით ეს ალბად ილუზიაა ძალიან მძიმე რასაც ხოლმე ვერ ვერევი, ძალიან შემაძრწუნებელი გრძნობა რომელიც სევდით მავსებს, ემოციები უფრო მეზრდება და განვიცდი ძალიან ბევრ რამეს,მაშინ მახსენდება ყველაფერი ცუდი და ვერ ვუთავსებ კარგს რადგან დაძაბული მაქვს გონება. ალბად ეს ყველაფერი ცხოვრებისეული მოვლენაა, და არც უნდა მიკვირდეს მაგრამ ყველას ხომ ადვილად არ გადააქვს ,ზოგს ამის გაუფერულება და გაფანტვა შეუძლია მე კიდევ ალბად ძალიან სუსტი ვარ ამ საკითხთად, არადა მინდა რომ არ ვიფიქრო იმაზე რაც მავნებს,მტკენს და სულიერად დაცემულს მხდის.. ზოგჯერ შეიძლება კარგი მხარი მოუძებნო სიმარტოვეს , ზიხარ მარტო ბნელ ოთახში შენს ფიქრებთან და შენს თავთან , მხოლოდ შენ და შენი მეორე ,, მე ,, მთავარია ნებისმიერ დროს შეგეძლოს უბრალოდ აიღო ტელეფონი დაურეკო ვინმეს და შეგეძლოს გამოსვლა მდგომარებიდან, ამის ძალა მე არმაქვს , უფრო ვიკეტები და არ მაძლევს რაღაც ამის საშუალებას. ესძალიან მძიმეა , მძიმეა მაშინაც როცა გინდა რომ ვინმე მოვიდეს შენთან და ლოდინითაც იღლები. სხვისი ცხოვრებიდან იპარავ რაღაც დეტალებს რომ შენი შეავსო,ეს თითქოს ძალას გმატებს მაგრამ იცი,რომ შენს ცხოვრებას თითონ უნდა შემოსძახო და შეჰმატო.. ზოგს სიმარტოვე ტრაგედიად არმიაჩნია რადგან უფრო ხშირად გრძნობენ ასე თავს ჩემთვის კიდევ ხშირად არ ხდება, ალბად სწორედ ამიტომ ვიკეტები საკუთარ თავში და ვცდილობ მასას მოვერიდო. როდესაც გინდა გამოხვიდე მდგომარეობიდან , გამოხვიდე ამ სამყაროდან ,მაგრამ ძალა არგაქვს ხოლმე თავს მოერიო , მგონი ეს უფრო ტკივილს გავს და დეპრესიას ვიდრე მარტოობას.. მარტოობას ჩვენ ვქმნით ჩვენივე ფიქრებით, იმ ფიქრებით რომ არავის ვჭირდებით და არავინ გვეუბნება სამ მნიშვნელოვან სიტყვებს : მე შენ მიყვარხარ ! :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.