შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი ცხოვრება (სრულად)


29-05-2017, 13:26
ავტორი მებედნიერი
ნანახია 3 435

როცა ოჯახში უფროსი შვილი ხარ დაბადებისთანავე უამრავი პასუხისმგებლობა გეკისრება. უნდა იყო ყველა სფეროში გარკვეული და ყველგან საუკეთესო. ვცდილობდი, ნამდვილად ვცდილობდი. ასე ვიღებდი მონაწილეობებს კონფერენციებში. სასკოლო ღონისძიებებში, კულტურულ საღამოებსა თუ სპექტაკლებში. იუმორისტულ ნომრებსა და ოლიმპიადებში. ავიღე პრეზიდენტის საჩუქარი. შემდეგ ოქროს მედალი და გრანტით ჩავირიცხე სასურველ ფაკულტეტზე. დამერწმუნეთ ძალიან რთულია როცა ყველა თვლის , რომ ეს ასეც უნდა იყოს შენ ყველაფერს კარგად უნდა აკეთებდე და იმის ნაცვლად რომ წარმატრბას აღნიშნავდნენ მხოლოდ იმაზეა საუბარი რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. მერე შიგნით მეამბოხე იღვიძებს. ის პატარა ბავშვი, რომელსაც წაართვეს შეცდომების დაშვების უფლება. ის ვისაც ერთ დრო ყველაფწრზე პროტესტის გამოხატვა უნდოდა და ამის ნაცვლად მაინც ყველაფერს აკეთებდა. გადის დრო და აანალიზებ რომ ეს თინეიჯერობის პერიოდი გამოტოვილი გაქვს. და არ გქონდა ამის უფლება რადგან ადამიანმა ცხოვრების ყველა პერიოდი უნდა გაიაროს.ასე რკმ მოგვიანებით იწყებ თავისუფლების გამოხატვას არასწორი მეთოდებით. გგონია შენს პირად სივრცეში იჭრებიან და ცდილობ დაუმტკიცო მათ შენი პიროვნულობა. განსხვავებულობა. ადამიანობა. ერთ დღესაც ეჯახები რეალურ პრობლემებს, რომელთანაც გამკლავება შენთვის არავის უსწავლებია. სრულიად განგრევს, გფიტავს. აზროვენების უნარს გაკარგვინებს. ყველაზე უსუსურად გაგრძნობინებს თავს. რა უნდა ქნა როგორ მოიქცე? ვერ გაურბიხარ. ცდილობ თვალები დახუჭო, თავი ქვიშაში შაფლა, მაგრამ ყველაფერი გეცლება . თვალებში გიყურებს პრობლემა და დაგცინის. გაჩვენებს რა სულელი ყოფილხარ. და თუ მგრძნობიარეც ხარ შესაძლოა ამას ვერ გაუძლო. მისმა თვალებმა ბოლო მოგიღოს. რადგან ისე გტკივა ამაზე დიდი ტანჯვა ჯერ რომ არ განგიცდია. გასახიჩრებს. ნაკუწებად გაქცევს. ცდილობ შეერთდე, მაგრამ არაფერი გამოგდის. ხედავ მიგორავს შენი ხელი, უკან მიჰყვება სხვა დნარცენიც შენ კი ზემოდან უყურებ თითქოს ეს უბრალოდ ფილმის ერთი ჩბეულებრივი კადრი იყოს. ამ დროს უკვე შეგრძნებები გეკარგება. ინერტული ხდები. და უცებ აცნობიერებ რომ გამოცდაში ჩაიჭერი. ცხოვრებაში პირველად, ყველაზე რთულ გამოცდას ვერ გაუძელი. იწყებ თვითგვემას და ხვდები დაგვიანებულია. მერე ყველაზე საინტერესო მომენტია. ანალიზი იწყება. ყოველი დეტალის ანალიზი. ყოველი ნაბიჯის. მდგომარეობას იაზრებ და ცოცხლდები. მოქმედებას იწყებ. ხვდები , ახალი ენრრგია გჭირდება. არ გაქვს უფლება დანებების. შენს უკან ხომ უამრავი ადამიანი დგას. შენ შენი დისთვის უნდა იბრძოლო, შენი ძმის იმედი უნდა გაამართლო. მშობლების სიყვარული გაიხსენო. ასე იწყებს ორგანიზმი შეკოწიწებას. ნელ-ნელა ნაგლეჯები ერთიანდება და მართალია გადაკერებული ხარ და ნაკერები ძალიან მკვეთრად ჩანს, და ყოველი მოძრაობა აუტანელ ტკივილს იწვევს, მაგრამ აღარ ჩერდები. ერთ ნაბიჯს მეორე მოსდევს, მას მესამე. და გზა ისევ მოჩანს მიმართულება ჯერ არ იცი, მაგრამ მთავარი მოძრაობაა. სიარულში ნაკერები ხორცდება. ტკივილი თითქმის შეუმჩნეველი ხდება და საბოლოოდ მხოლოდ ნანემსარი რჩება. ნაიარევი კი თავს მხოლოდ მაშინ გვახსენებს როცა შემთხვევით სარკეში ჩავიხედავთ, ისიც დანისულელ სიზმარს ჰგავს, რომლის სინამდვილეში ყოველთვის შეგეპარება ეჭვი. ასე იწყებ ახალ ცხოვრებას, ასე ხდები პიროვნება. ბევრ ტკივილს სახეზე ბევრი ღარიც მოჰყვება და ტკბილ-მწარე მოგონებებიც. მაგრამ მე ეს მგონია ცხოვრება. მე ამისთვის მინდა ადამიანობა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent