შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფხიზელი სევდა


27-05-2017, 22:52
ავტორი flightless bird
ნანახია 1 373

ზაფხული მოდის... ეს უკვე ჰაერშიც იგრძნობა, მახსოვს წლები როცა ზაფხულის სურნელი ბედნიერებას აღძრავდა ჩემში, მერე რაღაც შეიცვალა... ბედნიერება გაურკვეველმა სიცარიელემ ჩააანაცვლა. მერე ესეც შეიცვალა... ახლა როცა ზაფხულის სურნელი მიღიტინებს ნესტოებში უცნაური, მელანქოლიური განწყობა მეუფლება.
თავიდან დავიწყოთ.
ზაფხული_მთვრალი ბედნიერების პერიოდია, რომელიც თინეიჯერობიდან ზრდასრულობას შორის გარდამავალ წლებში დადგა ჩემთვის. როცა ვცდილობ გავიხსენო უკანასკნელი მსგავსი დღე მხოლოდ ბუნდოვან სურათს ვხედავ. სიბნელით შემოსილ ახალგაზრდებს, რომლებსაც შარფის მაგივრად სიგარეტის კვამლი მოუხვევიათ ყელზე. მათ შორის მეც ვარ, ცალი ხელით უგემურ ღვინოს ვსვამ, მეორეთი კი უფილტრო სიგარეტს ვეწევი. ვგრძნობ როგორ მრჩება ენაზე თუთუნი ყოველი ნაფაზის შემდეგ. არა, გატყუებთ, ვერაფერსაც ვერ ვგრძნობ. როცა ამ დღეებს ვიხსენებ ასე მგონია ძველი ფილმის კადრებს ვატრიალებ გონბაში, თითქოს იმ დროს იქ მე არ ვყოფილვარ, თითქოს სხვის ცხოვრებას ვიხსენებ. ყველანაირი გრძნობისა და ემოციის გარეშე. უფრო ღრმად ვიძირები მოგონებებში, ბუნდოვნად ჩამესმის მთვრალი სიცილის ხმები.
ვცდილობ უფრო ღრმა მოგონებებში გადავეშვა, მინდორს ვხედავ, შუაგულში ბალახი ამომწვარია... ეს ის ადგილია სადაც ადრე კოცონი გვენთო, აქაურობა ყოველთვის სიფხიზლით და ბედნიერებით იყო გაჟღენთილი. ნეტავ როდის მივატოვეთ ეს ადგილი? ვცდილობ გავიხსენო ამ მინდორზე გატარებული უკანასკნელი საღამო, მაგრამ ერთად-ერთი რასაც ვხედავ ბნელით შემოსილი მიტოვებული მინდორია. ეს ისეთი სევდის მომგვრელია, ზაფხულის ჰანგებზე ანთებული, ბედნიერების სხივებით მოლიცლიცე თვალები ბინდს შეუცვლია. მეც მათ შორის ვარ, მთვრალი ბედნიერებით შემოსილი ისევ ვქაჩავ უფილტრო სიგარეტს და არაფერზე ვფიქრობ, უბრალოდ წყვდიადს ნებას ვაძლევ სხვებთან ერთად მეც დამეუფლოს. ერთად-ერთი რაც ჩემს ფხიზელ ბედნიერებას ხელს უშლის სარდაფის კუთხიდან მომავალი მჭახე ხმაა. უცნაურია, მაგრამ გრძნობები მხოლოდ ამ ხმის გაგონებისას მიბრუნდება. მეცინება როცა ამ არსებას ვუყურებ, ჩვენგან განსხვავებით იგი ფხიზელ სევდას შეუპყრია. მასაც აქვს მომენტები როცა უნდა სხვებს გაერიოს, შეუერთდეს ალკოჰოლით გაჟღენთილ თანატოლებს, მაგრამ არ შეუძლია. ეს სასაცილო არსება ისევ აგრძელებს წიკვინს.
-იქნებ იმ მაგიდიდან მაინც ჩამოიღო ფეხები სადაც შენი საჭმელი დევს, საქონელო! _ მისი ამაო მცდელობას პასუხად წამიერი სიცილი მოყვება... მერე ყველას ავიწყდბა სარდაფის კუთხეში მჯდარი გოგონა, რომელიც ნახევრად დაძმარებული ღვინით ამაოდ ცდილობს ისევ გახდეს მეგობრების ნაწილი. ერთად-ერთი ვინც მზერას ვეღარ აშორებს მე ვარ... მისი ფხიზელი სევდა იმდენად საცოდავად მეჩვენება... არ მინდა ოდესმე მას დავემსგავსო. არ მინდა მუდამ ჩემი ადგილის ძიებაში ვიყო, მაგრამ რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, ვხვდები, მეტად ვემსგავსები... ცოტაც და მისი სიბრაზე პიკს აღწევს, მეჩვენება თუ თანდათან თმები უწითლდება? მგონი პლანმა ბოლოს და ბოლოს იმომედა... რაც უფრო მეტს წიკვინებს გოგონა, მით უფრო ჟღალი ხდება მისი ხმები, მით უფრო მეტად მიშლის ნერვებს.
რა საცოდავია, ვფიქრობ ჩემთვის. როგორ ვერ გვიტანს, მაგრამ თითქოს მაინც რაღაც აკავებს ჩვენთან. ცდილობს როგორმე შემოგვიერთდეს, მაგრამ ყოველი ასეთი მცდელობა ახსენებს, რომ აქაურობას არ ეკუთვნის, აქ მისი ადგილი არ არის. ისევ აგრძელებს წიკვინს, მისი ხმა თითქმის აღარავის ესმის. მეც ვცდილობ დავაიგნორო, თუმცა ვერაფერს ვახერხებ. ვგრძნობ როგორ იფანტება ჩემი მთვრალი ბედნიერება, ხელახლა ვცდილობ გავიხსენო იმ მინდორზე გატარებული უკანასკნელი საღამო... ჯერ მთების ფონზე მოელვარე კოცონს ვხედავ, თანდათან სიმღერის ხმაც ჩამესმის. ვიღაც უსმენო და უხმო გამეტებით უკრავს გიტარაზე, თუმცა მაინც ყველას მოსწონს მისი ნამღერი. ეს ვიღაც მე ვარ. იმ მოწიკვინე არსებასაც ვხედავ, იგი აღარ არის სხვებისგან გამოყოფილი. საერთო მხიარულებაში ჩაბმულა. მისი თმები სინამდვილეშიც ჟღალი ყოფილა, უბრალოდ მე დამვიწყნია ეს. თურმე არც ისეთი მჭახე ყოფილა მისი ხმა, როგორიც მეჩვენებოდა. პირიქით, ჩემს სიმღერასთან შედარებით სასიამოვნოდაც კი ჟღერდა... მერე რა რომ ორივე უსმენოები ვიყავით, მერე რა რომ ყველანი უსმენოები ვიყავით. მე მაინც გამეტებით ვუკრავდი გიტარაზე... გიტარაზე, რომელიც ღვინის ჭიქასა და სიგარეტს ჩაუნაცვლებია. ნეტავ რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ეს ჟღალი გოგონა გვერდით აღარ მიზის და ჩემთან ერთად აყრუებს მთელი წლის მანძილზე მდუმარედ მომლოდინე მთებს? ორი? იქნებ სამი...
ვუყურებ ამ გოგონას და ვერ ვხვდები რა უფრო ცუდია, იყო ალკოჰოლით გაჟღენთილი მოჩვენებით მხიარულების ნაწილი, თუ ფხიზელ სევდას გრძნობდე. უიმედოდ გაჰკიოდე და ცდილობდე ისევ გახდე ძველი მეგობრების ნაწილი. ან იქნებ სულაც სჯობს უბრალოდ ადგე და წახვიდე?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent