შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარდები, მინდები..


31-05-2017, 15:09
ავტორი Red Soul
ნანახია 1 492

მიყვარდები, მინდები..
არ ვიცი რატომ, მაგრამ მემართება ხოლმე.. მოულოდნელად საგნებს აღმოვაჩენ , რომლებიც წლებია ჩემ ირგვლი უძრავი მდუმარებით მოძრაობს და მგონია პირველად ვხედავ, თითქოს არც არასდროს მინახავს, არც არასდროს შემიმჩნევია.
ადამიანებზეც მემართება..
შენამდეც სხვაზე და შენს მერე სხვაზეც ალბათ, მაგრამ დღეს შენზე მხოლოდ და მხოლოდ. ორი წელია ჩემს ირგვლივ ტრიალებ, ორი წელია გიყურებ და პირველად მხოლოდ მაშინ გხედავ, როცა მოულოდნელად თავად იჭრები ჩემს პირად სივრცეში.
მაშინ მე ბიჭი მყავს, რომელთანაც ფლირტი მაქვს და რომელთანაც ყველაფრი მინდა დაიწყოს, ბიჭი თავშეკავებულია და უცეცხლო, მაგრამ ჩემთვის ეგ დეტალი უმნიშნელოა, რადგან აკვიატებული მყავს. როგორ იქნა ვპოულობ თემას, ერთნაირად კომფორტულს ორივესთვის და მისკენ ვიხრები, რომ უსაშველო ხმაურში ხმა მივაწვდინო და ამ დროს პირველად ვეჯახები შენს თავს. შენ მის გვერდით. შენ რომელიც ორი თითით ეხები ჩემს მკლავს, და მსუბუქად იზიდავ შენკენ, სულელურად მიღიმი. მაშინ ყველაზე მეტად ვბრაზდები შენზე, ყველაზე მეტად ვერ გიტან და გიყურებ ისეთი ბრაზით, როგორც ორივემ ვიცით, არასოდეს შემომიხედავს. გიცნობ.. საკმარისად გიცნობ. გიცნობ და ვხდები იეჭვიანე, მივხვდი რომ მოგწონს როცა ცხარედ ვკამათობთ, მოგწონს ქოლერიკი ჩემში, მოგწონს ძალა და სისუსტე რომელსაც ვფლობ და ვამჟღავნებ და ეს გაგიჟებს.
ჰოდაა..
მიყვარდები..
მინდები..
მომწონს შენი სიახლოვე, შემთხვევები, როცა ვითომ შემთხვევევით მეხები, ჩამოჯდომები ჩემს გვერდით ან ჩემივე სკამზე და ამ დროს ფეხი, რომელსაც სპეციალურად ამჯენ ჩემსას და არ წევ, რადგან მოგწონს ჩემი სითბოს ნაწილაკების შენსასთან შერწყმა. მე უარესად მომწონს.
სინამდვილეში შენ ზუსტად ის ხარ, მე რომ მაგიჟებს, მაგრამ ჩემთვის რომ არ შეიძლება. ნარკოტიკივით ძლიერმოქმედი, გემრიელი, მომაკვდინებელი .
გამჩნევდი, თუ არა აქამდე?
გაჩნევდი.
გამჩნევდი ლამაზს, სექსუალურს, ქარიზმით სავსეს, ბავშვური ღიმილით, ახირებულობით, მაგრამ გისხლეტდი ალბათ, რადგან ვიცოდი შენს ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ იყო და არც ჩემთან იყო შენი ადგილი. არც დღეს არის, არც მინდა რომ ოდესმე იყოს, ყოველშემთხვევაში გონებით მაინც.
შენი სამყარო ჩემი სამყაროსგან იმდენად შორსაა, ვიცი, თუ გამოგყვები მოვკვდები, თუ გამოგყვები დავიკარგები, თუ გამოგყვები გადავსხვაფერდები, მაგრამ მაინც მინდა გამოგყვე. სულელი გიჟი. წყეული გიჟი



№1  offline წევრი Daniela

" და იცი როდისაა სიყვარული ნამდვილი? როცა არ უნდა გიყვარდეს და შენ მაინც გიყვარს!"

ძალიან კარგი იყო, შენ გრძნობები ისეთი სიფაქიზითა და სიზუსტით იყო აღწერილი , რომ მომინდა მათზე უფრო მეტი გამეგო.

 


№2  offline წევრი Red Soul

დიდი მადლობა, ეს ჩემი ისტორიაა, თუმცა თუ ოდესმე ამაზე სხვისი ისტორიის აგება მომინდება, აუცილებლად დავურთავ და ვაქცევ ამბის საწყისად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent